რომელ მთვარის დღეს დაიბადა თქვენი პატარა?
იმისდა მიხედვით მთვარის რომელ დღეს დაიბადება თქვენი პატარა, შეიძლება ინფორმაცია მიიღოთ მისი მომავალი ხასიათისა და სამყაროსადმი განწყობის შესახებ.
სულ 29 ან 30 მთვარის დღე არსებობს. თითოეულის ხანგრძლივობა მთვარის ამოსვლიდან ამოსვლამდე გრძელდება. ამასთან, ის შეიძლება დღის ნებისმიერ მონაკვეთში დაიწყოს და დასრულდეს – დილას, შუა დღეს, საღამოს ან ღამე. მეცნიერების მტკიცებით, ადამიანის შინაგანი რიტმი სწორედ მთვარის ციკლს ემთხვევა და არა მზისას.
მაშ ასე:
მთვარის პირველი დღე
ამ დღეს დაბადებული პატარები, როგორც წესი, ღრმა მოხუცებულობამდე ცხოვრობენ. მუდამ ელიან, რომ რაღაც უდიდესი მოხდება, თუმცა ხშირად, მთელ ცხოვრებას ამ მოლოდინში ატარებენ. ხდება ხოლმე, რომ ისინი ცხოვრებაში ერთ გმირობას მაინც სჩადიან. სხვა და სხვა აქტივობებში მოულოდნელად და აქტიურად უნდა ჩაერთონ.
მთვარის მეორე დღე
ამ დღეს დაბადებული ბავშვი უზრუნველად გაიზრდება. დაბალი განვითარების სულის ადამიანებს შეიძლება სიხარბე და მომხვეჭელობა განუვითარდეთ. ისინი თითქმის არასოდეს სუქდებიან, ჭამენ ყველაფერს და ყველგან, ცდილობენ რაც შეიძება მეტი ჩაიგდონ ხელში და მოიხელთონ.
მთვარის მესამე დღე
ამ დღეს დაბადებული ბავშვებისთვის სასიკეთოა პირად რუკაში იუპიტერისა და ვენერის მნიშნელოვანი ზეგავლენის ქონა, რადგან სუსტი იმუნიტეტის გამო მიდრეკილნი არიან ავადმყოფობისკენ და ხშირად ვარდებიან ხიფათში. ამიტომ წინდახედულად უნდა იცხოვრონ და მუდმივად გაიმყარონ იმუნიტეტი.
მთვარის მეოთხე დღე
ამ დღეს დაბადებული პატარები, უფროსების უყურადღებობისა და სიყვარულის არასაკმარისი გამოხატვის შემთხვევაში ეგოისტები იზრდებიან. მშობლებზე დიდი პასუხისმგებლობაა. რაც შეიძლება ბევრი სიყვარული, სითბო და სიხარული უნდა მისცეთ თქვენს ბავშვს. მთვარის მეოთხე დღეს დაბადებულები გარკვეული კოსმიური საიდუმლოს მატარებელნი არიან, და საკმაოდ მარტივად შეუძლიათ საკუთარ თავში ამ საიდუმლოს ამოცნობა.
მთვარის მეხუთე დღე
ამ დღეს დაბადებულ ადამიანს მუდმივად დასაყრდენი და ზურგი სჭირდება. არიან საინტერესო პიროვნებები. უყვართ ჭამა, მაგრამ არ იმატებენ. მათთვის ცუდია ლპობისადმი მიდრეკილი საკვების მიღება.
მთვარის მეექვსე დღე
ამ დღეს დაბადებული ბავშვი ღრმა მოხუცებულობამდე იცხოვრებს. მთვარის მეექვსე დღეს დაბადებული ადამიანები ტრანსფორმატორები არიან, ატარებენ კოსმიურ ენერგიას. აქვთ საოცარი ინტუიცია და წინათგრძნობა. მათ შორის ბევრი ექსტრასენსული თვისებებითაც გამოირჩევა.
