ასტროლოგიური მაღაზია

სატურნი პირველ სახლში

სატურნი მეორე სახლშიხალხისგან, რომელსაც სატურნი აქვს პირველ სახლში, ყოველთვის მოდის შეგრძნება ფსიქიკური სიმძიმისა, ან როგორც ხალხში იტყივან „ მიწიერი სიმძიმე”. ეს ადამიანები არიან თავშეკავებულნი, ჩაკეტილნი, განდეგილები, კონსერვატორულები, არ შეუძლიათ არაფრის მიღება მსუბუქად და ძალიან სერიოზულად ეკიდებიან ცხოვრებასა და პრობლემებს. მათი ფხიზელი გონება და განსჯის უნარი უარყოფს ზედმეტ ფუფუნებასა და ბრწყინვალებას, ზედმეტ გარეგნულ ეფექტებს. ეს მათთვის არ არის რაიმეში შეზღუდვა, ყველანაირი ზედმეტისა და არასაჭიროს უარყოფა მათი არსებობის შემადგენელი ნაწილია.

 ბევრ მათგანს აქვს სულიერი სიღრმე, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ეს ადამიანები ცნობენ მხოლოდ მატერიალურ ფასეულობებს და ისწრაფვიან მათკენ ადრეული ბავშვობიდან. დაგროვების პროცესი მიდის სასოწარკვეთილებამდე მისული შეუპოვრობით და ამ სფეროში ამჟღავნებენ ისინი უდიდეს შრომისმოყვარეობასა და მიზანსწრაფულობას.  თუმცა ისინი ამ თვისებებს  ამჟღავნებენ ყველა სფეროში. მიზანი ამ ადამიანებს აქვთ ერთი – სტაბილური, უსაფრთხო და უზრუნველყოფილი ცხოვრება და სიბერე. უმეტეს მათგანს აშინებს სიღარიბე, ცხოვრების სიმუხთლე ყველანაირ ვარიაციაში.

ხალხი სატურნით პირველ სახლში ვითარდებიან ნელა, თითქოს აგროვებენ ძალას, მაგრამ ფლობენ რა ძალიან დიდ მოთმინებასა და შრომისმოყვარეობას, ისინი თანმიმდევრულად და დარწმუნებით მაღლდებან სოციალურ კიბეზე. ყველა საქმეს ეკიდებიან სეროზულად და მანამ, სანამ დაიწყებენ მას, ყველაფერს კარგად დაგეგმავენ და გაიაზრებენ.

ხანდახან ხდება ისეც, რომ უმართლებთ, თუმცა ძირითადად ყველაფერს თავისით აღწევენ. მათი წარმატება არის შედეგი არა მხოლოდ ცხოვრებისეული სიბრძნის, ჭკუის, სიფრთხილისა თუ სიძუნწის, ასევე შეუპოვრობის, მდგრადობის, თვითდისციპლინის, თვითკონტროლის, საკუთარი თავის ფლობის, თანდაყოლილი გამჭრიახობის, ეშმაკობისა და მიღწეულით არ დაკმაყოფილების.

მათ აქვთ გამოკვეთილი პასუხისმგებლობისა და ვალდებულების გრძნობა. მათ ძალიან კარგად იციან საკუთარი შესაძლებლობები და უნარები, ამიტომ არასდროს ითხოვენ იმაზე მეტს, ვიდრე შეუძლიათ, ზუსტად ეს თვისება ეხმარებათ მათ აარჩიონ თავითვის საჭირო პროფესია.

მაგრამ მიუხედავად თავისი დამსახურებებისა, ისინი მაინც პესიმისტები არიან. დეპრესია მათთვის ჩვეულებრივი ამბავია, ისინი დაჯილდოვებულნი არიან ამით უკვე დაბადებიდან. მათ პერიოდულად ეუფლებათ მელანქოლიის, აპათიის, განურჩევლობისა და ენერგიისგან სრული გამოცლის პერიოდები.  ასეთ დროს ისინი იკეტებიან საკუთარ თავში და ეძებენ განმარტოებას. ეს მდებარეობა შეიძლება შემსუბუქდეს დადებითი ასპექტებით იუპიტერთან ან ვენერასთან.

სატურნი ამ სახლში შეიძლება მიუთითებდეს ბავშვობაში ან ახალგაზრდა წლებში მამასთან განშორებას. ეს არ ნიშნავს მამის სიკვდილს, ეს უფრო მამის სახლიდან წასვლაა, ეს შეიძლება იყოს როგორც მშობლების დაშორება, ასევე მამის დაპატიმრება ან სხვა მიზეზი.

