Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!
ასტროლოგიური მაღაზია

სელენა კირჩხიბში

სელენათქვენი ნათელი კარმა, ანუ სელენა კირჩხიბში
წინა ცხოვრებაში მგრძნობიარე, ფაქიზი სულის, სენტიმენტალური ადამიანი იყავით, შესაძლოა სამშობლოსთვის თავდადებულის, სისხლით ნათესავებისთვის, ოჯახისთვის თავგანწირულის, ქალის კულტის პატივისმცემლის ნათელი კარმა მოგყვებათ.

ეს კარმა დედობასთან, ბავშვებთან, ჩვილებთანაა დაკავშირებული. აფასებთ ოჯახს და ერთგულებას. პატივს სცემთ წინაპრებს, ტრადიციებს, სამშობლოს. იცით როგორ მიხედოთ და იზრუნოთ მათზე. გიყვართ ბუნება და მისი სისუფთავე, სიწმინდე. მოგწონთ მშვიდი და ინტიმური გარემო. წყალი ეს თქვენი სტიქიაა, კირჩხიბი სელენას უწმინდესი ელემენტი, ამიტომაც ყოველთვის გაგიადვილდებათ მიწის ქვეშ დაფარული წყაროსა თუ წყლის რესურსების აღმოჩენა.

თუკი სელენას მოქმედებას არ დაასუსტებთ, წარმატება გარანტირებული გექნებათ ისეთ საქმიანობაში, რომელიც ქალებთან და ბავშვებთან არის დაკავშირებული, გინეკოლოგია იქნება ეს თუ რაიმე სხვა თანამდებობა სამშობიაროში. სელენა მხარს დაგიჭერთ ოჯახის ექიმობასა თუ პედიატრიაში. მოხუცთათვის დახმარების აღმოჩენის ძალასაც მოგცემთ და თუ შინაურ ცხოველებზე იზრუნებთ, პირიქით დაეხმარებით მას თქვენს დაცვასა და მფარველობის გაძლიერებაში.

წარმატებული იქნება ასევე ნებისმიერი სფერო სითხეებთან, წყალთან, სასმელებთან, საბავშვო ბაღებთან, წინა სასკოლო განათლებასთან, საკვებ ინდუსტრიასთან თუ უძრავ ქონებასთან დაკავშირებითაც. სარესტორნო მომსახურებაში, სასტუმროებში, ტურზიმში, ქალთა სილამაზესთან დაკავშირებულ საქმიანობებში, კოსმეტიკა იქნება ეს თუ სილამაზის სალონი, აუცილებლად გაგიმართლებთ და მეოჯახეობასა და ბოსტან მებაღეობასაც კარგად გაართმევთ თავს. თუკი რა თქმა უნდა არ დაივიწყებთ ნათელ გამოცდილებას : მზრუნველობას, მგრძნობიარეობას, სინაზეს, კეთილსინდისიერებას, ერთგულებას და მყუდრო გარემოს შექმნის შესაძლებლობას. ისე მოექცევით თქვენს კლიენტებს როგორც ოჯახის წევრებს. თქვენ უნდა იყოთ ჭეშმარიტი სიყვარულისა და მზურნველობის ცოცხალი მაგალითი. პატივი ეცით ბავშვებს, დედებს, წინაპრებს, მშობლებს, სამშობლოს და მის ისტორიას და რაც მთავარია, არ გადავარდეთ მეორე უკიდურესობაში – ზედმეტ სენტიმენტალიზმში და ოჯახს, სახლსა და კომფორტს ძალიან არ მიეჯაჭვოთ. თქვენ მზრუნველად ხართ დაბადებული, მაგრამ სწორად უნდა განსაზღვროთ ზრუნვის ფორმა. არ არის საჭირო ყველაფერზე თან გადაყოლა, რაც ხელში მოგხვდებათ.

არასოდეს დააბინძუროთ წყალი.დაიმახსოვრეთ, რომ ყველაზე დიდ ძალას მისგან იღებთ. წყალში მედიტაცია, ცურვა და უბრალოდ წყალთან ახლოს ყოფნა და ყურებაც კი დაგეხმარებათ გაჯანსაღებასა და ენერგეტიკული მარაგის შევსებაში. კარგი იქნება თუ სადმე ტბასთან, წყალსაცავთან ახლოს იცხოვრებთ ან აუზი გექნებათ სახლში.

თქვენი ქვეყნებია ჰოლანდია, ლიტვა, ინდოეთის ზოგიერთი მხარე და აფრიკა.

მოამზადა დოჩი გოგოხიამ

ავტორი

მსგავსი ფოსტები

  1. Naira Nairs

    ზუსტად ემთხვევა… 🙂

დატოვეთ კომენტარი