მთვარის მეშვიდე დღე
ამ დღეს დაბადებული ადამიანი მყარი ჯანმრთელობის მქონე იქნება. იქნება აქტიური და ბევრ საკითხს მოედება ცხოვრებაში. ამ დღეს დაბადებულებს ახასიათებთ ზედაპირულობა და ძალიან უყვართ ჭორები.
მთვარის მერვე დღე
ამ დღეს დაბადებული პატარები, როგორც წესი, განსაკუთრებული გარეგნობით გამოირჩევიან. არიან ჭკვიანები, შრომისმოყვარენი, წესიერები, კეთილმოსურნეები და მშვიდები.
მთვარის მეცხრე დღე
ამ დღეს დღეგრძელი და საინტერესო ცხოვრების მქონე პატარები იბადებიან, თუმცა ზოგჯერ მათ შორის მარტოობით გატანჯულიც გამოერევა ხოლმე. არ მოაკლოთ თქვენს შვილს ყურადღება და სიყვარული. მაშინ, ყველაფერი რიგზე იქნება. შეეცადეთ ხშირად გაუწმინდოთ ორგანიზმი არასასურველი შლაკებისგან და ცხოვრების მანძილზე, ენერგეტიკული წმენდაც ჩაატაროს ხოლმე.
მთვარის მეათე დღე
ამ დღეს დაბადებულები მოგზაურებად გაიზრდებიან. თუ მოგზაურობის ვნებას ვერასოდეს დაიკმაყოფილებენ მთელ ცხოვრებას მაინც შორეულ ქვეყნებსა და ქალაქებზე ოცნებაში გაატარებენ. მთელი არსებით რომანტიკოსები არიან. კარგი კავშირი აქვთ კოსმოსთან, მუდმივად იღებენ დიდ ენერგიას და სხვა ადამიანებზეც კი ანაწილებენ მიღებულს. იმ შემთხვევაში, თუ ამ დღეს დაბადებული ადამიანი ხელმომჭირნე და უარყოფითი მუხტის მატარებელია ის სხვა და სხვა დაავადებების მატარებელი ხდება. გაზარდეთ თქვენი პატარა კეთილ ადამიანად.
მთვარის მეთერთმეტე დღე
ამ დღეს დაბადებულებს არაჩვეულებრივი გონებრივი შესაძლებლობები აქვთ. ცხოვრობენ დიდხანს, თაყვანისმცემელთა გარემოცვაში. მათ ბევრი შენატრის. არიან ძალიან ძლიერები, პრაქტიკულები, მიზანდასახულები და მტკიცე ბუნების მქონენი.
მთვარის მეთორმეტე დღე
ამ დღეს დაბადებულთა ერთ-ერთ მთავარ ინტერესს სხვების დახმარება და გვერდში დგომა წარმოადგენს. არიან სამყაროსმოყვარე, ხალხთმოყვარე, გულწრფელნი, კეთილნი და ყურადღებიანნი ყველას მიმართ.
მთვარის მეცამეტე დღე
ამ დღეს დაბადებული პატარები სხმაურიანი და მოუსვენარნი არიან. მუდმივად რაღაცას საქმიანობენ, დაძვრებიან, დახოხავენ და პროცესებში არიან ჩართულნი. როგორც წესი, ცხოვრობენ ხანგრძლივი და საინტერესო ცხოვრებით.
მთვარის მეთოთხმეტე დღე
ამ დღეს დაბადებულებს ბედი მფარველობს. ბუნებით ლიდერები არიან. აქვთ მოწოდება ცხოვრებაში და მობილიზებულნი მიიწევენ წინ, წარმატებისკენ. ადვილად ეგუებიან ნებისმიერ სიტუაციას და ადამიანს. არიან სუფთები, გულწრფელები და ვერ იტანენ სიყალბეს.
