სარდონიქსი იღბლის მოსაზიდად
აღმოსავლეთში სარდონიქსს წარმატების და იღბლის მოზიდვის მინერალად მიიჩნევენ, ევროპაში კი ეს ქვა სიმბოლიზირდება ძლიერებასთან, სიცოცხლის სიყვარულთან და ბედნიერ ქორწინებასთან. ის თავის მფლობელში აძლიერებს საკუთარ ძალებში რწმენას და ეხმარება უკეთ გაუგოს მის გარშემო არსებულ სამყაროს. სარდონიქსის სხვადასხვა დამცვავი ფიგურები გამოიყენება ბნელი ძალებისგან დასაცავად და ასევე მოგზაურობისას ყველანაირი განსაცდელისაგან იცავს მფლობელს.
ეს მინერალი მოგზაურების თილისმად ითვლება, ასევე ფილოსოფოსებისთვის და ყველა იმ ადამიანისთვის არის, ვისაც სამყაროსთან სრულ ჰარმონიაში უნდა ყოფნა.
თუ სარდონიქსის მცირედ ბურთს იქონიებთ სახლში, ეს ქორწინებას გაამყარებს, ღალატისგან დაიცავს ოჯახს და მატერიალურ წარმატებასაც მოიზიდავს.
სარდონიქსი ასევე რელიგიის ქვაა, იდეოლოგიის, ინფორმაციის და მეცნიერების. მაგიაში სარდონიქსს იყენებენ ასტრალში მოგზაურობის და ნათელხივის ძალის გასაძლიერებლად. ეს მინერალი ადამიანს სიმამაცეს, განახლებას, ეფექტურობას, სიცოცხლისუნრიანობას და თვითკონტროლის უნარს ანიჭებს. სიცრუისგან და ღალატისგან იცავს.
რაც შეეხება ასტროლოგიას.
ეს მინერალი შეესაბამება მშვილდოსნის, მერწყულის და ტყუპების ზოდიაქოს ნიშნებს. ასევე კარგია ქალწულებისთვის და ვერძებისთვის. ვისც კი ეს ნიშნები პირად რუკაში დადებითი კუთხით აქვთ წარმოდგენილი, მათ დადებითი პოტენციალის გამოვლენაში და წარმატების მიღწევაში ნამდვილად დაეხმარება.
სამკურნალო თვისებები.
ლითოთერაპიაში ამ მინერალით მკურნალობენ სხვადასხვა დაავადებებს. მას იყენებენ,
ფილტვების ანთების, საჭმლის მომნელებელი სისტემის დარღვევების, ნაღვლის ბუშტის პრობლემების დროს. ასევე ჭრილობების შესახორცებლად, ძვლების მოტეხილობების სამკურნალოდ. ეს მინერალი ქალებს ეხმარება უშვილობი მკურნალობაში და დაფეხმძიმებას უწყობს ხელს.
რაც შეეხება ენერგეტიკულ ცენტრებს ჩაკრებს. ეს მინერალი მეორე ჩაკრაძე- ფუძის ჩაკრაზე და მესამე ჩაკრაზე – მზის წნულზე დადებითად მოქმედებს.
სტიქიები, ცეცხლი და მიწა.
პლანეტა ურანი.
მოამზადა თამო აქუბარდიამ
One Comment
დატოვეთ კომენტარი
You must be logged in to post a comment.
საქართველოში ასეთი ქვების შეძენა სადაა შესაძლებელი?