Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!
ასტროლოგიური მაღაზია

რჩევები ინტერიერის დეკორირებისთვის ფენ შუის მიხედვით

რჩევები ინტერიერის დეკორირებისთვის ფენ შუის მიხედვით

ფერი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია რომელსაც შეუძლია დადებითი განწყობის შექმნა. სახლის თითოეულ ოთახს თავისი დანიშნულება აქვს ჩვენს ცხოვრებაში. ჰკითხეთ საკუთარ თავს როგორი განწყობის შექმნა გსურთ და შემდეგ შეარჩიეთ სწორი ფერი . ნუ იჩქარებთ გლობალური ცვლილებების განხორციელებას, თავიდან აჯობებს დაიწყოთ პატარა, მაგრამ მიზანმიმართული ცვლილებებით და სიახლეებით. თუ ეხლა იწყებთ სახლის რემონტს გაითვალიწინეთ ქვემოთ მოყვანილი რჩევები, ხოლო თუ უკვე მოწყობილ ბინაში ცხოვრობთ და შეცვლის სურვილი გაგიჩნდებათ დაიწყეთ დეკორის ელემენტებით.შეიძინეთ ახალი დეკორატიული ბალიში ,ახალი ბრა და თქვენ ნაბიჯ -ნაბიჯ მიუახლოვდებით თქვენს მიზანს .

მწვანე ფერი

მწვანე ფერი ხის ფერია , რომელიც ასოცირდება გაზაფხულთან და ზრდა–განვითარებასთან. იგი განასახიერებს მშვიდობას და სიმშვიდეს, კურნავს სტრესისგან, ამცირებს სულიერ ტკივილს და შფოთვას. მწვანე უხდება საძინებლებს და საერთოდ იმ ოთახებს სადაც ადამიანი ისვენებს. ღია მწვანე იდეალურია საბავშვო ოთახისთვის. თუ არ გსურთ მთლიანი ოთახის შეღებვა მწვანედ , მაშინ ამ ფერის ელემენტები შეიტანეთ ინტერიერში.

წითელი ფერი

წითელი ცხოვრებისეული ენერგიის განმასახიერებელი, მკვეთრი და გამომწვევი ფერია, განაგებს სიძლიერეს და ვნებას. წარმატებით გამოიყენება საწინააღმდეგო სქესის მოსაზიდად. იგი ათბობს და იქცევს ყურადღებას. გონებაში ეს ფერი ასევე ასოცირდება ცეცხლთან, სიცხესთან და სიმდიდრესთან თუმცა ,ასევე ის შეიძლება მეტყველებდეს სიმორცხვეზე ან კონფლიქტურობაზე .
დაუშვებელია წითელი ფერის გამოყენება საბავშვო ოთახის მოწყობისას. თუ გსურთ გქონდეთ მხურვალე და ვნებიანი პირადი ცხოვრება გაამრავალფეროვნეთ საძინებელი წითელით თუმცა მთლიანად ნუ შეღებავთ, ვინაიდან შეიძლება უძილობის მსხვერპლი გახდეთ.

უმჯობესი იქნება საძინებელი ჩალისფრად შეღებოთ და დეკორის წითელი ელემენტებით მორთოთ. ამ ფერთან არაჰარმონიულია შავი და ცისფერი– წყლის სიმბოლოს ფერები.

ცისფერი–ლურჯი

ცისფერი ცის და ოკეანის, სიმშვიდის ფერია. მას ძლიერი დამამშვიდებელი ზეგავლენა აქვს და აღძრავს სამყაროს შეცნობის სურვილის. ლურჯი ფერი ამძაფრებს ინტუიციას და ადამიანის სულიერ მისწრაფებებს. თუ საცხოვრებელ სახლში გაქვთ მედიტაციისთვის ცალკე ოთახი მას ყველაზე კარგად ცისფერი ან ლურჯი შეეფერება. ეს ორივე ფერი ასევე იდეალურია აბაზანისთვის.

ყვითელი ფერი

ყვითელი ფერი მზის, აყვავების და წარმატების სიმბოლოა და განასახიერებს პოზიტივს. მზის ენერგია სიცოცხლის დასაბამს აძლევს ყველაფერ მშვენიერს ჩვენს სამყაროში: მცენარეებს, ცხოველებს, ადამიანს. ყვითელი აცოცხლებს ყველაზე უღიმღამო დაწესებულებებს, ასევე განაპირობებს ადამიანში კეთილგანწყობას და სიცოცხლის ხალისს. ეს ფერი აქტიურად გამოიყენება წარმატების მისაღწევად. დაამატეთ იგი თქვენს ბინაში სულიერი სიმშვიდის, სითბოს, კარგი განწყობის და პოზიტიური აზროვნების მოსაზიდად. ყვითელი ფერი იდეალურია სასტუმრო ოთახის გასაფორმებლად. შეგიძლიათ ღია ლიმნისფრად შეღებოთ მთლიანი ოთახი ან ყვითელი ფერის ელემენტებით გაამდიდროთ ინტერიერი ,როგორც სასტუმრო ოთახში, ასევე სამზარეულოში. ნეგატიურია აბაზანისთვის. ყვითელი ასევე სტიმულაციას უწევს გონებრივ შესაძლებლობებს. ამ ფერის ტანსაცმელი ან აქსესუარები რეკომენდირებულია მორიდებული ადამიანებისათვის.

