სასწორი – კვების რაციონი
სასწორი უპირატესობას ანიჭებს აღმგზნებ პროდუქტებს, როგორიცაა ნაღები, ავოკადო, შებოლილი ორაგული…
ცდილობს გასინჯოს ყველაფერი რასაც სთავაზობენ, შედეგად კი ჭამს იმაზე მეტს, ვიდრე აპირებდა.
ხშირად გტკივათ წელი, აუცილებლად გჭირდებათ ფორმის აღდგენა, მაგრამ სპორტული შეჯიბრებებისას მაყურებლის როლში ყოფნა გჩვევიათ და ვერაფრით აიძულებთ თავს დივანიდან წამოდგეთ.
გთავაზობთ კვების რაციონს, რომლის მეშვეობითაც, ყოველდღიურად, არაუმეტეს 1500 კილო კალორიას მიიღებთ. რაც დაგეხმარებათ შიმიშილის გრძნობის განცდის გარეშე თანმიმდევრულად დაიკლოთ წონაში.
საუზმე (შეარჩიეთ ერთი ვარიანტი):
1. 1 ნაჭერი ტოსტი, 1 დაქუცმაცებული ბანანი კარიცითა და 2 ს.კ გახეხილი რბილი ყველით, ნახევარი ჭიქა ფორთოხლის წვენი.
2. ათქვეფილი სასმელი მომზადებული 1 ჭიქა უცხიმო ხილის იოგურტისა და 1 ანანასის წვენისგან, 1 კვერცხი, გემოვნებით მუსკატის კაკალი.
სადილი (შეარჩიეთ ერთი ვარიანტი):
1. 1 ფუნთუშა, ვაშლი ან ფორთოხალი და ერთ-ერთი შემდეგი დამატება: 50 გრ შებოლილი ირაგული ლიმონის წვენით; 2 ს.კ ლობიო ანანასის ნაჭრებით; 50 გრ უცხიმო ლორი ან ქათამი;
2. 2 ტოსტი, 125 გრ მოხარშული ლობიო ან სპაგეტი; მოთუშული პომიდორი; მწვანე ბოსტნეულის სალათა; 1 პატარა ბანანი;
ვახშამი (შეარჩიეთ ერთი ვარიანტი)
1. 1 ნაჭერი ნესვი, გრილზე შემწვარი 75 გრ უცხიმო ხორცი ან 125 გრ თევზი; 250 გრ მოხარშული კარტოფილი 2 სუფრის კოვზ გახეხილ ყველთან ერთად და 25 გრ. ყველი
2. გრილზე მომზადებული 250 გრ კანგაცლილი ქათმის ხორცი; მწვანე ლობიო, ყვავილოვანი კომბოსტო, სტაფილო, შემწვარი ვაშლი 3 ს.კ ბურბუშელასთან რთად;