პირველი ორი მესამედი ცხოვრებსა გადის აქტიურობაში, ინტენსიურ მუშაობაში, საზრუნავებში. ეს არის გამოცდილების დაგროვება, საკუთარი ძალების გაშლა, თვითგამორკვევა და თვითგანმტკიცება. ბოლო მესამედი ეს არის გამოყენება დაგროვებული გამმოცდილებისა და უზრუნველყოფილი სიბერე. თუკი სატურნი დაზიანებული არ არის, ეს შეიძლება მიუთითებდეს ხანგრძლივ და ნაყოფიერ ცხოვრებას.

პირველი სახლის სატურნის მფლობელები ჯანმრთელობით  ვერ დაიკვეხნიან, განსაკუთრებით მაშინ თუკი პლანეტა წყლის ნიშანშია. ხშირად ეს მდებარეობა მუთითებს ადრეულ ასაკში უბედური შემთხვევების, კატასტროფების, დაცემებისა და დაზიანების შესაძლებლობაზე. ასევე ეს მიუთითებს სხვადასხვანაირ წინააღმდეგობებზე, ფინანსურ სირთულეებზე მოწიფულ ასაკში.

დაზიანების შემთხვევაში–ეგოცენტრული, ხარბი, ცუდი მატერიალური მდგომარეობა, არაკონტაქტურობა, ცოტა მეგობრები. ძლიერ დაზიანების შემთხვევაში ხანმოკლე სიცოცხლე ან მუდმივი გრიპები, თავის ტკივილები, შეიძლება მიუთიტებდეს კრიზისზე სიცოცხლის ბოლო პერიოდში.

სატურნის ცუდი ასპექტაცია ცუდად მოქმედებს ყველაფერზე რაც ეხება პროფესიებს და სამსახურს, შეიძლება მიუთიტებდეს სამუშაოს ან თანამდებობის დაკარგვას.

უარყოფითი ასპექტები მარსთან ვერძის, კირჩხიბის, თხის რქის და თევზების ჰოროსკოპში ჰქონდათ ბევრ დიქტატორებს, ტირანებს და დესპოტებს.

 

ვერძის ნიშანში

საშუალო სიმაღლე, ტანი სუსტი, დიდი ძვლოვანი სისტემა. თმები წითური. პატარა თვალები.

ხასიათი საკმაოდ ემოციური. სწრაფად ღიზიანდებიან, ადვილად იღგზნებიან. თავისებურება, სითამამე, ძალიან დიდი თავდაჯერება, გადაწყვეტილების მიღების უნარი, საღი გონება, გამომგონებლური უნარი, აგრესიულობა. დიდი პატივმოყვარეობა და ძალაუფლების სიყვარული, ორგანიზატორული ნიჭი, მართვის უნარი, შრომის მოყვარეობა, შრომის დიდი უნარი. კარგი დიპლომატიური უნარები, შეუძლიათ საკუთარი თავი წარმოაჩინონ უკეთესი მხრიდან, და ძალიან კარგად მალავენ ხასიათის უარყოფით შტრიხებს. სიცოცხლის საფრთხე სატურნის ან მარსის წლებში. შესაძლებელია ქორწინება ქვრივთან. შესაძლებელია მატერიალური ქონების დაკარგვა 30–35 წლებში

 

კუროს ნიშანში

სიმაღლე – დაბალი.  ტანზე შესაძლებელია ჰქონდეს ფიზიკური ნაკლი. თმები მუქი ან წაბლისფერი. თვალები პატარა. კანი მუქი ან მონაცრისფრო.

გამძლეობა, სიმტკიცე, პედანტიზმი, პრაგმატულობა, პრაქტიკულობა, საფუძვლიანობა, და ასევე შენელებული  ხასიათი და ხანდახან მოუხერხებლობაც კი. პრინციპულობა, კონსერვატორულობა, ორთოდოქსალურობა, ფუნდამენტური ხასიათი, თუმცა ცდილობენ საქმეები გადაწყვიტონ დიპლომატიური გზით. განსაკუთრებული სიფრთხილე სჭირდებათ 9, 11, 14, 25 და 32 წლებში. არსებობს საშიშროება გაცივების თუ ინფექციური დაავადებების. არც თუ იშვიათად ამორალური ცხოვრების წესი, ძალადობრივი ქმედებებისკენ აქციებისკენ მიდრეკილება.

