ასტროლოგიური მაღაზია

სატურნის ასპექტები

სატურნი მეორე სახლშისატურნი დისციპლინის და მძიმე შრომის პლანეტაა. ის ზღუდავს (ცდილობს ყოველ შემთხვევაში) ყველა პლანეტას, რომელსაც გაეკარება. თუკი კარგი ასპექტები აქვს და ახერხებთ იმ პლანეტის მოთხოვნების განმტკიცებას, რომელსაც ასპექტს უკეთებს, უხალისოდ მაგრამ მაინც იძლევა ჯილდოს, დაძაბული ასპექტებისას კი მისი ,,საქმიანობა“ გამჭვირვალეა ძალიან და ცხადი.

როცა მზესთან აქვს ასპექტები:

თუ ჰარმონიული ასპექტია, მიუთითებს, რომ ადამიანი პრაქტიკული, მოწესრიგებული და კონსერვატიულია, თუ დაძაბული – მაშინ მამასთან დაკავშირებული პრობლემების მანიშნებელია – 1. ის თქვენთან არ არის, დატვირთული სამუშაო გრაფიკის, განქორწინების, გარდაცვალების ან რაიმე სხვა მიზეზით, 2. თქვენთან არის, მაგრამ მარტოსული, მიუწვდომელი, გულცივი და ისეთი უგრძნობი ადამიანია, ვერც გრძნობთ მის ყოფნას, 3. თქვენთან არის, მაგრამ სულ ავადმყოფობს, ან 4. თქვენთან არის მაგრამ ძალიან მკაცრია, მომთხოვნი და დისციპლინის მოყვარული, რაც რა თქმა უნდა ძალიან დიდ როლს თამაშობს შემდგომში თქვენი ხასიათის თუ უხასიათობის ჩამოყალიბებაში.

შეერთების დროს ადამიანს თვითგამოხატვის კომპლექსი აქვს, განსაკუთრებით კი ახალგაზრდულ ასაკში. სავარაოდოა, რომ ადრეულ ასაკში მისი ბავშვური ეგოიზმის ჩახშობა მოხდა, ძალიან მტკივნეულად განიცადეს რომ რაც სურს, ყოველთვის იმას ვერ მიიღებს და ახლა საკუთარი ნების და პიროვნების ადეკვატურად გამოხატვა უჭირს. მუდმივად ცდილობს აკონტროლოს იმპულსები, არ მოსწონთ ყურადღების ცენტრში ყოფნა, თავს იტანჯავს ზედმეტი პასუხისმგებლობის გრძნობით და სხვების მიმართაც ასეთივე მომთხოვნია, რასაც სკეპტიციზმით, სარკაზმით და ცინიკოსობით გამოხატავს. არიან ძალიან სერიოზულები, მკაცრები და კონსერვატულები.

დაახლოებით იგივე პრობლემები დგას კვადრატისა და ოპოზიციის დროსაც. თავს უიღბლოებად და წარუმატებლებად გრძნობენ.განიცდიან გარშემომყოფების აზრს და უნდათ რომ ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურები იყვნენ, გარშემომყოფების პატივსაცემი პიროვნებები და როგორ წარმატებასაც არ უნდა მიაღწიონ, მაინც იმაზე ინერვიულებენ, მწვერვალზე აბიჯებისას ფეხი რომ წაუბორძიკდათ.

ნუ უყენებთ თავს ამხელა მოთხოვნებს. არავინ არ გაკვირდებათ მიკროსკოპით საკუთარი თავის გარდა. როცა თქვენს პროექტს საზოგადოება ტაშს უკრავსმ პატარა ხარვეზების გამო სირცხვილით დამწვარმა მიწის გახეთქვა და შიგ ჩატანა ინატროთ, სისულელეა. მოეშვით იმაზე ოცნებას, რომ შეგიძლიათ ოდესმე ვინმე შეუცდომელი შეიძლება იყოს, მათ შორის თქვენც. დაიმახსოვრეთ ამქვეყნად ორ რამეზე არ უნდა ინერვიულოთ : იმაზე რასაც ეშველება და იმაზე რასაც არ ეშველება!