ოქროსფერი

ოქროსფერი პატივისცემის და შენდობის ნიშანია, ამ ფერის სამოსს ჩინეთში მხოლოდ იმპერატორები ატარებდნენ, ასევე მათი ნათესავები და სამეფო კართან დაახლოებული პირები. ამ ფერის თბილ ანარეკლს შეუძლია ადამიანის ცუდი განწყობის შეცვლა, მას მოაქვს ოპტიმიზმი და აძლიერებს საკუთარი ღირსების შეგრძნებას, აღვივებს ადამიანში ყველა დადებით თვისებას. ოქროსფერი ფულის ფერია, წითელთან შეხამებაში სიმდიდრის და ბარაქის სიმბოლოა. ინტერიერში ყველაზე ხშირად სწორედ მატერიალური კეთილდღეობის მისაღწევად გამოიყენება.

ნაცრისფერი

ნაცრისფერი იდეალური ფერია მოსაცდელი ოთახისთვის და შემოსასვლელისთვის.

ყავისფერი

ყავისფერი სტაბილურობის ფერია უზრუნველჰყოფს უსაფრთხოების და დაცულობის შეგრძნებას. კარგია ჯანსაღი ურთიერთობებისათვის. იდეალური ფერია სასადილო ოთახისთვის, სამზარეულოსთვის და საძინებლისთვის.

იასამნისფერი

ფენ შუის მიმდევრები იასამნისფერს ჯადოსნურს უწოდებენ, ის ძალაუფლებას და სიმდიდრეს განასახიერებს. მჭიდრო კავშირშია ადამიანის სულიერ მხარესთან, აღვივებს ფანტაზიის უნარს, აერთიანებს ენერგიულობას და სიმშვიდეს. არ შეეფერება ისეთ ოთახებს სადაც ადამიანი ისვენებს (გონებით და სხეულით). ამიტომ ეს ფერი ყველაზე კარგად გამოავლენს თავს სიმდიდრის ზონაში ამ უკანასკნელის გააქტიურებისათვის. თუ ზედმეტად მეოცნებე ნატურა გაქვთ მაშინ მოერიდეთ ამ ფერს.

სტაფილოსფერი

სტაფილოსფერი წარმატებით მოიცავს წითელი ფერის სიძლიერეს და ყვითელი ფერის კეთილგანწყობას. ძალიან დადებითი ზეგავლენის ფერია, მოაქვს წარმატება, სიკეთე და კეთილგანწყობა. საბავშვო ზონაში პოზიტიური ენერგიის შემატება სწორედ სტაფილოსფერის საშუალებით შეგიძლიათ. მას განსწავლულობის ფერს უწოდებენ ვინაიდან ასტიმულირებს გონებრივ აქტივობას, ფანტაზიის უნარს და წარმოსახვას. სასურველია მისი გამოყენება ოფისებში, სასტუმრო და საკლასო ოთახებში (განმანათლებელ დაწესებულებებში) ის ხელს უწყობს გონებას დიდი რაოდენობის ინფორმაციების აღქმა – დამახსოვრებაში.

თეთრი ფერი

თეთრი ფერი განასახიერებს ადამიანის წმინდა , უბიწო ზრახვებს. სახლში არ უნდა დომინირებდეს მხოლოდ თეთრი , ფენ შუის მიხედვით ის საკმაოდ ცივ ფერად არის მიჩნეული.გაამდიდრეთ თეთრი კედლები სხვა ფერების საშუალებით და გაიფერადეთ ცხოვრება.

სახლის მოწყობის ამ სისტემის წყალობით მრავალი ადამიანის ცხოვრებაში შემოვიდა ჰარმონია, კეთილდღეობა და წინსვლა. უკვე მრავალი წელია რაც ამერიკასა და ევროპაში შეძლებული ადამიანები ფენ შუის დახმარებით იწყობენ საცხოვრებელს. მომდევნო სტატიებში კიდევ მრავალ საინტერესო ნიუანს შემოგთავაზებთ.

მოამზადა ცისია დონდუამ

ავტორი

მსგავსი ფოსტები

დატოვეთ კომენტარი