სამყაროს მოწყობის კვანტური თეორია
,,წარმოსახვა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ცოდნა”
აინშტაინი
,,ორი ათასი, ხუთი ათასი წლის წინ, ჯერ კიდევ არ არსებობდა სიტყვა ,,წარმოსახვა“ და სიტყვა ,,რწმენა“ საუკეთესო იყო, რისი შეთავაზებაც მესიებმა შეძლეს თავის მიმდევრებისთვის.” – ასე უხსნის თანამედროვე მესია რიჩარდ ბახს იმ ილუზიებს, რომელშიც ვცხოვრობთ. ის ყველაფერი რაც ეზოთერიკის და რწმენების სფეროში რჩებოდა, ნელ-ნელა მეცნიერების განსჯის საგანი გახდა და ცოდნას + ფანტაზიით შესანიშნავ თეორიებს მივიღებ. ერთ-ერთი ასეთი საინტერესო თეორიაა სამყაროს მოწყობის კვანტური თეორია, რომლის მიხედვითაც ჩვენს ირგვლივ არსებული მატერიალური სამყარო მთელი თავისი ტრაგედიებითა და კომედიებით ჩვენი ფანტაზიის ნაყოფია მხოლოდ. მოკლედ, ჩვენი აღქმები განსაზღვრავს იმ რეალობას, რომელშიც ვცხოვრობთ.
მარტივად რომ ვთქვათ, დაკვირვების აქტი ქმნადობის აქტია. დაკვირვება ეს არ არის მხოლოდ საგნის ყურება, ჩვენ უბრალოდ ვახდენთ აზრების პროექციას იმ საგანთან დაკავშირებით, რასაც ვუყურებთ. ეს პროექცია ფუნქციონირებს ჩვენივე კარნახით. როდესაც ვაკვირდებით რაიმეს, მაშინვე ვიწყებთ რაღაცის ვარაუდს და ეს ვარაუდი, როგორც წესი, იკვებება ჩვენივე შეხედულებებით და რწმენებით. ამგვარად დაკვირვება ეფუძნება შინაგან რწმენებს.
კვანტურ დონეზე რეალობის აღქმა ხდება დამკვირვებლის ვარაუდებით, მთელი სამყარო სწორედ ამ ფორმით განისაზღვრება ჩვენთვის. ქვეცნობიერი აზრები წარმოადგენს სუბატომური ნაწილაკების ექვივალენტს. ჩვენ საქმე არ გვაქვს ფიზიკურ რეალობასთან, როგორც ეს ჩვენ გვეჩვენება მაკროსკოპიულ დონეზე, მიკროსკოპიულ დონეზე ეს ყველაფერი არის ენერგია და ინფორმაცია >>>> გაგრძელება >>>>>