მთვარესთან ასპექტები:

კარგ დედას გვაძლევს, მაგრამ მომთხოვნს, ემოციურად ჩაკეტილს და დისტანციურს. განსაკუთრებით დაძაბული ასპექტებისას. კარგია ეს პლანეტა შრომას რომ გაიძულებთ, მაგრამ საშინელებაა, ამას მხოლოდ მუდმივი წნეხის მეშვეობით რომ ახერხებს. თითქოს ვიღაც გადგათ თავზე და ჩაგძახით, რომ არაფერი გამოგივათ, რომ ზარმაცი ხართ და საკმარისს არ აკეთებთ, რომ არც არაფერი არ გეკუთვნით იმაზე მეტი, რაც გაქვთ, მაგაშიც კი გაგიმართლათ…. ნუ გელანდებათ ყველა ფეხის ნაბიჯზე კრახი! ცოტა იოლად შეხედეთ ყველაფერს. გამუდმებით უჩიჩინეთ საკუთარ თავს, რომ არაპრაქტიკულია უბედურად ყოფნა!

სატურნის მერკურთან ასპექტები სერიოზულ გონებას გვაძლევს, ზოგჯერ ზედმეტად სერიოზულს. ხანდახან შესაძლოა მენტალურად ცოტა ,,შენელებულიც“ გამოჩნდეთ, მაგრამ ეს უნიჭობის გამო – არა, უბრალოდ ძალიან გეშინიათ შეცდომების დაშვების. მერკური სატურნის ნებისმიერი ასპექტი გონებას აღრმავებს. ისინი ვერ იტანენ უმნიშვნელო საუბრებს უხერხული სიჩუმის დასარღვევად, ამიტომ ცოტა არასოციალურები ჩანან, თუმცა სინამდვილეში ეს ასე არ არის. უბრალოდ დროის კარგვა არ სურთ სისულელეებზე. დაძაბული ასპექტები დაღვრემილ და დეპრესიისკენ მიდრეკილ ადამიანებს ქმნის. ამის წამალი ერთია (როგორც სატურნის ნებისმიერი დაძაბული ასპექტისას), ზედმეტს ნუ ფიქრობთ, რაიმე სასარგებლო საქმის კეთებით დაკავდით.

ვენერასთან ასპექტებისას: თუკი დაძაბულია, ჰიპოგლიკემიის ასპექტად ითვლება (როგორც ვენერას ნებისმიერი დაძაბული ასპექტი მავნე პლანეტებთან – ურანთან, პლუტონთან..), სისხლში შაქარის შემცველობს დავარდნას უწყობს ხელს.( გადაამოწმეთ ექიმთან).

ადამიანები ვენერა სატურნის დაძაბული ასპექტებისას ორ ტიპად იყოფიან. პირველს გეგონებათ წარმატებაზე ალერგია აქვს, თავიდან იშორებს ნებისმიერ იღბლიან შემოთავაზებას, თითქოს ნაღვერდლები შეაჩეჩესო ხელში. მეორე ტიპი კი აღწევს წარმატებას, რომლის მსგავსი არც კი დასიზმრებია, მაგრამ ვერ ირგებს, არ სცალია ამით დასატკბობად. ბილ გეითსს აქვს ვენერა სატურნის შეერთება მორიელში (ექსტრემიზმის ნიშანში), რაც კიდევ უფრო დიდ დრაივს აძლევს. ოპრა უინფრის კვადრატი აქვს ამ ორ პლანეტას შორის, ვენერა კი მზესთან არის ახლოს, რაც მას შარმს აძლევს. მაგრამ არ შეცდეთ. სატურნი ორივე მათგანს კვადრატს უკეთებს, აქ ის არის ბოსი, მის დაკრულზე აცეკვებს ორივეს.

ვენერა სატურნის ადამიანებს კიდევ ერთი უცნაური ექსტრემისტული, განუსჯელი ლოიალობით გამოარჩევთ, დაახლოებით ასე – მე ვიცი რომ შენ გადაწვი ჩემი სახლი, დამიხოცე ოჯახი, მაგრამ 5 წლის წინ რომ სიკეთე გამიკეთე არ დამვიწყებია და ამიტომ გპატიობ ))) ნუ, ახლა ეს ცოტა გადაჭარბებულია, მაგრამ იდეას ხომ ხვდებით? ეს ხალხი ყოველგვარი მიზეზის გარეშე იტანჯება დანაშაულის შეგრძნებით. თუკი სადმე ვინმე რამეს აშავებს, თვითონ გრძნობენ პასუხისმგებლობას. ეცადეთ რომ გათავისუფლდეთ სულელური რწმენისგან, თითქოს ბევრი უნდა იტანჯოთ რომ მერე რაღაცით ტკბობა შეძლოთ.