 

ტყუპების ნიშანში

სიმაღლე – საშუალოდან ზევით. სახე პატარა, ოვალური ან წაგრძელებული. თმები წაბლისფერი.  კრიტიკულ სიტუაციაში ეფექტურად მოქცევის უნარი, მახვილგონიერება, ეშმაკობა, გაორება, ნებისმიერ სიტუაციაზე თუ ადამიანზე მორგების უნარი. გამომგონებლობის ნიჭი, რაციონალიზაციის უნარი, კარგი კონცეტრაცია, მეცნიერებებისკენ მიდრეკილება. შეუძლიათ თავიანთი მოსაზრებები სხვებს მოახვიონ თავზე. გონება მართავს გრძნობებს.

 

კირჩხიბის ნიშანში

სიმაღლე – საშუალო. ფიგურა – თხელი. თმები მუქი ან წაბლისფერი. თვალები მონაცრისფრო–მწვანე ან ყავისფერი. შესაძლებელია ფიზიკური ნაკლი ან ფსიქიკური პრობლემები.

ჯიუტები, თავისებურები, ჭირვეულები, კონსერვატორები. ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ ოჯახურ ტრადიციებს. ერთის მხრივ–შრომისმოყვარეობა და მცდელობები, მეორეს მხრივ კი – არ ჰყოფნის შრომის უნარი, გამძლეობა, ძალიან ცვალებადი ხასიათი აქვს. ხშირად არის მომეტებული მიდრეკილება სიამოვნებების მიმართ, ხანდახან შესაძლებელია ამორალური ცხოვრების წესი. შესაძლებელია უბედური შემთხვევა, ძირითადად დაკავშირებული წყალთან.

 

ლომის ნიშანში

სიმაღლე – საშუალოდან ზევით. ტანი სუსტი, მაგარი. ფართე მხრები და მკერდი. თავი მრგვალი. მუქი ან წაბლისფერი თმები. მონაცრისფრო მწვანე ან ნათელი თვალები.

ხასიათი ტემპერამენტიანი, პატივმოყვარე და ძალაუფლებისკენ მიდრეკილი, ამბიციური, განსჯის კარგი უნარით, სტრატეგიული ჭკუა, მიმწოლი ენერგია მაგრამ მოუთმენლობა. ამ ადამიანებს არ უყვართ როცა ხვდებათ წინააღმდეგობები და გარე პირთა ჩარევები, არ უსმენენ უცხო ადამიანთა რჩევებს.

 

 

ქალწულის ნიშანში

სიმაღლე – საშუალოდან ზევით. ფიგურა მოხდენილი. სახე ოვალური, გაფითრებული ან მუქი ფერის. თმები წაბლისფერი. თვალები მომწვანო ნაცრისფერი ან მუქი.

ხასიათი პატივმოყვარე, მებრძოლი, ძალაუფლების მოყვარული. გონება მუდამ მართავს გრძნობებს. კეთილგონიერება, სიბრძნე, ძლიერი გამჭრიახობა, კონცეტრაციის უნარი, ცნობისმოყვარეობა. დიდი სულიერი ძალა, მაღალი ინტელექტი, მიდრეკილება სამეცნიერო თუ პედაგოგიური საქმიანობების მიმართ. ხელოვნების, განსაკუთრებით ლიტერატურის და პოეზიის სიყვარული.

ინტერესი ყველაფერი საიდუმლო და გამოურკვეველი. ამაღლებული იდეალისტური მისწრაფებები, სხვადასხვა უცნაურობები.

 

სასწორის ნიშანში

მაღალი, ფიგურა მოხდენილი, გრაციოზული, ლამაზი. სახე ლამაზი ნაკვთებით. მაღალი შუბლი, შესამჩნევი ცხვირი. ღია ან მოოქროსფერო თმები. ლურჯი თვალები.

მიზანსწრაფულობა, დამოუკიდებლობისკენ მისწრაფება, დამოუკიდებლობა, თვითდისციპლინა და თვითკონტროლი. ინტელექტუალური შესაძლებლობები, სამეცნიერო საქმიანობები. პროფესია დაკავშირებული იურისპრუდენციასთან, მედიცინასთან ან ხელოვნებასთან. ყველა ცხოვრებისეული და კულტურული ფასეულობები გამოიკვეთება მხოლოდ ინდივიდუალურ გემოვნების მიხედვით, საკუთარი აღქმით.

 

მორიელის ნიშანში

სიმაღლე არც თუ ისე მაღალი. ფიგურა სრული. თავი დიდი, სახის ლამაზი ნაკვთები. კისერი მოკლე და სქელი. ფართე მხრები და მკერდი. ხშირია არწივისებური ცხვირი. თვალები დიდი და გამომხატველი, გამჭრიახი მწველი მზერა.

