სასწორი ბოსი
სასწორ ბოსს კაბინეტში იშვიათად იხილავთ, იგი გამუდმებით ყველაფრის დაბალანსების მცდელობაშია და მხოლოდ დრო და დრო მიაშურებს ხოლმე კაბინეტს.
სასწორ უფროსებს ერთი განსაკუთრებული თვისება აქვთ, მშვიდები და ამავდროულად ძალიან აქტიურები არიან,, თითქოს შენელებული კადრიაო. უმრავლესობას ლაპარაკი უყვარს და ეხერხება, თანაც საოცარი დამაჯერებლობა აქვთ, თუმცა მოსმენას უფრო ამჯობინებენ და შეფასებას ვიდრე საკუთარი აზრების თავს მოხვევას, რაც ძალიან სასარგებლოა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებისას. იგი ყველას აზრს ითვალისწინებს, მისი მოადგილიდან დაწყებული დარაჯით დამთავრებული. მას აინტერესებს რას ფიქრობს ამ საკითხზე მისი ცოლი და ადვოკატიც. მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას, რადგან პასუხისმგებლობის ეშინია და თუკი რაიმემ არ გაამართლა, თავს დაიმშვიდებს, ეს ჩემი კი არა სხვისი აზრი იყოო, შესაბამისად ბრალიც მისიაო.
თუკი სასწორმა გონებისა და ემოციების ჰარმონიას მიაღწია, მასთან მუშაობა ძალიან სასიამოვნო ხდება. მისი კაბინეტი ყოველთვის მშვიდ და დახვეწილ ფერებშია გაწყობილი და წყნარ მუსიკას უსმენს. მუსიკა მასზე დამამშვიდებლად მოქმედებს.
სასწორს უფროსებში ქალები უფრო ჭარბობენ და უნდა აღინიშნოს რომ ამ ზოდიაქოს ნიშნის ქალები უფრო მკაცრები, დისციპლინის მოყვარულები და მომთხოვნები გახლავთ, ვიდრე მამაკაცები.
სასწორი უფროსები ასევე ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ შესვენებას და ამ დროს არა მარტო გემრიელად სადილობენ, ცდილობენ საქმესაც მოწყდნენ და დრო სასიამოვნოდ გაატარონ.
ფულთან მიმართებაშიც ვერ გაიგებ, ხან ძუნწობენ და ხან სანტა კლაუსებად მოგვევლინებიან.
და ბოლოს ხანდახან სასწორებს ძალიან უყვართ ხელქვეითების სახლში მიპატიჟება და ეცადეთ ხმამაღალი სიცილით, ვულგარული მანერებითა და აგრესიული ლაპარაკით თქვენზე წარმოდგენას ნუ დაუკარგავთ. მისთვის მთავარი სილამაზე და ჰარმონიაა და თუი ამის შექმნას მოახერხებთ, ბოსთან პრობლემები არ გექნებათ.
ლინდა გუდმენი