სატურნის ასპექტები მარსთან;

ეს დაახლოებით მარსი თხის რქას მდგომარეობაა. ჰარმონიული ასპექტების მქონე ადამიანი ნაბიჯ- ნაბიჯ აუჩქარებლად მიიწევს მიზნისკენ, რაც საშუალებას აძლევს იაროს კიდევ კარგა ხანს მას შემდეგ, რაც ყველა დანარჩენი ღონეგამოცლილი გდია მიწაზე. ის საათობით ვარჯიშობს, წაქცევამდე შრომობს, სანამ სრულყოფილებას არ მიაღწევს. დაძაბული ასპექტებიც აკეთებენ ამას, მაგრამ ცოტა პრობლემები აქვთ. მარსი გაზს აჭერს, სატურნი მუხრუჭს, ავტომობილი წვალობს. მიდიხართ ჯაყჯაყით და ყოველ წუთს ჩერდებით იმის გადასამოწმებლად, რომ ყველაფერი რიგზეა. ყველაზე დიდი პრობლემა კი ის არის, რომ თუ არ გაჩერდებით და გადაამოწმებთ, შეიძლება მართლა ნაწილ-ნაწილ დაიშალოთ. თქვენ ვერასოდეს მოახერხებთ მოიჭრათ უკან დასახევი ყველა გზა, როცა სატურნი მარსის დაძაბული ასპექტები გაქვთ, იმიტომ რომ არასოდეს იცით როდის მოგიწევთ უკან დახევა. ქალები ამ ასპექტით სასტიკ კაცებს იზიდავენ.

სატურნის ასპექტი იუპიტერთან შეიძლება თამამად მოინათლოს, ,,ჯეკილი და ჰაიდის“ ასპექტად (სტივენსონის მოთხრობის მიხედვით, ადამიანი გაორებული პიროვნებით). ეს არამარტო ამ ასპექტის მქონე ადამიანის პრობლემაა, არამედ გარშემომყოფებისაც. წარმოიდგინეთ მასწავლებელი სატურნი იუპიტერის ოპოზიციით. ერთ დღეს თქვენ ლაბორატორიაში ზიხართ და ახალ ექსპერიმენტზე წერთ ანგარიშს, ის შემოდის და ყვირის: რას ზიხარ უსაქმურად, წერე თავისუფალ დროს, როცა ლაბორატორიაში ხარ, უნდა იმუშაო, გესმის? შრომა, შრომა და შრომა! მეორე დღეს, როცა ხედავთ, რომ მოდის დაუყოვნებლივ წამოხტებით და მუშაობას შეუდგებით, მოსალოდნელი კონფლიქტის თავიდან ასარიდებლად. ის კი – რამდენს მუშაობ, მოეშვი რა, წამო ერთი ხელი ჭადრაკი ვითამაშოთო – გეუბნებათ. აი, ეს არის იუპიტერისა და სატურნის კოალიცია. ერთი გათამამებთ, მეორე გზღუდავთ. იუპიტერი დროის სატარებლად გეპატიჟებათ, სატურნი მათრახით გადგათ თავზე და წელებზე ფეხის დადგმას გაიძულებთ. ამიტომ როცა დაძაბული ასპექტებია , განსაკუთრებით ოპოზიცია, ერთი უკიდურესობიდან მეორეში ვარდებით. ან თავს აკლავთ სამუშაოს, ან საერთოდ არ აკეთებთ არაფერს

