ღორის წელი

როდის დგება ახალი მეტაფიზიკური წელიწადი?

ღორის წელი
დამდეგი 2019 წელი ინური ⼰亥მიწის სტიქიის ტახის (ღორი) წელიწადია.

მეტაფიზიკური ახალი წელი 2019 წლის 4 თებერვალს, მამლის 酉 2 საათიან შუალედში შემოვა (18:15 სთ).

ჩინური წლის კალენდარი გრიგორიანულისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება. მაგალითად, ის არ მოიცავს, ასე ვთქვათ, უსასრულო ნუმერაციას… თუ გრიგორიანული კალენდრის მიხედვით, 2018 წელს მოჰყვება მზარდი რიცხვები: 2019, 2020 და ასე შემდეგ, დაუსრულებლად…  ჩინური კალენდრის მიხედვით – თითოეულ წელიწადს საკუთარი სახელი აქვს, რომელიც ორი  იეროგლიფით გამოისახება  და ყოველ სამოც წელიწადში ერთხელ მეორდება.☯

ალბათ, გსმენიათ კიდეც, რომ ჩინურ მეტაფიზიკაში სამოც სვეტიანი ციკლური მოვლენები არსებობს.
მაგალითად, 2018 წელი იანური მიწის სტიქიის ძაღლის წელიწადია და ზუსტად სამოცი წლის შემდეგ, ისევ იგივე წელი გამეორდება. მიუხედავად იმისა, რომ ძაღლი, მანამდე,  ყოველ თორმეტ წელიწადში ერთხელ დაბრუნდება, მისი სტიქია თითოეულ შემთხვევაში განსხვავებული იქნება, მეხუთე წრეზე კი (მესამოცე წელს), უკვე წლავანდელისმაგვარი ენერგიების დუბლირებით დადგება.

რაც შეეხება უშუალოდ ახალი წლის დადგომას: თუ ახალი წელი ჩვენთვის ყოველთვის 31 დეკემბრის ღამეს, პირველი იანვრის გამთენიისას დგება – ჩინური ახალი წელი არასოდეს ემთხვევა ერთ თარიღს.

ჩინური კალენდარი, თავის თავში, ორ კალენდარს აერთიანებს.  მზის კალენდარს  და მთვარის კალენდარს. საინტერესოა, რომ ახალი წლის დაწყების დრო, ორივე მათგანის მიხედვითაც განსხვავებულია.

მზის კალენდრის მიხედვით ახალი წელი ყოველთვის 3, 4 ან 5 თებერვალს შემოდის, მთვარის კაელენდარში კი ეს თარიღი იანვრიდან თებერვლის დასრულებამდე მერყეობს. არსებული დიდი შუალედი მთვარის ფაზებზეა დამოკიდებული.

მაგალითად, 2018 წელი ჩინური მთავრის კალენდრის მიხედვით – 16 თებერვალს, მზის კალენდრის მიხედვით კი – 4 თებერვალს დადგა.

ამ შემთხვევაში, შეიძლება, ბევრი დაიბნეს კიდეც.  ზოგი იმასაც ვერ არკვევს, რომელი ცხოველის წელს მიეკუთვნება მისი დაბადების დღე. საკუთარი წლის ნიშნის მთვარის კაენდრით განსაზღვრის შემთხვევაში, ხშირად შეიძლება შევცდეთ. აუცილებელია გავერკვეთ რისთვის გამოიყენებენ ამა თუ იმ კალენდარს ჩინეთში, ზოგადად.

მთავრის კალენდრის მიხედვით, ჩინელები ყოველდღიურად ცხოვრობენ – აღნიშნავენ დღესასწაულებს, ეწევიან მიწათმოქმედებასა და მებაღეობას, პატივს მიაგებენ გარდაცვლილთა სულებს…

მზის კალენდარს კი – ჩინურ მეტაფიზიკაში იყენებენ. მაზსეა დაფუძნებული ჩინური ასტროლოგია და ფენ შუიც.