ძლიერი ნება, რომელიც წინააღმდეგობებთან ერთად იზრდება, ძლიერი ცხოველური ინსტინქტი, ენერგია, შთაგონებისა და დარწმუნების ძალა. ფილოსოფიური გონება, გამჭრიახი. მიდრეკილება საიდუმლოებებისადმი. წარმატებები მეცნიერებასა და ხელოვნებაში. აუცილებელია იყოს ყურადღებიანი, როცა სატურნი უარყოფით ასპექტებს ქმნის მარსთან.

 

მშვილდოსნის ნიშანში

სიმაღლე – საშუალოდან ზევით. ფიგურა პროპორციული. ლამაზი გარეგნობა. სახე ოვალური, ლამაზი. თვალები ან მომწვანო მონაცრისფრო ან ლურჯი. თმები ნაცრისფერი ან ღია ფერის.

ფილოსოფიური ტვინი, ღრმა რელიგიური გრძნობები. მგრძნობიარეობა, შთაბეჭდილებების ქვეშ ადვილად ექცევა, თანაგრძნობის გაწევის დიდი უნარი, კეთილშობილება, დიდსულოვნება. სიყვარული მოგზაურობების და მივლინებების მიმართ. წარმატება მეცნიერებაში, რომელიც დაკავშირებულია პრაქტიკულ საქმიანობასთან და იმ სფეროებთან სადაც საჭიროა ორგანიზატორული ნიჭი, შეუძლია მართვა, ინტუიცია, გამჭრიახობა და შორსმხედველობა.

 

თხის რქის ნიშანში

დაბალი სიმაღლის, ფიგურა სუსტი. სახე წაგრძელებული, მონაცრისფრო ან მუქი ფერის. თმა მუქი თითქის შავი ფერის. თვალები თაფლისფერი.

ხასიათში გამოვლენილია ჭეშმარიტი სატურნისეული თვისებები: შეუპოვრობა, დაჟინებულობა, გამძლეობა, მოთმინება, საკუთარი თავის ფლობა, მიზანსწრაფულობა, თავდაჯერებულობა. ამბიციები კარგად ეთანხმებიან დიპლომატიურ უნარებს. შრომის მოყვარეობა და შრომისუნარიანობა დამოკიდებულია ჯანმრთელობაზე. შეიძლება ქონდეს ნივთიერებათა ცვლის დარღვევა.

მერწყულის ნიშანში

ტანი მაღალი, კარგად აწყობილი სხეული. დიდი თავი, სახე ლამაზი ნაკვთებით. მუქი ან შავი თმები. ნაცრისფერი ან მომწვანო თვალები.

ხასიათი თავაზიანი, სალმიანი, მეგობრული, კეთილისმსურველი, მზრუნველი. სხარტი, გამჭრიახი ჭკუის მქონე, გამომგონებლის ნიჭი, აქვს ორიგინალური აზრები და იდეები. შრომისმოყვარე, შრომისუნარიანი. მიდრეკილება მეცნიერებისკენ, ტექნიკისკენ, ხელოვნებისკენ. წარმატება სახელმწიფო სამსახურში ან პოლიტიკურ სივრცეში. ეს ერთგული მეგობარი და თანამოაზრეა. ღრმა მოაზროვნე და ჰუმანისტი.

თევზის ნიშანში

სიმაღლე დაბალი. თავის ზომა დიდი, სახე ოვალური, მუქი ან ფერმკრთალი. თმა მუქი წაბლისფერი თმები ან მუქი. თვალები ნაცრისფერი ან მომწვანო, ან ყავისფერი.

მგრძნობიარე ნატურა, ადვილად ექცევა შთაბეჭდილებების ქვეშ, ეძებს მშვიდობას, ჰარმონიასა და თანხმობას. დიდი სულიერი ძალა, თანამგრძნობი. ხშირად ფენომენალური უნარები, წინასწარმეტყველების ნიჭი. მიდრეკილება სხვადასხვა საიდუმლოებებისადმი. ოკულტური მეცნიერებებით დაკავება, ხალხური მედიცინისადმი, მკურნალობასთან.  ექიმის ან ფსიქოთერაპევტის პროფესია. შეიძლება ხშირად ჰქონდეს გრიპის ან ინფექციური დაავადებები, ფეხების ავადმყოფობა, ფსიქიკის გაღიზიანება.

სატურნის შეერთებები

მზესთან – რთული ბავშვობა, ბრძოლა არსებობისთვის, განშორება ერთ-ერთ მშობელთან;

მთვარესთან–ცუდი ურთიერთობა ქალებთან, განქორწინება, კომპანიონებთან დაშორება

მერკურთან– საღი აზროვნება, ლოგიკური მსჯელობის უნარი, წარმატებული საქმიანობები, განსაკუთრებით სამეცნიერო

ვენერასთან–ხშირად მწერლობის ან პოეზიის ნიჭი, პრობლემები სიყვარულსა და ქორწინებაში.