ურანი სატურნის ასპექტები: ეს ორი პლანეტა რომ ადამიანები ყოფილიყვნენ ნამდვილად არ მოეწონებოდათ ერთმანეთი. სატურნი ძველს მართავს, ურანი ახალს, ერთი კონსერვატორია მეორე გამომგონებელი, ხალხის შოკირება უყვარს. რადგან ორივე ნელა მოძრაობს, მთელ თაობას აქვს ხოლმე ეს ასპექტი. დაძაბული ასპექტებისას ბავშვურ ტიპაჟებს ვიღებთ, ყურადღება მომაქციეთო რომ ყვირიან და რომელსაც არ უნდა მიუხედო მეორე მაშინვე წუწუნს იწყებს. ძალიანაც რომ ეცადონ ეს ადამიანები ყველაფერი წესრიგში ქონდეთ, ურანი მაინც შეუნთებთ ცეცხლს, ააფორიაქებთ, გააღიზიენებთ, მოაწყენთ და აიძულებთ ამ სიტუაციას გაექცნენ. მაგრამ თუკი ეცდებიან ინოვატორები გახდნენ, ორიგინალურად და განსხვავებულად იფიქრონ ახლა სატურნი დაიწყებს ბობოქრობას. ასე ორ ცეცხლშუა მდგარს მხოლოდ ერთი რამ დარჩენიათ – ორივეს სათანადო ყურადღება დაუთმონ. აკეთეთ რაიმე განსხვავებული, უჩვეულო მაგრამ პრაქტიკული და დისციპლინირებული გზით, ან კიდევ აკეთეთ რაიმე ძველმოდური და კონსერვატული, მაგრამ შეიტანეთ მასში რაიმე სიახლე – ორივე ბიძია კმაყოფილი დაგრჩებათ. თუკი ჰარმონიული ასპექტია, ეს კიდევ უფრო დაგეხმარებათ ამ ყველაფრის წარმატებით კეთებაში.

პლუტონთან სატურნის  ასპექტები ძალიან მძიმე ტვირთია, განსაკუთრებით ახალგაზრდობაში. ეს ნიშნავს, რომ სამეზობლოს ყველა ბავშვს შეუძლია იცელქოს შენ გარდა!. შენ აუცილებლად წაგასწრებენ და დაგსჯიან!.

სატურნის ასპექტები ამომავალ ნიშანთან, ასცედენტთან: ამომავალი ნიშანი როგორ იწყებთ რაიმეს, იმის სიგნიფიკატორია. თუ სატურნი მას გაეკარა რუკაზე, ფრთხილ და წინდახედულ ადამიანად გაქცევთ. მას ძალუძს ხელფეხი შეუკრას ყველაზე თავზეხელაღებულ ვერძსაც კი. დაძაბული ასპექტები ქორწინების გაჯანჯლებას და პარტნიორობაში დაბრკოლებებზე მიუთითებს. თუკი ,,ცუდ ბიძიას“ , სატურნს ასცედენტთან ცუდი ურთიერთობა აქვს, არ გირჩევთ მის პირველ მობრუნებამდე დაქორწინებას (როდესაც ჩვენ დაახლოებით სადღაც 28.5 წლის ასაკში ვართ, სატურნი ბრუნდება ნიშანში, რომელშიც ჩვენი დაბადების მომენტში იყო – ამ მოვლენას სატურნის დაბრუნებას უწოდებენ). ეს ასპექტები ძალიან გავს მეშვიდე სახლში სატურნის მდებარეობას. არსებობს საფრთხე, რომ 28 წლის ასაკამდე ქორწინება წარუმატებელი აღმოჩნდეს. სიყვარული ნელ-ნელა ფერმკრთალდება და ბოლოს აღარაფერი რჩება. უთხარით თქვენს სატრფოს, რომ სჯობს მოიცადოთ!

სატურნის ასპექტები ზენიტთან: ეს ბრწყინვალე ასპექტებია ბიზნესისთვის, თუნდაც დაძაბული იყოს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, სატურნი ორგანიზებულობის და პრაქტიკულობის პლანეტაა. ამიტომ ზენიტთან მისი კავშირი პროფესიონალებს ქმნის სფეროში, სადაც მძიმე შრომა, დეტალებისადმი ყურადღება და დისციპლინაა საჭირო, ექიმიდან დაწყებული მეცნიერით დამთავრებული. ბილ გეითსს ტრინი აქვს, მაგალითად. ჰარმონიული ასპექტები ზენიტთან მტკიცე, მაგრამ უინტერესო მშობლებს გვაძლევს, დაძაბული ასპექტები კი ზედმეტად დისტანციურს, გულჩახვეულს, თავდაჭერილს, მკაცრს… იზრდება შესაძლებლობა რომ ამ ასპექტის მქონე ადამიანს ერთ-ერთ მშობელთან ჰქონდეს ნაკლები შეხება ან ნაკლებად უყვარდეს, დაახლოებით ისე, როგორც მეოთხე სახლის სატურნისას (განქორწინების, სიკვდილის, განშორების, ზედმეტად დატვირთული სამუშაო გრაფიკის ან უბრალოდ ცივი და ჩაკეტილი ხასიათის გამო).

მოამზადა დოჩი გოგომ

ავტორი

მსგავსი ფოსტები