სასწორი – 2014 წლის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სასწორი
გაითვალისწინეთ, რომ პროგნოზი ეხება ზოდიაქოს ნიშნების ტიპიურ წარმომადგენლებს. რამდენად ხართ თქვენი ნიშნის ტიპიური წარმომადგენელი ამის დადგენა მხოლოდ პირადი რუკის შედგენის შედეგად, დაბადების ადგილისა და ზუსტი საათის გათვალისწინებითაა შესაძლებელი.
ზოგადი მიმოხილვა
2014 ლურჯი (ცისფერი) ხის ცხენის წელი საზოგადოებაში კუთვნილი ადგილის მოპოვების საშალებას მოგცემთ. თქვენზეა დამოკიდებული რამდენად მიზნობრივად გამოიყენებთ ამ შესაძლებლობას. იყავით თამამი ურთიერთობაში, განაახლეთ ძველი კავშირები, წამოწიეთ მივიწყებული პროექტები და მტკიცედ გადაწყვიტეთ რისი მიღება გსურთ ახალი 2014 წლისგან. გაანალიზეთ რომ თქვენი ზეგავლენის ქვეშ მოქცევა საკმაოდ მარტივია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გადაწყვეტილების მიღება გიწევთ და გააკონტროლეთ ეს ფაქტორი თქვენს ცხოვრებაში.
კარიერა
კარიერული ზრდის წელი გაქვთ. თუ მორალურად მზად ხართ, საგრძნობლად დიდი წარმატება გელით. მაქსიმალურად მოგეცემათ საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენის საშუალება. თავს ნუ დაზოგავთ. ყოველი ქმედება წინგადადგმული ნაბიჯი იქნება თქვენს პროფესიულ გზაზე. მნიშვნელოვანია დეტალურად დაგეგმოთ სამუშაო გრაფიკი და თანმიმდევრულად იმუშაოთ.
სიყვარული
კარგი იქნება თუ უარს იტყვით ვარდისფერ სათვალეზე და ცხოვრებას რეალურად შეხედავთ. ნუ ელით ცხენზე ამხედრებულ პრინცს ან სრულყოფილ ქალწულს, საოცარი ქვეყნიდან. ჩვენ რეალურ დროში ვცხოვრობთ და უნაკლო ადამიანები არ არსებობენ. მთავარი არის გადაწყვეტილებების მიღების დროს იყოთ მტკიცე საკუთარ არჩევანთან და საყვარელი ადამიანის ნაკლს როგორმე გაუმკლავდებით.
ფინანსები
კარგი პერიოდია ბიზნესის გაფართოებისთვის და ახალი იდეების განსახორციელებლად. ყველა კარი მარტივად გაიღება, როდესაც მიზანდასახულად შეეხებით სახელურს. ნუ იორჭოფებთ. წელს გრძელვადიანი პროექტების წამოწყებისთვის და ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის მოცემული შანსი არ უნდა გამოტოვოთ.
ჯანმრთელობა
მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული რამდენად უპრობლემო იქნება ეს წელი ჯანმრთელობის მხრივ. ნუ გამოცდით ბედს. თუ რამე გაწუხებთ აუცილებლად მიმართეთ ექიმს და არ დაზოგოთ ბიუჯეტი გამოსაჯანმრთელებლად. გახსოვდეთ, ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის რომ ჯანმრთელად და ბედნიერად ვიცხოვროთ და არა იმისთვის, რომ ჯანმრთელობა გავიფუჭოთ და ყოველდღიურ საქმიან გრაფიკს პირადი ბედნიერება შევწიროთ…
სულიერ სიმშვიდეს, და ფიზიკურ ჯანმრთელობას გისურვებთ.ბედნიერების, ხვავის, ბარაქის, წარმატებისა და სიყვარულის წელი გქონოდეთ! ყველა სიკეთის მომტანი სურვილი აგსრულებოდეთ, გეკეთებინოთ სიკეთე და არ მოგკლებოდეთ სამყაროს მხარდაჭერა!
პირადი ჰოროსკოპის შესადგენად გამოაგზავნეთ მონაცემები (სახელი გვარი, ტელეფონის ნომერი, დაბადების ადგილი, თარიღი, ზუსტი ან სავარაუდო დრო) ელ. მისამართზე piradihoroskopi@astrologia.ge
ჩვენ გადავცემთ ინფორმაციას ასტროლოგ ქეთი ვაწაძეს და დაგინიშნავთ პირად ვიზიტს, რომელიც დაახლოებით სამი საათი გაგრძელდება. შეხვედრის დასასრულს, გადმოგცემთ პირადი რუკის ინტერპეტაციის ბეჭდურ ვერსიასაც.
როგორც ჩვენი ჟურნალის მკითხველს, 50 %იანი საახალწლო ფასდათმობით მოგემსახურებით.
ბედნიერ შობა-ახალწელს გისურვებთ!
გაუზიარეთ ეს პოსტი მეგობრებს, Facebookის საშუალებით
ჩვენი მასალების სხვა საშუალებებით გავრცელება აკრძალულია!
თანამშრომლობისთვის დაგვიკავშირდით: 593 219 621 უკან
One Comment
დატოვეთ კომენტარი
You must be logged in to post a comment.
lamzira lomidze