მთვარის მეთხუთმეტე დღე
ამ დღეს დაბადებულებს ადვილად უყვარდებათ ადამიანები, რის გამოც, ხშირად, განცდებში და პრობლემებში უწევთ ყოფნა. ადვილად ექცევიან სხვა და სხვა ასტრალური ცდუნების ქვეშ. რაც საკმარისი ცოდნის არქონის გამო, საბოლოოდ ანგრევს ხოლმე მათ. აუციელბელია ამ დღეს დაბადებულ პატარებს თავიდანვე გააგებინოთ სამყაროს მოწყობის მარტივი კანონები.
მთვარის მეთექვსმეტე დღე
ამ დღეს დაბადებულებს მყარი ჯანმრთელობა აქვთ. ცხოვრობენ დიდხანს და ნაყოფიერად. გიჟდებიან თეთრზე და სისუფთავეზე. არასოდეს განიხილავენ სხვების ცხოვრებას. აქვთ საოცარი წარმოსახვის უნარი და არიან ფანტაზიორები.
მთვარის მეჩვიდმეტე დღე
ამ დღეს დაბადებული პატარები ზრდასრულობისას ბედნიერ ოჯახებს ქმნიან. ერთგული და მოსიყვარულე მეუღლეები იზრდებიან. ბავშობიდანვე გრძნობენ „ნახევარის“ დანაკლისს და მთელი არსებით ეძებენ მას. მათთვის აუცილებელია ერთგული და მყარი ურთიერთობა იმისთვის, რომ ბედნიერები და სავსეები იყვნენ.
მთვარის მეთვრამეტე დღე
ამ დღეს დაბადებული პატარა შრომისმოყვარეა. მომავალში მას გამდიდრების დიდი შანსი აქვს. მიზანდასახულები და სწორუპოვარნი არიან. უამრავ წარმატებას აღწევენ, მაგრამ არასოდეს აღნიშნავენ ამას სხვებთან. ცხოვრება მათთვის საინტერესო თავგადასავალია. უარყოფითი ახასიათებთ ის, რომ საკუთარ შეცდომებში სხვებს ადანაშაულებენ.
მთვარის მეცხრამეტე დღე
ამ დღეს უამრავი დადებითი თვისებით დაჯილდოვებული პატარები იბადებიან. კეთილები, თბილები, კაცთმოყვარენი რომელთაც სამყაროსთვის ნათელი მოაქვთ. თუმცა თუ ისინი არასწორად განვითარდნენ და სიყვარულისა და სითბოს ნაკლებობა იგრძნეს, დიდი შანსია, მათგან სასტიკი, არამზადა და ეგოისტი პიროვნებები ჩამოყალიბდნენ.
მთვარის მეოცე დღე
ამ დღეს დაბადებული პატარები არაჩვეულებრივი წინათგრძნობის პატრონნი არიან. ისინი გრძნობენ სხვა ადამიანებს და ხშირად, წინასწარმეტყველურ უნარსაც ავლენენ ხოლმე. თუ ეს ადამიანები უარყოფითი გზით განვითარდნენ დიდი შანსია მათგან მატრუარა, ეგოისტი, დიქტატორი, ტირანი და მსგავსი უარყოფითი თვისების მატარებელი პიროვნებები მივიღოთ.
მთვარის ოცდამეერთე დღე
ამ დღეს დაბადებულ ბავშვებს სწორი აღზრდა სჭირდება იმისთვის, რომ ზედმეტად სასტიკები და ყველაფერზე წამსვლელები არ გაიზარდონ. საუკეთესო ვარიანტში ეს ადამიანები გულკეთილები, ყურადღებიანები და სხვებზე გადაყოლილები ხდებიან, აქვთ სამართლიანობის გრძნობა, მოთმინება და ადამიანებთან ურთიერთობის განუმეორებელი შესაძლებლობები.
