სახის კანის მოვლა მთვარის კალენდრის მიხედვით
მთვარის კალენდრის მიხედვით კანის მოვლის მარტივი წესების დაცვის შედეგად, გასაოცარ ეფექტს მიიღებთ. თუ მთვარის ფაზებში ერკვევით შეგიძლიათ ღამის მნათობის ჯადოსნური ძალის თქვენი მიზნებისთვის გამოყენება. ამისათვის აუცილებელია იქონიოთ დღიური, სადაც პროცედურები მთვარის კალენდრის მიხედვით გექნებათ წინასწარ გაწერილი. არ არის აუცილებელი პროცედურების ყოველდღე კეთება, საკმარისია ერთი-ორი პროცედურის ჩატარება მთვარის ყოველ მეოთხედიში, მითითებულ დღეებში (მთვარის ფაზებისა და დღეების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ მოიძიოთ ინტერნეტში, ან თუნდაც ჩვენს საიტზე). მაშ ასე:
სახის მოვლა ახალმთვარეობისას (მთვარის პირველი ფაზა)
ეს არის ე. წ. ,,მთვარიანი ზამთარი,,. ამ დროს ყველა პროცესი ნელდება, ეცემა ორგანიზმის აქტივობა. პირველი ფაზა იდეალურია სახის გაწმენდისთვის.
1-3 მთვარის დღე
ერთი ჭიქა ჭინჭრის ნახარშისგან გავაკეთოთ ყინულის კუბიკები და ამით ჩავიტაროთ სახის მსუბუქი მასაჟი დილაობით. ჭინჭარი ატონიზირებს მშრალ და დამჭკნარ კანს, ასევე არეგულირებს ცხიმოვანი ჯირკვლის მუშაობას, რაც უფრო საყურადღებოა ცხიმიანი კანისთვის.
მომატებული მგრძნობელობის დროს მიზანშეწონილია გვირილის ნახარშის გამოყენება.
4-5 მთვარის დღე
კარგი დროა პილინგისთვის.1 ს.კ. ზეითუნის ზეთს დავამატოთ თაფლი და ზღვის მარილი. წავისვათ სახეზე. პროცედურის ბოლოს გაიწმინდეთ სახე გვირილის ნაყენში დასველებული ბამბის ტამპონით.
6-7 მთვარის დღე
ეს დღეები შესანიშნავია ღრმა წმენდისთვის, მკვდარი უჯრედების მოსაშორებლად. 3 ს.კ. დაფქვილი შვრიის ბურღულს დავამატოთ ნუშის ან ზეითუნის ზეთი ისე, რომ მივიღოთ არაჟნის სისქის მასა. დაიტანეთ სახეზე და შეიზილეთ თითის ბალიშებით 5-10 წუთი. არ ჩამოიბანოთ სახე, შემდეგ გადაისვით 1 ს.კ. თაფლისა და 3 ს.კ. ვაშლის ან ფორთოხლის წვენის ნარევი (არც ეს ჩამოიბანოთ).
და ბოლოს, დაიდეთ კიდევ ერთი ნიღაბი (მესამე ფენა) – კეფირს (ან მაწონს) დავამატოთ რამდენიმე წვეთი ლიმონი და დავიტოვოთ ნიღაბი საბოლოო გაშრობამდე და შემდეგ ჩამოვიბანოთ გრილი წყლით.
ნათია ჩანგელიას კოსმეტოლოგიური კაბინეტი მთვარის ფაზების გათვალისწინებით მოგემსახურებათ
სახის მოვლა მთვარის მეორე ფაზაში (მზარდი მთვარის ფაზა)
მას ეწოდება ,,მთვარიანი გაზაფხული,,. ამ დროს ორგანიზმი იწყებს გაღვიძებას, ჰორმონალური და ნივთიერებათა ცვლა უფრო აქტიურად მიმდინარეობს. ამ დროს კანისთვის აუცილებელია კვება.
8-9 მთვარის დღე
მოსინჯეთ ხაჭოს ნიღაბი: 2 ს.კ. ხაჭო აურიეთ უმ კვერცხის გულში და წაისვით სახეზე და ყელზე. გაიჩერეთ 20 წთ. და ჩამოიბანეთ ჯერ თბილი და შემდეგ გრილი წყლით. პროცედურის შემდეგ დაიტენიანეთ სახე მინერალური წყლით.
10-12 მთვარის დღე
ამ დროს რეკომენდებულია ვიტამინების ნიღაბი, თუნდაც მარწყვის ან კიტრის. გამოდგება ასევე ნებისმიერი ბოსტნეული, ხილი და კენკრა.
დავსრისოთ რბილობი, დავამატოთ ცოტაოდენი თაფლი და გავიჩეროთ სახეზე 20 წთ. შემდეგ ჩამოვიბანოთ გრილი წყლით და წავისვათ მატონიზირებელი ლოსიონი.
12-14 მთვარის დღე
ამ დროს არ არის რეკომენდებული არც ნიღაბი და არც სახის გაწმენდა. ორგანიზმის აქტივობა იმდენად მაღალია, რომ ნებისმიერმა პროცედურამ შესაძლოა ალერგია ან გაღიზიანება გამოიწვიოს.
