სატურნი – ორსულობის მეშვიდე თვე
მეშვიდე თვე სატურნის ზემოქმედების ქვეშ მიმდინარეობს. ეს ღრმა შინაგანი კონცენტრაციის თვეა, როდესაც სჯობს ჩაღრმავდეთ საკუთარ თავს და განმარტოვდეთ.
რაც შეიძლება ნაკლები ურთიერთობა იქონიეთ ადამიანებთან. თქვენში ღრმან შინაგანი სამუშაო მიმდინარეობს. ამ თვეში კიდევ ერთხელ შეეცადეთ უფრო ყურადღებით და შიგნიდან შეხედოთ საკუთარ თავს და დაუთმოთ დრო ფილოსოფიურ განსჯას, სახლის საქმეს, თქვენს გარემოს.
ამ თვეში ბავშვში შინაგანი სულიერი ღირებულებები, ცხოვრებისეული კრიტერიუმები ყალიბდება. ფორმირდება გონება და განსჯის უნარი. სიმტკიცე და მოთმინება, ამტანობა, შრომისუნარიანობა, წესრიგისკენ სწრაფვა.
შეეცადეთ გააძევოთ თქვენი არსებიდან მოწყენილობა და მარტოობის განცდა თორემ თქვენი პატარა შეიძლება დროზე ადრე დაიბადოს.
ამ თვეში ბავშვს მეტი სძინავს და არსებობს ნაადრევი მშობიარობის საშიშროება.
ამ პერიდში კარგად ვითარდება სმენა. ნაადრევად დაბადებულ ბავშვებს აკლიათ შინაგანი თავისუფლება სამყაროსგან და მაღალი კოსმიური სიყვარული. სწორედ ეს უკანასკნელნი ყალიბდება ფეხმძიმობის მერვე და მეცხრე თვეში.
ამიტომ, თუ ბავშვი ნაადრევად დაიბადება მაქსიმალურად შეეცადეთ შეუვსოთ დანაკლისი. და მისცეთ ის, რისი დაგროვებაც თქვენს წიაღში განვუთარებისას ვერ მოახერხა.