როგორ შეხვდეთ საკუთარ დაბადების დღეს, როგორ უნდა გაატაროთ დაბადების შემდეგი 12 დღე და აქვს თუ არა მას ასტროლოგიური მნიშვნელობა?!
მიხეილ ცაგარელი
დაბაროგორ უნდა შეხვდეთ საკუთარ დაბადების დღეს! დაბადების დღემდე რამდენიმე დღით ადრე, კარგად გაიაზრეთ თქვენს მიერ გატარებული მთელი წელი, თუ რამე შეცდომები გქონდათ, შეძლებისდაგვარად თუ არის საშუალება გამოასწორეთ ეს შეცდომები, ძალიან კარგია მონანიება, ანუ ძალიან კარგია მონანიება რაც დაუშვით წინა თვეების განმავლობაში და საერთოდ, მთელი ცხოვრების განმავლობაში, ეს ძალიან კარგი იქნება თუ ამას გაისტუმრებთ აღსარება-ზიარების გზით თქვენს მოძღვართან და უკვე, ყოველივე ამის შემდეგ დასახეთ ახალი მიზანი, რადგან დაბადების დღიდან იწყება თქვენთვის ისევ ახალი ციკლი, ახალი წელი თქვენი განვითარებისა.
ეს ყველაფერი უნდა გააკეთოთ თქვენი დაბადების დღის წინა კვირაში, ანუ წინა დღეებში. თქვენი დაბადების დღიდან 12 დღის განმავლობაში როგორც გაატარებთ 12 დღეს, ისეთი იქნება შემდეგი 12 თვე თქვენთვის, ანუ შემდეგ დაბადების დღემდე. როგორ უნდა გავატაროთ დაბადების დღე და დაბადების შემდეგი 12 დღე, აქვს თუ არა მას ასტროლოგიური მნიშვნელობა? როგორ უნდა გავატაროთ დაბადების დღე და დაბადების შემდეგი 12 დღე, აქვს თუ არა მას ასტროლოგიური კოსმიური მნიშვნელობა? – აქვს! ამაზე ადრეც გვქონდა ჩვენ საუბარი, კიდევ ერთხელ მინდა, ახლა მოკლედ მოგითხროთ ამის შესახებ.
12 ზოდიაქოს ნიშანი შეესაბამება 12 დღეს, დაბადების დღიდან კიდევ შემდგომ 11 დღეს. ანუ მთლიანობაში 12 დღე. ათვლა უნდა დავიწყოთ დაბადების საათიდან (ვინც არ იცის დაბადების საათი და არც ასტროლოგთან არა აქვს გამოთვლილი, ნუ რას იზავს, მაშინ მაშინ დაბადების დღე იგულისხმოს). მაშ ასე, როგორ უნდა გავატაროთ სწორად ეს 12 დღე, იმისათვის, რომ გამართული წელი გვქონდეს შემდეგ დაბადების დღემდე. 12 დღე 12 ზოდიაქოს ნიშან ხასიათებს ატარებს თანმიმდევრობით და შესაბამისად ამ ზოდიაქოს რაც ახასიათებს უნდა ის გამოიყენოთ იმ დღისით, მაგალითად: პირველი დღე ეს არის ვერძის ზოდიაქოს ნიშნის დღე – (თქვენი დაბადების პირველი დღე) – ამ დღეს უნდა იყოთ აქტიური, ინიციატივიანი, უნდა შეძლოთ საკუთარი თვითგამოვლენა წამოწიოთ წინა პლანზე, გამოავლინეთ ორგანიზაციული მონაცემები, სადაც საჭიროა მებრძოლი სულისკვეთება. ეს არის თვითშემეცნების და თვითგამოვლინების დღე!
მე-2 დღე ეს არის კუროს ზოდიაქოს ნიშნის დღე – (თქვენი დაბადების დღის შემდეგი, ანუ მე-2 დღე), – რომელიც გვამცნობს, რომ ყურადღება მიაქციეთ ფინანსურ საკითხებს, ფინანსურ გარემოებებს, თქვენს ფინანსურ მდგომარეობას, შეიძლება ბიუჯეტი დასახოთ, დაგეგმოთ, მათ შორის საოჯახო, თქვენი პირადი, ან თუ ბიზნესი გაქვთ ამ ბიზნესის ბიუჯეტიც. ეს მეორე დღე გვამცნობს, რომ იგი ითხოვს ერთგულებას ადამიანებისგან, სტაბილურობის დამყარებას, ეცადეთ მაქსიმალურად დაასტაბილუროთ თქვენი საქმე, თქვენი ურთიერთობები, იმოქმედეთ ყველგან და ყველაფერში პრინციპით ,,შვიდჯერ გაზომე, ერთხელ გაჭერი”. კუროს ოჯახი უყვარს, ამიტომ საოჯახო სიმყუდროვეც შეიგრძენით ამ დღეს.
