Previous Story
რომელ ზოდიაქოს ნიშანს რომელი ანდაზა შეესაბამება?

ვერძი – ძალა აღმართს ხნავსო. ომში რა სჯობია და რაც ხელში მოგხვდებაო.
კურო – დღევანდელი კვერცხი მირჩევნია ხვალინდელ ქათამსაო.
ტყუპები – გარეთ ატლასი, შიგნით ათასი; სადაც წახვალ იქაური ქუდი დაიხურეო.
კირჩხიბი – სიფრთხილეს თავი არ სტკივაო. გაჭირვება მაჩვენე და გაქცევას გაჩვენებო.
ლომი – ყველა ბუზი ბზუისო, ფუტკართან ყველა ტყუისო. ერთ კაცს სოფლიდან აძევებდნენ ის კი მამასახლისობას თხოულობდაო.
ქალწული – ცუდად ჯდომას ცუდად შრომა სჯობიაო. ქაჩალი სავარცხლის გაძვირებას სჩიოდაო.
სასწორი -გველსა ხვრელით ამოიყვანს ენა ტკბილად მოუბარიო. ასჯერ გაზომე ერთხელ გაჭერიო. ხერხი სჯობია ღონესა თუ კაცი მოიგონებსა. დღე-მეხვალიე კაცსაო თოვლი მოადგა კარსაო.
მორიელი – თაგვმა თხარა თხარაო, კატა გამოთხარაო. რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი თავითაო. მოვიდა სეტყვა, დახვდა ქვა.
მშვილდოსანი – ძაღლი ჰყეფს, ქარავანი მიდის. კარგ მთქმელს კარგი გამგონეც უნდაო. კაცმა რამდენი ენაც იცის იმდენი კაციაო.
თხის რქა – სახელის გატეხას თავის გატეხა სჯობიაო. ეს ცხოვრება კიბე არის, ზოგი ადის ზოგი ჩადის. კლდესაც გაარღვევს წყლის წვეთი თუ ერთ ადგილს სცემს მარადო. ვისაც ერდო მაღალიო, მეც იმისი მაყარიო.
მერწყული – ერთი მერცხლის ჭიკჭიკი გაზაფხულს ვერ მოიყვანსო. მამალმა თქვა მე კი მიყივლია და გათენდება თუ არა, ღმერთმა იცისო. კაცი კაცითაო, ღობე ქაცვითაო.
თევზები – მადლი ქენი ქვაზე დადე, გაიარე წინ დაგხვდებაო. ერთხელ სჯობია სიკვდილი ნიადაგ დაღონებასაო.
მოამზადა დოჩი გოგომ
3 Comments
დატოვეთ კომენტარი
You must be logged in to post a comment.
gamcina yvela zodiaqos uqris magrad 😀
libra 😀
movida setyva daxvda qva 😀