საჭიროა თუ არა ,,ყრმის წკეპლის ცემით კივილი” – როგორ გავზარდოთ ბავშვი
,,რას მირტყამ, შენი გაზრდილი ვარ?“, – მხოლოდ ეს ერთი აფორიზმად ქცეული ქართული გამოთქმა ცხადყოფს, აბსოლუტურად ბუნებრივად რომ მიაჩნიათ ,,გამზრდელის“ მხრიდან ძალადობა ბავშვებს. ,,ნუ გენაღვლების სწავლაზედ ყრმის წკეპლით ცემით კივილიო“, – გვაიძულებდნენ გაგვეზუთხა სკოლაში და არა მარტო გაგვეზუთხა, საკონტროლო წერაშიც დაგვესაბუთებინა, რა სარგებლობა მოაქვს ჩვენ ცემას.
საქართველოს მოსახლეობის ნახევარზე მეტი ბავშვზე ძალადობას არათუ დასაშვებად მიიჩნევს, არამედ მიიჩნევს, რომ აღზრდის ძალადობრივი მეთოდები არაძალადობრივზე გაცილებით ეფექტურია კიდეც. ასეთია გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები (2013წ), თუმცა რადგან მშობლები შვილების მასობრივ ხოცვა-ჟლეტაზე არ გადასულან, არაფერი გაკეთებულა ამ საკითხში საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით.
ქალთა მიმართ ძალადობა ცუდი რომ არის, რომ გავიგეთ, კარგია, მაგრამ ცხოვრება ოჯახის შექმნით არ იწყება. ადამიანი პიროვნებად ბავშვობის ასაკში იწყებს ჩამოყალიბებას. ,,ბოროტი არ იბადება არადროს კაცი. მის გაბოროტებაში გამზდელი, მშობლები, თვითონ ჩვენა ვართ დამნაშავე >>>> გაგრძელება >>>>>