მე-3 დღე ეს არის ტყუპების ზოდიაქოს ნიშნის დღე – (თქვენი დაბადების დღიდან მე-3 დღე) – ეს არის ის დღე, როდესაც უნდა იყოთ კონტაქტური! კომუნიკაბელურობა წამოწიეთ წინა პლანზე შეხვედრებისთვის, მოლაპარაკებებისთვის, საინტერესო ინფორმაცია მოიძიეთ, მათ შორის ინტერნეტის მეშვეობით. ძალიან კარგია ამ დღეს ურთიერთობა დებთან, ძმებთან, მეზობლებთან ურთიერთობა.. ანუ მაქსიმალურად გაააქტიურეთ ამ დღეს კომუნიკაციის ურთიერთობა, მოგზაურობისთვისაც ძალიან კარგი დღეა.. აი ამ ფაქტორებს დაუთმეთ მეტი ყურადღება.
მე-4 დღე ეს არის კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშნის დღე (თქვენი დაბადების დღიდან მე-4 დღე) – მეტი ყურადღება ოჯახს! ახლობლებს, ნათესავებს, ტრადიციებს, მეტი ყურადღება ამ პერიოდში ინტუიციას.
მე-5 დღე ეს არის ლომის ზოდიაქოს ნიშნის დღე (თქვენი დაბადების დღიდან მე-5 დღე) – უნდა გამოავლინოთ ორგანიზატორული მონაცემები, იაქტიურეთ, ენერგიული უნდა იყოთ, მეტი ყურადღება გმართებთ სასიყვარულო პარტნიორებთან, შვილებთან მიმართებაში. მოიწვიეთ ოჯახში სტუმრები.
მე-6 დღე ეს არის ქალწულის ზოდიაქოს ნიშნის დღე (თქვენი დაბადების დღიდან მე-6 დღე) – მეტი დრო დაუთმეთ ჯანმრთელობას, ვარჯიშებს, სუფთა ჰაერზე ყოფნას, სწორი დღის რეჟიმს, კოლეგიალური ურთიერთობა ითხოვს მეტ ყურადღებას. მოაწესრიგეთ თქვენი ნივთები და გარემო, რათა უფრო მეტად იგრძნოთ თავი სუფთად და კომფორტულად.
მე-7 დღე ეს არის სასწორის ზოდიაქოს ნიშნის დღე (თქვენი დაბადების დღიდან მე-7 დღე) – საქმიანი და სასიყვარულო პარტნიორული ურთიერთობებს მეტი ყურადღება დაუთმეთ, მეტად გამოავლინეთ დიპლომატიურობა, ეთიკურობა, ესთეტიზმი ხასიათში, მეტად იყავით მშვიდობის მტრედი და ყველგან შეიტანეთ სიმშვიდე.
მე-8 დღე ეს არის მორიელის ზოდიაქოს ნიშნის დღე (თქვენი დაბადების დღიდან მე-8 დღე) – მეტად დაეყრდენით ინტუიციას, მებრძოლ უშიშარ ხასიათს, სულისკვეთებას, შეუპოვრობას, მიზანსწრაფვას, მოთმინებას, შრომისუნარიანობას, მოქმედებისას ეს იქნება წარმატების ფაქტორი, სექსუალური კონტაქტებისთვის ძალიან კარგი დღეა.
მე – 9 დღე ეს არის მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშნის დღე (თქვენი დაბადების დღიდან მე-9 დღე) -იყავით მაქსიმალურად ოპტიმისტი, იმოგზაურეთ, შეხვედრები, კონტაქტები, მიიღეთ ინფორმაციები.
მე-10 დღე ეს არის თხის რქის ზოდიაქოს ნიშნის დღე (თქვენი დაბადების დღიდან მე-10 დღე) – მეტი ყურადღება დაუთმეთ კარიერულ განვითარებას, ხელმძღვანელებს, კოლეგებთან ურთიერთობების გაუმჯობესებას.
მე – 11დღე ეს არის მერწყულის ზოდიაქოს ნიშნის დღე (თქვენი დაბადების დღიდან მე-11 დღე) -მეტი დრო დაუთმეთ მეგობრებს, სპონტანურ იმპროვიზაციას, მეტად თავისუფალ და ლაღ მოქმედებას და სპონტანურ იმპროვიზაციებს.
მე – 12 დღე ეს არის თევზების ზოდიაქოს ნიშნის დღე (თქვენი დაბადების დღიდან მე-12 დღე) -თვითშემეცნების დღე, აქ მეტი ყურადღება დაუთმეთ საკუთარ თავს, საკუთარ შეცდომებს და მათ გამოსწორებებს, ძალიან კარგია ლოცვა, მონანიება, აღსარება-ზიარების გზით თქვენს მოძღვართან და ამის შემდგომ შეეცადეთ ახლებურად ცხოვრების დაწყებას.