მთვარის ოცდამეორე დღე
ამ დღეს დაბადებული პატარები შემოქმედებითები არიან და ღრმა მოხუცებულობამდე ცხოვრობენ. არიან ბრძენი და მრავლის მცოდნე ადამიანები. მუდმივად დახმარებისთვის მზად. თუმცა, სულის დაბალი განვითარების შემთხვევაში, შესაძლებელია ეგოისტი, თავისთავზე და მხოლოდ პირად მოგებაზე ორიენტირებული პიროვნება მივიღოთ.
მთვარის ოცდამესამე დღე
ამ დღეს დაბადებული ადამიანები გარეგნობით არ გამოირჩევიან, ამიტომ მათ ცხოვრებაში ბევრი რამ არის დამოკიდებული სწორ აღზრდაზე. არიან სამართლიანობისმოყვარე და მტკიცე ადამიანები.
მთვარის ოცდამეოთხე დღე
ამ დღეს დაბადებული ადამიანების უმეტესობა შემოქემდებითი პიროვნებაა, უსაზღვრო ენერგიისა და ენთუზაზმის პატრონი. უყვართ უცხო ხილი და საკვები.
მთვარის ოცდამეხუთე დღე
ამ დღეს დაბადებულები ფორტუნას მიერ გამორჩეული ბავშვები არიან. წარმატება და სიხარული მათ მუდმივად თან სდევს. პატარა ასაკშივე უკვე ამჟღავნებენ ბრძნულ ბუნებას. ხშირად ხედავენ არსებით სიზმრებს, რომლებიც მალევე უხდებათ.
მთვარის ოცდამეექვსე დღე
ამ დღეს დაბადებული ბავშვისთვის სამყაროს სიმდიდრე აქვს მომზადებული. დიდი შანსია მიიღოს მემკვიდრეობა ან მოიგოს სერიოზული თანხა. თუმცა მთელი ცხოვრება მართებს წინდახედულობა. არსევულ ქონებას ყურადღებითა და სიფრთხილით უნდა მოეკიდოს.
მთვარის ოცდამეშვიდე დღე
ამ დღეს დაბადებულია პატარა სუსტი ნებისყოფის იქნება, ამიტომ მშობლებმა მაქსიმალურად უნდა იზრუნონ მის გაძლიერებაზე. შესაძლებელია ჰქონდეს მერყევი ბუნება და იყოს ცვლილებების მოყვარული. უფროსებმა დიდი ყურადღება უნდა მიაქციონ წრეს, რომელშიც იტრიალებს მათი პატარა და ბავშვობიდანვე ჩაუტარონ აღმზრდელობითი გაკვეთილები სასმელისა და ნარკომანიის უარყოფითი გავლენის შესახებ.
მთვარის ოცდამერვე დღე
ამ დღეს დაბადებული პატარები განსხვავებულები არიან ხოლმე. დაბალი განვითარების სულის შემთხვევაში არიან სუსტი ნებისყოფის, უმეცრები და კარგისა და ცუდის გარჩევის უნარი არ გააჩნიათ. არიან ბუნებით ცინიკოსები, უემოციოები და უხეშები. მაღალი განვითარების შემთხვევაში კი – სამყაროში სითბო და სინათლე შემოაქვთ. ადამიანებს სიამოვნებთ მათ გვერდით ყოფნა.
მთვარის ოცდამეცხრე დღე
ამ დღეს დაბადებულ პატარებს მთელი ცხოვრება ვიღაცასთან ბრძოლა უწევთ. ცხოვრობენ დიდხანს, მაგრამ არამარტივი ცხოვრებით. ამიტომ სჯობს აღზრდისას მაქსიმალურად გავაძლიეროთ და დამოუკიდებელ ადამიანებად ვაქციოთ ისინი.
მთვარის ოცდამეათე დღე
ამ დღეს დაბადებული პატარები გამოირჩევიან სილამაზით, სიბრძნით, სიკეთით. აქვთ მაღალი მორალური თვისებები. არიან წინდახედულები, სამყაროსმოყვარენი და ადამიანებს უყვართ მათთან ურთიერთობა.
მოამზადა ლუჩო ვაშამ