სახლის აურა გასაწმენდია
შიში, ტკივილი, ბოღმა, ცუდი აზრები, არასასიამოვნო ფიქრები, უარყოფითი სიტყვები თუ ემოციები, გვინდა-არ გვინდა, ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია… სამყაროში, სადაც არასოდეს არაფერი იკარგება ყველაფერი მიზეზ-შედეგობრიობის ჯაჭვშია ჩაბმული და როგორც წესი, უარყოფითს უფრო მეტი უარყოფითი დადებითს კი მხოლოდ ნათელი და სასიხარულო მოაქვს ხოლმე… როგორ მოვიქცეთ, რომ ჩვენს ცხოვრებაში მხოლოდ მზიანი და ბედნიერი დღეები იყოს?
სხვა და სხვა წყარო ამისთვის სხვა და სხვა რჩევას მოგცემდათ, ჩვენი კი მხოლოდ ერთია: შეეცადეთ ყველა მოვლენაში მხოლოდ დადებითი მოძებნოთ და დახუჭოთ თვალი უარყოფითზე…
ამოიღეთ თქვენი ლექსიკონიდან სიტყვები: „არ შემიძლია!“, „ცუდად ვარ!“, „მიჭირს!“, „თავი მომიკვდეს!“, „ვაიმე!“, „არ მომწონს!“, „რას ვგავარ!“, „შენი ჭირი მე!“, „მტკივა!“, „მაწუხებს!“, „არ მიხდება!“, „არ მინდა!“…
შეძლებისდაგვარად, ჩაანაცვლეთ ისინი მათივე ანტონიმებით.
მაგალითად, იმის ნაცვლად რომ თქვათ „არ მიხდება ეს ქუდი!“ თქვით როგორი ქუდი მოგიხდებოდათ.
თუ არ გინდათ უშაქრო ჩაი, თქვით, რომ ჩაის შაქრით დალევდით და ა.შ…
გარდა ამ რჩევებისა, გასწავლით კიდევ ერთ მნიშვნელოვან რამეს, რაც ენერგეტიკული სისუფთავის შესანარჩუნებლად, მთელი ცხოვრების განმავლობაში გამოგადგებათ:
სხვებისგან, გარემოდან ან საკუთარი განწყობისგან შეძენილი უარყოფითი მუხტი, როგორც წესი, სულ თან დაგვყვება და ჩვენს აურასთან ერთად, იმ საცხოვრებელ თუ სამუშაო ადგილსაც აბინძურებს, სადაც მუდმივად გვიწევს ყოფნა…
ამიტომ, ნებისმიერი ბინა თუ ოფისი, პერიოდულად, ენერგეტიკულ გაწმენდას საჭიროებს…
დალაგებული და დასუფთავებული სახლის გაწმენდა განსაკუთრებით დადებით შედეგს მოუტანს თქვენს ოჯახს:
ბინის გასაწმენდად დაგჭირდებათ:
• საეკლესიო სანთლები
• საკმეველი
• ნახშირი
• ნაკურთხი წყალი
• მცირე ზომის ქსოვილი
პირველ რიგში, ყველა ოთახის, აბაზანა-ტუალეტის, ლოჯის, დერეფნისა და შემოსასვლელის ცენტრში დაანთეთ თითო საეკლესიო სანთელი.
აიღეთ ქილის თავსახური ან მსგავსი მეტალის ზედაპირი და დაანთეთ მასზე სანთელი.
აიღეთ ნახშირის ნატეხი, ფრთხილად მოუკიდეთ ცეცხლი, ხელი რომ არ დაგეწვათ და იმავე ზედაპირზე, მიუდეთ სანთელს გვერდით.
იქვე მოიმარაგეთ საკმევლის ნატეხები, რომლებსაც პერიოდულად დაადებთ ნახშირს.
სანთლიანი და საკმევლიანი ზედაპირით ხელში, დადექით თქვენი ბინის შემოსასვლელ კართან, და საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით გაუყევით კედელს სხვა ოთახებისკენ. პერიოდულად, ნახშირს დაამატეთ საკმეველი, ისე, რომ არ ჩაქრეს.
განსაკუთრებული ყურადღება შეაჩერეთ კუთხეებზე. შეჩერდით, მაქსიმალურად მთელ სიგრძეზე აატარეთ და ჩამოატარეთ საკმეველი.
კედელის გასწვრივ გაუყევით მთელ ბინას. საბოლოოდ, ისევ საწყის წერტილთან – შემოსასვლელის კართან უნდა მოხვდეთ.
შემდეგ, აიღეთ ნაკურთხი წყლით სავსე ჭურჭელი და მოასხურეთ წყალი ყველა კუთხეში.
ბოლოს, ნაკურთხ წყალში დასველებული ქსოვილით ჩამოწმინდეთ სარკეები, ასე შეძლებთ წაშალოთ უარყოფითი ინფორმაცია თქვენი სახლის „მეხსიერებიდან“.
სასურველია, სახლის გაწმენდის დაწყებამდე, მთავარ ანგელოზ მიქაელს და თქვენს მფარველ ანგელოზს სთხოვოთ დახმარება, წაიკითხოთ 90-ე ფსალმუნი და ილოცოთ როგორც გსურთ…
შეეცადეთ გაწმინდოთ სახლი თვეში ერთხელ მაინც და დააკვირდით რამდენად შეიცვლება თქვენი განწყობა, ცხოვრება და გარემო დადებითისკენ…
მოამზადა ანნა ბასტუკამ
2 Comments
დატოვეთ კომენტარი
You must be logged in to post a comment.
madlobaaaa
madloba