საიდუმლო მანტრები კეთილდღეობის მოსაზიდად
ათასწლეულების მანძილზე, ცხოვრებასა და საქმიან ადგილებში პოზიტიური ენერგიის დასამკვიდრებლად, საკრალური ცერემონიები ტარდებოდა. მივიწყებული ცერემონიები, რომლებიც ოდესღაც თაობებს სარგებელს აძლევდა, დღეს თანამედროვე სახლებსა და ბიზნესებში იგივე წარმატებით გამოიყენება.ადრე მატერიალური კმაყოფის მანტრები მკაცრად გასაიდუმლოებული იყო და ცოდნა მხოლოდ რჩეულებს გადაეცემოდათ.მერწყულის ეპოქის დადგომასთან ერთად (უმეტესი მეცნიერის აზრით ის 2003 წლის 21-22 მარტის ღამეს მოხდა), უმაღლესმა ძალებმა ნება დართეს ცოდნის გარკვეული პლასტების ხალხში გავრცელებას.
პირველი მეთოდი ვედური სკოლის ჯგუფებს ეკუთვნით, მეორე – ბუდისტურსა და ლამაისტურს. ვედური მეთოდი რაოკრიომის სწავლებებზეა დაფუძვნებული, მეორე კი ტიბეტელ ბუდისტებს თავად შამბალის მეფე – რიგდენ ჯამ პომ გადასცა.
რამდენიმე ხნის წინ თავად ბუდისტმა მასწავლებლებმა გასცეს კურთხევა მეთოდის ხალხში გასვლაზე იმ მოსაზრებით, რომ ბევრი უზრუნველყოფილი ადამიანი ძლიერ ქვეყანას შექმნიდა.
მანტრა ქალღმერთ მთვარეს
მთვარიდან ჩნდება ყველა რელიგიუს ქალღმერთების ქალური ენერგია. ჩვენს ფიზიკურ შრეში, მხოლოდ ორი მატერიალური ენერგიაა შესაძლებელი. სამყაროების დედის ენერგია (მასზე ზოგიერთი წარმოდგენა იძლევა ისეთ მცნებებს, როგორიცაა ბევრი ყვავილი, კარგი მოსავალი, ბედნიერი ოჯახი, წარმატება და უზრუნველყოფა) და დემონური ენერგია (სიღარიბე, დაავადებები, ნგრევა, სიბერე და გაჭირევება).
ადამიანის წარუმატებლობები, მის სხეულსა და გარემომცველ ნივთებში დემონური ენერგიის სიჭარბით იხსნება. საქმის გამოსწორება მხოლოდ ამ ენერგიის განდევნისა და დედობრივის მოზიდვითაა შესაძლებელი.
ამისათვის სავსე მთვარეობის დროის შერჩევაა საჭირო.
შიშველი ფეხებით მიწას შეეხეთ, ხელის გულები მთვარისკენ მიმართეთ და წარმოთქვით მანტრა: – „აუმ შრი გაია ადი ჩანდრა აია ნამაჰ“ – თორმეტი წუთის მანძილზე.
მეთორმეტე წუთის ბოლოს სხეული საფუტკრესავით იბზუილებს. ასე გაიმეორეთ თორმეტი სავსემთვერეობისას.
სწავლების თანახმად, მეცამატე ჯერზე თქვენს თავს ფულის ნაკადი დაატყდება და ყოველ საქმეში გაგიმართლებთ.
სხეულიც გამოჯანმრთელდება, მაგრამ თორმეტი სავსემთვარეობის გაძლება მარტივი არ არის. იქნება კოშმარებიც და მანტრისთვის თავის მინებების სურველიც, შესაძლოა უცნაური ფენომენების გამოვლინებაც, რადგან ნეგატიურ ძალებს სხეულის დატოვება არ სურთ.
დადებითი მხარე ისაა, რომ ფინანსური კეთილდღეობის მოზიდვა, მესამე სავსემთვარეობიდან იწყება.
ღვთაება იუპიტერის მანტრა
იუპიტერის მეშვეობით ზეცის ღმერთები მოქმედებენ. ისინი კეთილდღეობასა და მეგობრობაზე ზრუნავენ.
იუპიტერის ენერგიების მოსაზიდად, ხუთშაბათის განთიადს ირჩვენ.
ღრმა ლურჯ ფერზე მედიტაციასთან ერთად – ძაიან ძაიაში კოჩ კოჰენ ტო – მანტრას წარმოთქვამენ.
ასე ყოველ კვირა, ხუთშაბათობით, ოთხი თვის მანძილზე. შემდეგ თვეში ერთხელ იქამდე, სანამ სასურველი შედეგი არ იქნება.
თუ მატერიალური რეზულტატი გაცილებით სწრაფად არის საჭირო, მაშინ მანტრას მუდმივად იმეორებენ, იქამდე სანამ ქვეცნობიერში არ დაილექება და გონება ავტომატურად არ დაიწყებს მის გამეორებას. ამ შემთხვევაში სწავლების თანახმად რეზულტატი გაცილებით მცირე პერიოდში იჩენს თავს.
ვედური ანუ გაია ადი ჩანდრეს მანტრა მთვარის დღეებსა და ღამეებში, ხოლო ტიბეტურ-ბუდისტური კი იუპიტერის დღეებსა და ღამეებში გამოიყენება.
ცნობისათვის, მთვარის დღე ორშაბათის განთიადიდან – მზის ჩასვლამდეა, იუპიტერის – ხუთშაბათის განთიადიდან მზის ჩასვლამდე.
მთვარის ღამე – ხუთშაბათის მზის ჩასვლიდან პარასკევის განთიადამდეა, იუპიტერის – კვირის მზის ჩასვლიდან – ორშაბათის განთიადამდე.