ამიტომ, როდესაც გვსურს გავიგოთ რომელი ცხოველის წელს დავიბადეთ – პასუხი აუცილებლად მზის კალენდრის მონაცემებში უნდა ვეძებოთ.
არა ერთი ავტორის მიხედვით, ახალი მეტაფიზიკური წელიწადი ყოველთვის 4 თებერვალს  დგება, თუმცა, ეს ხედვა რეალობას არ შეესაბამება.  ხშირ შემთხვევაში,  ეს 4 თებერვალია, თუმცა, არსებობს გამონაკლისი შემთხვევები, როდესაც მომდევნო წლის ათვლას 3 ან 5 თებერვალს ვიწყებთ.

შესაბამისად, ისინი, ვინც დაიბადებიან 4 თებერვალს დილის 6 საათამდე იქნებიან ძაღლის წელიწადში დაბადებულნი, ხოლო შემდეგ – უკვე ტახის (ღორის) წელიწადის შვილები.
მთვარის კალენდარული ახალი წელი კი მომდევნო დღეს 5 თებერვალს შემოაბიჯებს.

ავტორი: ინი იანი

თქვენი პირადი რუკის მინერალების დასადგენად მოგვწერეთ #ლაქშმისგვერდზე გვერდზე
https://www.facebook.com/laqshmi/

თქვენი პირადი ასტროლოგიური რუკის შესადგენად მოგვწერეთ #Astrologia.geს გვერდზე 
https://www.facebook.com/Astrologia.Ge/

 

???
? ჩვენი საახალწლო ფასები  აგიმაღლებთ განწყობას ?   იმისთვის რომ ბევრად მეტი ძვირფასი ადამიანი დაასაჩუქროთ იღბლით, ბარაქით, დაცვით,  პირადი ცხოვრების  ჰარმონიული და სტაბილური შესაძლებლობებით, ორი და მეტი ნივთის შეძენის შემთხვევაში:
? ამულეტები 19
? გულსაკიდები 29
? სამაჯურები მხოლოდ 49 ლარი!

? ? ? ? ? ? ? ? ? ?? ?
? დიახ, 2019 წლის დამდეგს, ჩვენი საახალწლო აქცია ზუსტად თქვენთვისაა! საყვარელი ადამიანებისთვის განსაკუთრებული საჩუქრების გასაკეთებლად!?

? ამულეტები თემებით: სიხარული, ბარაქა, მატერიალური კეთილდღეობა, წარმატება, დაცვა, ჰარმონიული პირადი ცხოვრება – ამ ყველაფერზე ძვირფასს და განსაკუთრებულს საყვარელ ადამიანებს ახალი წლის ღამეს აბა რას ვაჩუქებთ ?

?ახლავე მოგვწერეთ

წელს, შარშანდელი გამოცდილებიდან გამომდინარე, საახალწლო შეკვეთებს 15 დეკემბრამდე ვიღებთ, ბოლო წამს რომ არ ვათიოთ ღამეები და არ ვარბენინოთ საცობშიმანქანადატოვებული ჩვენი კურიერი ფეხით, მისამართებზე ?‍♀

სწორად შერჩეულმა მინერალმა შეიძლება 100 %-ით შეცვალოს ცხოვრება უკეთესობისკენ.

დიახ, თითოეული ჩვენგანისთვის არსებობს მინერალური ქვები რომლებსაც პირადად ჩვენთვის მოაქვს წარმატება. ამ მინერალების დადგენა პირადი ასტროლოგიური რუკის ანალიზის შედეგად ხდება.

#ლაქშმისგვერდზე დამზადებული შერეული ტიპის სამაჯურები, გულსაკიდები, ამულეტები პირადი ასტროლოგიური მონაცემების დამუშავებით მზადდება.

 ქალის თუ კაცის ყველა სამაჯური, ამულეტი და თილისმა გამოდის განსხვავებული, ისეთივე უნიკალური, განუმეორებელი, როგორიც თითოეული ჩვენგანია  ? შეკვეთასთან ერთად, ჩვენგან საჩუქრად:
 ყველა მინერალის პირადი ასტროლოგიური რუკის მიხედვით შერჩევა
 ინდივიდუალური დიზაინი
 ადგილზე მოტანის მომსახურება ?
? თქვენი პირადი მინერალების დასამზადებლად მოგვწერეთ ინბოქსში:
დაბადების ადგილი, თარიღი, დრო (თუ ზუსტად იცით)
ტელეფონის ნომერი და ზუსტი მისამართი, სადაც უნდა მოვიტანოთ შეკვეთა

 

 

 

Leave a Reply