საინტერესო ფაქტები ასტროლოგიის ისტორიიდან
მას შემდეგ რაც ადამიანები სულ უფრო მეტი და მეტი ინტერესით შესცქეროდნენ ცას,იმ იმედით, რომ მიიღებდნენ უფრო ღრმა და ამომწურავ პასუხებს მათ კითხვებზე, ასტროლოგიამ დაიკავა საკმაოდ დიდი ადგილი ბევრი ადამიანის ცხოვრებაში. ის ფაქტი, რომ ადამიანებს შეუძლიათ მოიპოვონ პასუხები სხვადასხვა კულტურის და არა მარტო მის შესახებ მიუთითებს ასტროლოგიის უნივერსალურობაზე.
ვიცით, რომ ასტროლოგიის განვითარება დაიწყო ერთი ნახევარსფეროს ერთი წერტილიდან და მოიცვა მთელი დედამიწა, რაღათქმა უნდა სხვადასხვაგვარად იყენებდნენ, ერთნი მხოლოდ კანონის და სასჯელების მზომად, მეორენი სიყვარულისა და სულიერების, ხოლო სხვანი მშვიდობის, ომის შიმშილის და სხვა მრავლის საზომად. მოცემულია რამოდენიმე საინტერესო ფაქტი ასტროლოგიის ისტორიიდან.
ასტროლოგიის წარმომავლობად იგულისხმება ძველი ბაბილონელები ქრისტეს შობამდე 2 საუკუნით ადრე. მათ აიღეს ციური მოვლენები, რისი მოწმენიც გახდნენ და შეუსაბამეს თავიანთი შესატყვისები, რომ გადმოეცათ ამა თუ იმ მოვლენის შესაბამისი ახსნა. ძირითად მოვლენებს, როგორიცაა, კომეტის გავლა, მეტეორების წვიმა ან დაბნელება მიენიჭათ უკიდურესი მნიშვნელობა, რომ ღმერთები იყვნენ აღშფოთებულები და საჭირო იყო მათი დამშვიდება. ადამიანის მსხვერპლშეწირვა მონაგონია იმასთან შედარებით, რასაც ბაბილონელები თვლიდნენ საჭიროდ, რომ შეემსუქებინათ „ღმერთების“ რისხვა…
პირველად ასტროლოგია გავრცელდა ჩინეთში, ინდოეთში და საბერძნეთში. თითოეული კულტურა მაინც საძირკველს იღებდა ბაბილონელების ასტროლოგირ რწმენიდან, მითებიდან, ლეგენდებიდან და მათ ინტერპრეტაციებიდან. საბერძნეთში ბევრ მითოლოგიის გმირს ქონდა შეთავსებული ვარსკვლავური დატვირთვა, რათა ასტროლოგიისთვის მიეცათ თავიანთი ინდივიდუალური სტილი. ასევე იგივე ხდებოდა ინდოეთში და ჩინეთში, თითოეულ ქვეყანაში აძლევდნენ სხვადასხვა დატვირთვას და ამით ხელს უწყობდნენ ასტროლოგიის პოპულარიზაციას.
ერთ ერთი პირველი მეცნიერები იყვნენ ასტროლოგები,ესენი იყვნენ ასტროლოგები, რომლებმაც შექმნეს პირველი ზუსტი რუქა ვარსკვლავების მოძრაობის, მთვარის ორბიტის და სხვა მრავალი დაკვირვებები აწარმოეს დედამიწაზე. დღესდღეისობით ძალიან ბევრი მეცნიერი უყურებს ასტროლგიას ეჭვის თვალით და აღიქვამს ფსევდო მეცნიერებად, მაგრამ რომ არა წლების წინ ასტროლოგების თავდაუზოგავი შრომა დღესდღეისობით ასტრონომიაც კი ძალიან შორს იქნებოდა ჩვენგან.
