Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!
ასტროლოგიური მაღაზია

სელენა თევზებში

სელენათქვენი ნათელი კარმა, ანუ სელენა (თეთრი მთვარე) თევზებში
თევზები სელენას კარმა მღვდლების, ქურუმების, ბერ-მონაზვნების და სხვა რელიგიის მსახურების ნათელი კარმა შეიძლება იყოს. ეს ადამიანები გამოირჩევიან განსაკუთრებული სენსიტიურობითა და ლმობიერებით. შეუძლიათ საკუთარი თავსი მსხვერპლად გაღება სხვების გულისთვის. უყვართ უანგაროდ და ყოველთვის მზად არიან ნებისმიერი სულიერი არსების დასახმარებლად.

განსაკუთრებული სულიერი სამყარო აქვთ. მარადიულობის, ჭეშმარიტების აღქმის გზები კარგად ნაცნობი და ღიაა მათთვის. გრძნობენ სამყაროს სიღრმეს და მათ ლოცვას დღემდე ძალა აქვს, დღემდე ცოცხლობს.

ყველაზე კარგ შემთხვევაში სულიერი მოძღვარი შეგიძლიათ გახდეთ, შეგიძლიათ თამამად ჩაუდგეთ სათავეში სულიერ მოძრაობას, თქვენ თქვენს ნათელ კარმაზე ხომ რელიგიის მსახურთა კვალია დამჩნეული. სილამაზის აღქმის შესანიშნავი უნარი და კარგი გემოვნება ნებისმიერ სფეროში წარმატებებს მოგიტანთ, სადაც ჰარმონიის შეგრძნებაა საჭირო. თქვენგან კარგი ხელოვანი, მხატვარი, პოეტი და დიზაინერი დადგება, თუ რა თქმა უნდა სურვილი გექნათ. მშვენივრად გამოგივათ კრიტიკოსობაც ზემოთ ხსენებულ სფეროებში. საიდუმლოებების მისტიური მიწაც სიამოვნებით მიგიღებთ, რადგან კარგი წინათგრძნობა და მოვლენების წინასწარ განჭვრეტის ნიჭით ხართ დაჯილდოებული. ეზოთერიკაც თავისუფლად შეგიძლია სცადოთ. შესაძლოა ბავშვთა სახლების, მოხუცთა თავშესაფრის, ცხოველთა დაცვის ან მსგავსი ინსტიტუტების მფლობელობაზეც გიოცნებიათ, მაგრამ საერთოდ რომ არაფერ კავშირში არ იყოთ ამასთან, ხალხი მაინც მოგძებნით ,,აღსარების ჩასაბარებლად“, ცოდვების მოსაყოლად თუ თავიანთი უბედურების თქვენთან გასაზიარებლად. თქვენ ის ადამიანი ხართ ვისაც მართლა შეუძლია თანაგრძნობა და გასაჭირში დახმარების აღმოჩენა, მიუხედავად სიტუაციის სიმწვავისა.

ეცადეთ მეორე უკიდურესობაში არ გადავარდეთ. ფრთხილად იყავით ექსპლოატაციის მსხვერპლად არ იქცეთ. თქვენი ლმობიერება და გულმოწყალება მლიქვნელობაში არ უნდა გადაიზარდოს, თანაგრძნობა და პირმოთნეობა ერთმანეთში არ აგერიოთ.

ხართ ძალიან სენსიტიური ადამიანი და დიდ ძალას ფლობთ, იდუმალი სულიერი ძალების დიდი მფარველობა გაქვთ, მაგრამ თუ ამ ძალის ბოროტი საქმეებისთვის გამოყენებას შეეცდებით, მფარველობასაც გამოემშვიდობეთ. თქვენი ნათელი მხარე ვერ აიტანს უხეშობასა და აგრესიულ გარემოს. თუკი ძლიერი სელენა გეყოლებათ იუპიტერი და ვენერა (თევზების მფარველი პლანეტები) ყოველთვის მოგცემთ შესაძლებლობას გქონდეთ საკმარისი ფინანსური შემოსავალი, ავტორიტეტი და ბედნიერი სიყვარული. ამ ყველაფერს კი მხოლოდ მაშინ მოახერხებთ თუ შეინარჩუნებთ სულიერებას, კრეატიულობას, სიყვარულის უნარს, ქველმოქმედ ხასიათს და თავგანწირვას.

აუცილებელია თქვენი საცხოვრებელი და სამუშაო გარემო ჰარმონიაში იყოს თქვენს სულთან. ეს თქვენი ნათელი კარმის ხურჯინს თავს მოხსნის და საგრძნობლად გააუმჯობესებს თქვენს კრეატივს. მშვიდ და წყნარ გარემოში ყველაზე კარგად განიტვირთებით, მარტოობაში, ბუნებაში წყალთან ახლოს. ლოცვა მანტრა და მედიტაცია ძალების აღდგენის უძლიერეს იარაღად შეგიძლიათ ჩათვალოთ. ეცადეთ ბუნებასთან ახლოს იყოთ, სახლიც ნატურალური მასალით ნაგები თუ არა გაწყობილი მაინც გქონდეთ, ხის სახლში თუ არ ცხოვრობთ ხის ავეჯი მაინც გედგათ. დაიმახსოვრეთ რომ თქვენი მფარველი ანგელოზის ელემენტი წყალია, ახლოს იყავით მასთან, კარგი იქნება თუ სახლში აკვარიუმი გექნებათ.

მეწამული, იასამნისფერი, ვარდისფერი და ზღვისფერი თქვენს სელენას გახსნის.

მოამზადა დოჩი გოგოხიამ

ავტორი

მსგავსი ფოსტები

დატოვეთ კომენტარი