მარსთან–შესაძლებელია უბედური შემთხვევები  (თუ სხვა მაჩვენებლებიც არის რუქაში)

იუპიტერთან–დიდი ცხოვრებისეული სიბრძნე, შრომითი და შემოქმედებითი წარმატებები, მატერიალური წარმატებები, მაგრამ ბევრი რამ არის დამოკიდებული პლანეტების ასპექტაციაზე სხვა პლანეტებთან და სახლებთან.

ურანთან–საბედისწერო დარტყმები ცხოვრებისგან და ბედის შემობრუნებები, ცუდია ჯანმრთელობისთვის

ნეპტუნთან–შესაძლებელია სხვადასხვა ანომალიები, ფსიქონერვოზი, ძალადობრივი ან  მიზეზობრივი იზოლაცია;

პლუტონთან–უბედური შემთხვევის საშიშროება, კატასტროფა ან ძალადობრივი სიკვდილი (თუ სხვა მაჩვენებლებიც ამაზე მიუთითებენ)

სატურნის დადებითი ასპექტები

მზესთან – პატივმოყვარეობა, ძალაუფლების სიყვარული, მიზანსწრაფულობა

მთვარესთან–გონების აქტიურობა, კეთილგონიერება, სერიოზულობა, ორგანიზატორული ნიჭი

მერკურისთან–შრომისმოყვარეობა, შრომისუნარიანობა, პრაქტიკული გონება რომელიც დაკავშირებულია ინტელექტთან.

ვენერასთან–გულწრფელობა, მოკრძალებულობა, სიბრძნე, თავშეკავების უნარი, ხელოვნების სიყვარული, განსაკუთრებით პოეზიის და მუსიკისადმი

მარსთან–აქტიურობა, სულის სიმტკიცე, სითამამე, შემოქმედებითი სული

იუპიტერთან–კარგი ჯანმრთელობა, სტაბილური ფინანსური მდგომარეობა

ურანთან–ბრწყინვალე გონება, სულის სიძლიერე, გამჭრიახობა

ნეპტუნთან–შთაგონება, ინტერესი ოკულტურ მეცნიერებებთან

პლუტონთან–პატივმოყვარეობა, ძალაუფლების სიყვარული, შეუპოვრობა, გამჭრიახობა და შეუპოვრობა.

სატურნის უარყოფითი ასპექტები

მზესთან–ასუსტებს ჯანმრთელობას, განშორება მამასთან ახალგაზრდა ასაკში ან ნაადრევი სიკვდილი (განსაკუთრებული რუქის დროს, მხოლოდ სხვა მაჩვენებლების შემთხვევაში)

მთვარესთან– არ ჯერა საკუთარი თავის, მორიდებულია, ინტერესი აქვს საიდუმლოებებთან, განშორება დედასთან ან ფსიქიკური გადახრა

მერკურისთან– აქვს სარკაზმი, უხასიათოა, გაბოროტებული, შეიძლება ჰქონდეს ნერვული დაავადებები ან ფსიქიური გადახრები

ვენერასთან–უწესობა, ცხოვრების ამორალური წესისკენ მიდრეკილება

მარსთან–მომეტებული ძალაუფლების სიყვარული და აგრესიულობა, მიდრეკილება ძალადობისკენ, შესაძლებელია დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენა, უბედური შემთხვევები, ტრავმები ან რაიმე ფიზიკური დეფექტი

იუპიტერთან–შინაგანი წინააღმდეგობები, ხასიათის არასტაბილურობა, სულიერი მდგომარეობების გამუდმებული ცვლილებები

ურანთან–ფანატიზმი, კაპრიზები, უცნაურობები, ისტერიული ხასიათი, სიჯიუტე, ქალებთან შეიძლება მიუთითებდეს რთულ მშობიარობაზე.

ნეპტუნთან–ამორალური ცხოვრების წესი

პლუტონთან–მომეტებული ძალაუფლების სიყვარული, აგრესიულობა, მიდრეკილება ძალადობისკენ.

 ს. ვრონსკი

მოამზადა მერო -მერომ

ავტორი

მსგავსი ფოსტები

  1. Elene Endeladze

    saturni kuroshi myavs da araa martali :/ patara tvalebi ar maq da arc dabali var :d tumca chem megobarsac saturni kuroshi hyavs da isaa am tvisebebit daxasiatebuli

დატოვეთ კომენტარი