ასტროლოგები განა მხოლოდ პირველი მეცნიერები იყვნენ, არამედ რამოდენიმე მსოფლიო დონის ცნობილი მეცნიერი იყო ასტროლოგიის პრაქტიკანტი. მაგალითად: კეპლერი, იუნგა, გალილეო, კოპერნიკი და ბრაჰი. ჩამოთვლილთაგან ყველამ სათითაოდ თავიანთ მოღვაწეობის პერიოდში გარკვეული წვლილი შეიტანეს ასტროლოგიაში. მარგენალიზაციის პერიოდშიც კი ამ ცნობილმა მოღვაწეებმა არა მხოლოდ წვლილი შეიტანეს ასტროლოგიაში, არამედ თავიანთ ნაშრომებშიც კი გამოიყენეს.
თანამედროვე ენაზეც მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ასტროლოგიამ. სხვადასხვა სიტყვა, რომელიც გამოიყენება დღეს დღეისობით სათავეს იღებს წარსულის ასტროლოგიურ აზროვნებიდან. მაგალითად – გრიპი – ლათინური გავლენიდან მოდის და სახელი ეწოდა იმიტომ, რომ ჯეროდათ, რომ ეს ავადმყოფობა გამოწვეული იყო პლანეტების და ციური სხეულების ზემოქმედებით ცაში. ასევე სიტყვა კადასტროფა – უბედურება – მოდის ლათინურიდან და ნიშნავს ცუდ ვარსკვლავს და ბოლოს ყველაზე გავრცელებული სიტყვა-შეშლილი წარმოშობილია ასტროლოგიიდან და მისი საწყისი ფესვი არის ლუნა ანუ მთვარე.
ასტროლოგიას ასევე დიდი გავლენა აქვს თანამედროვე ლიტერატურაზე, ისეთი მწერლები, როგორევიც არიან შექსპირი და ჩოსერი იყენებდნენ ასტროლოგიურ ახსნებს თავიანი გმირების ქცევებში რაღათქმა უნდა საკუთარ ნაწარმოებებში. იდეა რომ სავსე მთვარეს აქვს დიდი გავლენა ადამიანის ქცევაზე ისევე გავრცელებულია როგორც 500 წლის წინ იყო.
განათლებასაც ქონდა ასტროლოგიასთან კავშირი. შუა საუკუნეების დროს ევროპაში უნივერსიტეტის განათლების ხარისხი გაიყო 7 ცალკეული კატეგორიის მიხედვით.თითოეული ცნობილი პლანეტების მიხედვით. დისციპლინა ცნობილი გახდა, როგორც ლიბერალური ხელოვნება, რომელიც დღესაც გამოიყენება ბევრ კოლეჯსა თუ უნივერსიტეტში, განვითარდა და დაინერგა თანამედროვე მეცნოერებაში, ხოლო მისი ფესვები მოდის ასტროლოგიიდან.
თითქმის ყველა კულკტურაში ფუნქციონირებდა ასტროლოგია ამა თუ იმ ფორმით. როცა ადამიანებს არ ქონდათ არაფერი კრისტალურად სუფთა ღამის ცის გარდა და რომელზედაც გამუდმებით ხდებოდა ცვლილებები, გარდაუვალი იყო, რომ მიანიჭებდნენ რაიმე მნიშვნელობას, რადგანაც მაშინ მათი ცხოვრება დამოკიდებული იყო მთვარეზე, მზეზე და წვიმაზე და იმდენად გაზარდეს მათი როლი კულტრებში,რომ ჩვენამდეც მოიტანეს.
სხვა სისტემების მსგავსად იყო რთული პერიოდებიც, სისხლისღვრა, ანარქია, მაგრამ ასტროლოგია ყოველთვის ინარჩუნებდა საკუთარ მნიშვნელობას იმ ხალხის სახით ვისაც ნამდვილად ესმოდა მისი. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი დასცინის და აქილიკებს ამ მეცნიერებას, ყოველთვის მოიძებნება ადამიანთა გუნდი, რომელთან ნამდვილად ესმით პლანეტების ზემოქმედების როლი ადამიანის ცხოვრებაში.
თარგმანი მოამზადა: თაკო ლომიძემ
წყარო: NewAgeArticles.com