ასტროლოგიური მაღაზია

სელენა თხის რქაში

სელენათქვენი ნათელი კარმა, ანუ სელენა (თეთრი მთვარე) თხის რქაში
ეს ადამიანებისთვის თავგანწირული ადამიანის კარმაა, რომელმაც საკუთარი ნებით აიღო სხვისი ცოდვები საკუთარ თავზე. ის ასკეტი, მონაზონი, ბერი ან სულაც იოგი შეიძლება ყოფილიყო, რომელმაც მიწიერი ცხოვრების სიამოვნებები დათმო და საკუთარი თავი სულიერ ღირებულებებს მიუძღვნა.

ისინი სავსე იყვნენ სატურნის სათნოებებით – დისციპლინა, გაწონასწორებულობა, თვითკონტროლი. აი თქვენი ნათელი კარმა, რომელიც აუცილებლად გაიხსნება თუ ისევ იმ საქმეს გააგრძელებთ რასაც აკეთებდით. წარმატება თან გაგყვებათ ნებისმიერ სფეროში, თუ ამ გამოცდილების პრაქტიკაში გამოყენებას შეძლებთ და სატურნის თვისებებს შეინარჩუნებთ.

ისწავლეთ ნათელი მიზნების დასახვა, სელენა მხოლოდ კარგად გაცნობიერებული მიზნების მიღწევაში დაგიდგებათ გვერდით. ნებისმიერი, ურთულესი , სხვებისთვის შეუძლებელი მიზნის მიღწევის პოტენციალი გაქვთ, თუ მათ გარკვევით ჩამოყალიბებას მოახერხებთ. დაჯილდოებული ხართ განსაკუთრებული კავშირით წყლის მინერალებთან. შესაძლებლობა გაქვთ მიწის საიდუმლოების ამოხსნის, წარმატებები გელოდებათ გეოლოგიაში, ისტორიაში, არქეოლოგიაში, არქიტექტურაში და ანტიკურ ხელოვნებასა თუ ანტიკვარიატში.

პატივს სცემთ და კარგად უგებთ უფროსებს. იცით როგორ დაიმახუროთ მათი სიყვარული. თქვენი სელენაც ცოტა მოგვიანებით იღვიძებს თქვენს ცხოვრებაში და შესაბამისად თქვენი ცხოვრების მეორე ნახევარი გაცილებით უფრო ნათელი იქნება, ვიდრე პირველი.

თქვენი სახლი მტკიცე და გამძლე უნდა იყოს, ქვის სახლებში ყველაზე მშვიდად და დაცულად იგრძნობთ თავს. თუკი ამის საშუალება არ გაქვთ, მოზიდეთ ქვები და პატარა იაპონური ქვის ბაღი მოაწყვეთ სახლის გარშემო. თუკი ბინაში ცხოვრობთ და მიწასთან (თქვენს ელემენტთან) ახლოს არ ხართ, ქვის დეკორაციები გააკეთეთ ან კიდევ თქვენი საყვარელი ადგილებიდან წამოღებული სამახსოვრო კენჭებითა თუ ქვის ნატეხებით მორთეთ თარო ან კედლები. მთები ენერგიით აგავსებთ. მარტოობაში მედიტაცია, ლოცვა გაგწმენდთ. თქვენ ხომ სულიერი სავარჯიშოებზე კონცენტრაცია ყველაზე კარგად გეხერხებათ. გაქვთ დიდი ნებისყოფა, რომელიც საშუალებას გაძლევთ ებრძოლოთ ცუდ ჩვევებს, მოწევა იქნება ეს, ალკოჰოლი თუ გარყვნილება.

დაუთმეთ დრო მარტოობას, მედიტაციასა თუ ლოცვას. თქვენ გაქვთ უნარი კარმის კანონებს ჩაწვდეთ. ეძებეთ კარმული გაწმენდისა და სულიერი განვითარების გზები. წინა ცხოვრებაში თქვენ თავად აირჩიეთ ,,განტევების ვაცის“ ბედი და ამ ცხოვრებაშიც ხშირად მოგიწევთ მსხვერპლის გაღება, შესაძლოა საკუთარი თავისაც, რათა უმაღლეს მიზანს მიაღწიოთ და თქვენი უმთავრესი დანიშნულება ამქვეყნად შეასრულოთ.

ზედაპირული ცხოვრება თქვენს სელენას ძალას ცოტა ადგილს დაუტოვებს. ორიენტირდით უმაღლეს იდეალებზე, ისწრაფვეთ სრულყოფისკენ. არასოდეს მიაყენოთ ტანჯვა სხვებს, არასოდეს აჰკიდოთ თქვენი პრობლემები მათ, არასოდეს გადმოხედოთ ზევიდან. იცოდეთ რომ რასაც მოიპოვებთ, ყოველთვის საკუთარი შრომით მოიპოვებთ და თუ ძალისხმევის მიუხედავად მიზანს ვერ აღწევთ, არასწორ გზას ადგახართ.

თქვენ უდიდესი პასუხისმგებლობის გრძნობა გაქვთ, არ დაკარგოთ ეს გამოცდილება.

ტიბეტი და ესტონეთი თქვენი ქვეყნებია.

მოამზადა დოჩი გოგოხიამ

ავტორი

მსგავსი ფოსტები

Comments

  1. Tea Tsomaia says:

    სამწუხაროა საკუთარი ქვეყანა რომ არ არის "ჩემი"!