სასწორი – 2012 წლის ზოგადი პროგნოზი
(24.09 – 23.10)
შავი დრაკონის წელიწადში ენაზე კბილის დაჭერა გმართებთ. შეიძლება ზედმეტი ლაპარაკის გამო ხშირად მოგიწიოთ თავის მართლება და იმის მტკიცება რომ არასწორად გაგიგეს და სინამდვილეში სულ სხვა რამე იგულისხმეთ.
გარდა ამისა, დიდი შანსია თქვენი ნალაპარაკები ისეთმა ადამიანებმა მოისმინონ ვინც თქვენსავე წინააღმდეგ, ბოროტად გამოიყენებენ ამ ინფორმაციას.
ნაკლები ლაპარაკის შემთხვევაში თქვენ უფრო მეტს გაიგებთ სხვებისგან. გამოიყენეთ 2012 საკუთარი მეტყველების და გადმოცემის უნარის დასახვეწად.
დრაკონის წელი თქვენი პირადი ცხოვრებისთვის უამრავ ახალ და საინტერესო ამბავს გპირდებათ.
უკვე დიდი ხნის პარტნიორთანაც კი შესაძლებელია განახლდეს და თავიდან აენთოს ინტერესისა და ვნების ცეცხლი. ამისთვის არანაირი ძალისხმევის გაწევა არ დაგჭირდებათ. ყველაფერი თავისთავად მოხდება. მთავარია მიყვეთ გრძნობებს.
წინ ჩამთრევი და ემოციური რომანების წელი გაქვთ. შესაძლებელია სრულიად მოულოდნელი ტიპის პარტნიორი გაიჩინოთ, უცხო საზოგადოებიდან.
წელს აქტიური ცხოვრება გელით . საინტერესო და ფერადი მოვლენებით, სამეგობრო წრეში. თქვენი ახლობლების ცხოვრებაში მნიშნელოვანი როლის შესრულება მოგიწევთ. ვიღაცას დაეხმარებით, ვიღაცას შეცვლით, ვიღაცას გვერდში სხვანაირად დაუდგებით.
საინტერესოა იმის ალბათობა, რომ ერთსადაიმავე ადამიანს თქვენი გვერდში ყოფნა წლის განმავლობაში, შეიძლება არა ერთხელ დასჭირდეს. მთელი გულით და არსებით მიუძღვენით თავი ამ ამბავს, მაგრამ საკუთარი თავი მეორე პლანზე არ გადაიყვანოთ.
ყველას ჩვენი ბედი და ცხოვრება გვაქვს. ერთმანეთს შეგვიძლია მხოლოდ დავეხმაროთ ვერანაირად ვერ ვიცხოვრებთ სხვების ნაცვლად .
2012 წელს ყურადღებით იყავით მოგზაურობისას და მგზავრობისას. გამგზავრებამდე სათითაოდ შეამოწმეთ ყველა საბუთი, ბარგის და ტრანსპორტის უსაფრთხოება. შესაძლებელია ვადებთან დაკავშირებული პრობლემებიც შეიქმნას, ამიტომ წინდახედულად მოიქეცით და დროზე ადრე დაჯავშნეთ ბილეთები.
წინდახედულობა ნამდვილად დაგიცავთ ყველანაირი ხიფათისგან. ეცადეთ მუდამ ჰარმონიული გარემო გქონდეთ მაშინ დრაკონის ეს წელი უამრავი სიკეთის მომტანი იქნება თქვენთვის.
გაითვალისწინეთ, რომ პროგნოზი ეხება სასწორის ნიშნის ტიპიურ წარმომადგენლებს. რამდენად ხართ თქვენი ნიშნის ტიპიური წარმომადგენელი ამის დადგენა მხოლოდ პირადი რუკის შედგენის შედეგად, დაბადების ადგილისა და ზუსტი საათის გათვალისწინებითაა შესაძლებელი.