სამყაროსეული დასუფთავება დაიწყო!
შეიძლება ითქვას, 2 მარტიდან 25 ივლისამდე სამყაროში გენერალური დასუფთავების პერიოდი იქნება.ანუ იწყება რეტროგრადული სატურნის პერიოდი.
ამ პერიოდში ვუშვებთ ჩვენი ცხოვრებიდან ყველაფერ ძველს. სამყარო მოგვიწოდებს, გავუმკლავდეთ დაგროვებულ პრობლებებს და ხელახლა გავაანალიზოთ ჩვენს მიერ განვლილი გზა. დავუფიქრდეთ შეცდომებს და ამ შეცდომებზე ვისწავლოთ.
სატურნი ანგრევს ყველა არასწორად გაკეთებულ საქმეს, აზრს თუ ქმედებას. ინგრევა ის, რაც ტყუილით და არაწსორი ქმედებითაა მოპოვებული. უკან სვლა ართმევს ადამიანს დიდ ენერგიას, რის გამოც ამ პერიოდში იმატებს დაძაბულობა და გაღიზიანება. თუ ხვდებით, რომ რაღაც არ გამოდის სჯობს დანებდეთ, მაგრამ ამ შემთხვევაში დანებება დამარცხებას არ ნიშნავს! პირიქით! ეს შეიძლება ერთადერთი სწორი გადაწყვეტილებაც კი იყოს მოცემულ სიტუაციაში. სატურნი დიდი კოსმიური მასწავლებელია,რომელიც მოთმინებას და გამძლეობას გვასწავლის.
სატურნი გვისვამს კითხვას: ეს ნამდვილად გვჭირდება, თუ ღირს, რომ მოგვაშოროს თავიდან? სატურნი ამ პერიოდში არის როგორც ,,უნივერსალური ქარი”, რომელსაც მიაქვს ყველაფერი არასაჭირო ჩვენი ცხოვრებიდან და გვიწყობს გენერალურ დასუფთავებას ყველა სფეროში (როგორც პირადში ცხოვრებაში, ასევე სხვა სფეროებშიც).
თუ თქვენ პრობლემები გაქვთ საყვარელ ადამიანებთან – დროა გაერკვეთ ურთიერთობებში. თითეული ადამიანი იკეტებასა კუთარ თავში, ან გაუთავებელი კომფლიქტები აქვს. თუ არ გინდათ თქვენი ურთიერთობა ,,სასამართლო დარბაზს” დაემსგავსოს, სადაც განიხილავენ თქვენს თითეულ საქციელს, კარგად დაფიქრდით და ჰკითხეთ საკუთარ თავს: ,ყოველთვის იყავით თუ არა მართალი?” გაათავისუფლეთ გული და გონება უარყოფითი ემოციებისგან, მიუტევეთ და აპატიეთ შეცდობემი და თავადვე მიხვდებით გინდათ ისევ ამ ადამიანთან, თუ ახალი ცხოვრების დაწყება გსურთ? მთავარია, პრობლემებს არ გაექცეთ და მოუგვარებელი არ დატოვოთ,თორემ ყოველი მიტოვებული საქმე, დაუმთავრებელი და აუხსნელი ურთიერთობა აუცილებლად შეგახსენებთ თავს, და კიდევ უფრო გართულებულად, რომლის გადალახვა მეტ ენერგიას და წლებს წაგართმევთ. მოაგვარეთ პრობლემები დღეს და სახვალიოდ ნუ გადადებთ.
დისციპლინა და სამართლიანობა განსაკუთრებით იჩენს თავს.. თითეულ ადამიანს გაორმაგებით მოგვიწევს დაფიქრება ყოველ ჩვენს მიერ წარმოთქმულ სიტყვაზე, საქციელზე და ქმედებებზე. ყველაფერი ეს მეტად რთული შესასრულებელი იქნება, მაგრამ საბოლოოდ ეს ყველაფერი ჩვენთვისვე სასიკეთოდ ხდება, რათა მეტად ძლიერები, მობილიზებულები და ამტანები გავხდეთ, მეტად გავიზარდოთ და განვითარდეთ.
არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჩავარდეთ დეპრესიაში და პრობლემების მიუხედავად გავაგრძელოთ წინ სვლა. არ გავექცეთ პასუხისმგებლობას. ვიყოთ სამართლიანები და ასევე მოგვექცევიან სხვებიც.
სამყარო ბუმერანგივით გვიბრუნებს ყველა შეცდომას და ყველას სიკეთეს.
გაუღეთ კარი ნათელ მომავალს, რადგან ამ პერიოდის ჩავლის შემდეგ თითეული ადამიანი უნდა აგრძელებდეს ცხოვრებას ნათელი გონებით, ახალი ძალებით და რესურსებით, რომელსაც სამყარო აძლევს ყველა იმ ადამიანს, რომელმაც გამოასწორა და მოაგვარა მის წინაშე დაგროვილი პრობლემები. იყავით მართლები საკუთარ თავთანაც და სხვა ადამიანებთანაც.
მოამზადა თიკო ჩხაიძემ
პირადი ჰოროსკოპის შესადგენად მოგვწერეთ: piradihoroskopi@astrologia.ge