Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!
ასტროლოგიური მაღაზია

სელენა ვერძში

სელენათქვენი ნათელი კარმა, ანუ სელენა ვერძში
ეს მამაცი გმირის კარმაა, რომელმაც შესაძლოა თავი შესწირა სამშობლოს და საერთო მიზნებს და სავარაუდოდ, ახლაც ყოველთვის მზადაა ამისთვის. ისინი მამაცი და კეთილშობილი მეომრის სულს ფლობენ. იციან, როგორ დაიცვან ის, რაც წმიდათაწმინდაა მათთვის და სხვებსაც შთააგონებენ ამას.

ბუნებით ოპტიმისტებს, დაბადებით გააზრებული აქვთ სამყაროს მნიშვნელობა. ადვილად ივიწყებენ შეცდომებს და ადვილადვე იწყებენ ყველაფერს თავიდან. სწორედ ეს გამოცდილება დაგიცავთ ყველაზე მეტად ამ ინკარნაციაში.

ნუ დაკარგავთ მეომრისა და ოპტიმისტის სულს. სიმხდალეს, პასიურობასა და გულგრილობას, როცა ბრძოლა და კონფრონტაციაა საჭირო, შეუძლია შეასუსტოს მფარველი ანგელოზის ძალა და ვეღარ დაგიცვათ.

იცოდეთ, რომ განსაკუთრებულ სულიერ კავშირში ხართ ცეცხლთან და ნუ დაკარგავთ ამ კავშირს, ახლოს იყავით მასთან და პატივი ეცით, ნურასოდეს შეურაცხყოფთ, ნურასოდეს მიაფურთხებთ. დრო მონახეთ კოცონთან დასაჯდომად, ცეცხლი თქვენს კარმას წმენდს, სულს, ფიქრებს და ენერგიას. კარგია თუ სახლშიც გექნებათ ბუხარი. აქციეთ ცეცხლი თქვენს გურუდ. იპოვეთ სულში დანთებული პაწაწინა კოცონი და გააძლიერეთ.

შემოქმედთან სრულ ჰარმონიაში ხართ, თანდაყოლილი სიწმინდე შესაძლებლობას გაძლევთ ებრძოლოთ ცუდ ჩვევებსა და სულიერ თუ ენერგეტიკულ დაბინძურებას. სიმამაცე, სისუფთავე, პატიოსნება, ოპტიმიზმი, მხიარულება, უბრალოება და იუმორი – აი, რითია თქვენი დადებითი კარმის ტომარა სავსე. დააფასეთ და მოუფრთხილდით მათ. მიჰყევით სპორტს და აქტიურ ცხოვრებას ვერძი ხომ ყველაზე აქტიური ნიშანია.

გერმანია და ირლანდია – აი ვერძის ქვეყნები.

მოამზადა დოჩი გოგოხიამ

ავტორი

მსგავსი ფოსტები

  1. Maria Medici

    <3

  2. Chanel Chanel

    <3

დატოვეთ კომენტარი