საფირონი
საფირონი მფლობელს ანიჭებს ერთგულებას, გონიერებას, თავმდაბლობას. მოაქვს ბედნიერება და სიყვრული. ის ეხმარება ადამიანს, ცხოვრებისეული მიზნების პოვნაში და ყველანაირი შიშებისა და დეპრესიის გადალახვაში. მოაქვს სულიერი კონფორტის შეგრძნება, აძლიერებს ვნებებს. საფირონი იცავს ღალატისაგან და ჭორებისაგან.
თავში დაურწმუნებელ ადამიანებს კი ანიჭებს სიმამაცეს. საფირონი ასხივებს კოსმოსის ძლიერ ენერგიებს. ეს მინერალალი უმაღესი სულიერებისაკენ მიმართავს მფლობელს და ლოცვის დროს შინაგან კონცენტრაციაში ეხმარება ადამიანებს. ამიტომაც ამ მინერალს ბერების ქვას უწოდენებ. საფირონი საკუთარ თავში ატარებს უარყოფით ენერგიას, წმინდავს და სუფთა ენერგიის სახით უბრუნებს პატრონს. ამიტომაც მედიტაციის დროსაც ხშირად გამოიყენება. საფირონი ენერგეტიკით შეესაბამება თევზების ზოდიაქოს ნიშანს და პირად რუკაში ამ ნიშნის თვისებების დადებითი კუთხით წარმოჩენის აუცილებლობის შემთხვევაში ძალიან კარგი იქნება ამ უძვირფასეს მინერალს თუ გამოიყენებთ.
ერთადერთი ზოდიაქოს ნიშნისთვის თხის რქისთვის არ არის რეკომენდირებული ეს მინერალი. კარგია სასწორებისთვის და ლომებისთვის, კიდევ უკეთესი კირჩხიბებისთვის და თევზებისთვის. კუროსთან გულგრილია ეს მინერალი და არაფერს მისცემს მას. თუმცა ნუ დაგვავიწყდება, მნიშნველობა ნაკლებად ენიჭება მინერალებთან ზოდიაქოს ნიშანს, მთავარია პირად რუკაში წამყვანი პლანეტები რომელი ზოდიაქოს ენერგიების განვითრებას გთხოვენ.
საფირონი ლითოთერაპიაში სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენება. მას იყენებენ თვალების სამკურნალოდ, უძილობისას, ზურგის ტკივილების მოსახსნელად, გაციების დროს, ბრონქიალური ასთმის, გულის დაავადებების, დიაბეტის, ღვიძლის დაავადებებისდა დაბალი არტერიული წნევის დროს.
რაც შეეხება ენერგეტიკული ცენტრებს – ჩაკრებს, მონაცრისფრო საფირონი დაკავშირებულია 6-ე ჩაკრასთან (მესამე თვალი- აჯნა). ცისფერი საფირონი 5-ე ჩაკრასთან (ხორხის ჩაკრა-ვიშუდჰა). მოყვითალო-ნარინჯისფერი საფირონს კი ჰარმონიაში მოჰყავს 2-ე ჩაკრა (ჭიპის ჩაკრა-სხვადჰისტანი) და 3-ე ჩაკრა (მზის წნული-მანიპურა).
მოამზადა თამო აქუბარდიამ
.