სახის მოვლა სავსემთვარეობისას (მთვარის მესამე ფაზა)
,,მთვარიანი ზაფხული,,.–მაქსიმალური ბიოლოგიური აქტიურობის პერიოდია. ამ დროს განსაკუთრებით კარგია სახის მოვლა ანტიოქსიდანტებით.
15-17-ე მთვარის დღე
ცნობილია, რომ თაფლი დიდი ოდენობით ანტიოქსიდანტებს შეიცავს, ამიტომ თაფლის ნიღბის რეცეპტი ასეთია: 2 ს.კ. თაფლი, 1 ს.კ. თავთავის (ან ზეითუნის) ზეთი, ნახევარი ჩ.კ. ლიმონის წვენი და 1 ამპულა ალოე (ან 1 ჩ.კ. ალოეს წვენი). კარგად გადაურიეთ და წაისვით სახეზე. გაიჩერეთ 20 წთ. და ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
თაფლის ნიღაბი – საუკეთესოა კანის დაბერების პროცესის პროფილაქტიკისთვის.
17-19 მთვარის დღე
თუ გსურთ, კიდევ უფრო ლამაზები იყოთ, მოსინჯეთ შავი ქლიავის ნახარშის წვენი, რომელსაც ძალიან კარგი ეფექტი აქვს. აიღეთ დოლბანდი (მარლა). ამოჭერით თვალების, სხვირისა და ტუჩებისთვის წრეები, დაასველეთ ქლიავის ნახარშში და დაიდეთ სახესა და ყელზე. ნახარშის წასმა ბამბითაც შეიძლება, მაგრამ დოლბანდის გამოყენება უფრო ეფექტური და მოსახერხებელია
(შეგიძლიათ კვერცხის გულით (თუ ცხიმიანი კანი გაქვთ მაშინ ცილით), 1.ჩ. კ. ლიმნით, 1 ჩ.კ. თაფლითა და 1-2 ს.კ. დაფრქვილი შვრიით დაამზადოთ ნიღაბი და ამავე წესით სახეზე დაიდოთ. ესეც ძალიან ეფექტურია).
19-21 მთვარის დღე
ამ პერიოდში მიეცით კანს დასვენების საშუალება. შეეცადეთ არ ჩაიტაროთ არც ერთი პროცედურა, რადგან ამან შესაძლოა კანის გაღიზიანება გამოიწვიოს.
სახის მოვლა მთვარის ბოლო მეოთხედში (კლებადი მთვარის ფაზა)
,,მთვარიანი შემოდგომა,,. შესანიშნავი დროა გამაახალგაზრდავებელი პროცედურებისთვის. ამ დროს შეგვძლია გავამყაროთ ის ეფექტი, რასაც მანმადე მივაღწიეთ.
22-24 მთვარის დღე
სასურველია მწვანე ჩაის ნიღაბი. მწვანე ჩაი – უნიკალური პროდუქტია, რომელიც ანთების საწინააღმდეგო და გამაახალგაზრდავებელი ეფექტით გამოირჩევა. შეგვიძლია ბამბის ტამპონით სახის გაწმენდა ან დოლბანდის მეშვეობით ნიღბის გაკეთება. ასევე, თუ სურვილი გაქვთ შეგიძლიათ შავი, ჩვეულებრივი ჩაის ფერითაც გაიწმინდოთ სახე.
ნათია ჩანგელიას კოსმეტოლოგიური კაბინეტი მთვარის ფაზების გათვალისწინებით მოგემსახურებათ
25-27 მთვარის დღე
შესანიშნავ ეფექტს მოგცემთ ბანანის გამაახალგაზრდავებელი და მკვებავი ნიღაბი. მარტივი რეცეპტია – დასრესილი ბანანი შევურიოთ ცხიმიან ნაღებს და სახეზე წავისვათ. გავიჩეროთ 15 წთ. და ჩამოვიბანოთ თბილი წყლით.
27-29 მთვარის დღე
მთვარის ციკლის დასასრული, ახალი მთვარის თვის დასაწყისი. ეს დრო ჩატარებული პროცედურების შედეგად მიღებული ეფექტის შენარჩუნებას დაუთმეთ. ამ დროს შეიძლება, მაგალითად საფუარის ნიღბის გაკეთება. კეფირს (ან მაწონს) შევურიოთ საფუარი და წავისვათ სახეზე, გავიჩეროთ 15 წთ. ჩამოვიბანოთ თბილი წყლით (ეს განსაკუთრებით კარგია მათთვის, ვისაც ფერიმჭამელები აქვს).
ეს არის ერთთვიანი კურსი. მიუხედავად იმისა, რომ ყოველდღიურად არ გვიწევს ნიღბების კეთება, ეფექტი – გასაოცარია! დარწმუნებული ვარ, შედეგით – ძალიან კმაყოფილი დარჩებით. სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ მომდევნო თვეებშიც გაიმეოროთ
მოამზადა თიკო ჩხაიძემ
ნათია ჩანგელიას კოსმეტოლოგიური კაბინეტი Astrologia.geს მკითხველს 50 %იანი სპეციალური ფასდაკლებით და მთვარის ფაზების გათვალისწინებით მოემსახურება
ვიზიტის დასაგეგმად დარეკეთ: 568 75 77 88
მის: ბუდაბეშტის ქ. 2 (გაგარინის მოედანზე)