როგორ შევიცნოთ თხის რქა
ლინდა გუდმანი
„მოხუცი ხართ. მამა უილიამ.“ თქვა ახალგაზრდამ,
„და თქვენი თმაც ძლიერ გათეთრებულა;
და მაინც, განუწყვეტლივ, ყირაზე დგახართ მძიმე მუშაობით –
ფიქრობთ, რომ თქვენს ასაკში ეს სწორია“?
ნებისმიერი რაოდენობის დრო, გარდა ნიავის წამოქროლებისა, შეიძლება დაგჭირდეთ თხის რქის ხასიათის დასაჭერად. ისწავლით როგორ იცნოთ ეს ნიშანი, მაგრამ წინასწარი მომზადება დაგჭირდებათ. შეისწავლეთ ჩუმი ობობა. პირველ რიგში. მას შანსი არ აქვს სწრაფად მფრენი მწერების წინააღმდეგ. თუმცა, ისინი, მის ჭკვიანურად გაბმულ ქსელში ებმებიან და ობობაც იმარჯვებს. გაიხსენეთ, ეზოპეს ნელი კუ, სასაცილოდ რომ მიბობღავდა იმ შეჯიბრში. შანსი არ ჰქონდა სწრაფი, ნათელი კურდღლის წინააღმდეგ. მაგრამ თავქარიანი კურდღელი ყველა მიმართულებით მიდის, მიზანს ივიწყებს და აქაც, კუ იმარჯვებს. დააკვირდით თხას, მთის ფერდობზე რომ ადის. შანსი არ აქვს უფრო ჭკვიანი ადამიანების სტრატეგიის წინააღმდეგ, მას რომ მისდევენ. თუმცა, მონადირეები უკან რჩებიან, როცა მტკიცე თხა მთელი მონდომებით ძვრება კლდიდან კლდეზე თავის უნიკალური ფორმის ჩლიქებით და თხა იმარჯვებს.
პირადი რუკის შესადგენად მოგვწერეთ >> piradihoroskopi@astrologia.ge
ახლა, შეისწავლეთ თხის რქა. სად იპოვნით მას? უბრალოდ, ნებისმიერ ადგილას, სადაც შეუძლია დაწინაურდეს და თავი გაიუმჯობესოს. ნებისმიერ ადგილას, სადაც შეუძლია წინ წავიდეს და წაიწიოს თავისი ჩუმი ამბიციებით. მოსინჯეთ საზოგადოებრივი შეკრება. თხის რქა არაა უზრუნველი მოქეიფე ტიპი, მაგრამ თხა, რომელსაც ჩვენ ვსწავლობთ, ისეთივე საზოგადოების კიბეზე მცოცავია, როგორც მთის კალთაზე. შეარჩიეთ შერეული ჯგუფი, უმჯობესია მაღალი შემოსავლების მქონეთა დონეზე. შეგიძლიათ საშუალო შემოსავლების ადამიანთა დონეც მოსინჯოთ, მაგრამ რაც უფრო ჩადიხართ მის ქვემოთ, მით უფრო ნაკლებია თხის რქის პოვნის შანსი. სავარაუდოდ, თავზე სანათურის საჩრდილობელი არ ეკეთება, ტეპ დენსს არ იცეკვებს და ყურადღების მიპყრობას არ ეცდება ნებისმიერი გზით; ის უფრო აღფრთოვანებული მაყურებელი იქნება უკანა რიგებში. შესაძლოა პირველად ვერც კი შენიშნოთ, როცა ჩუმად და მშვიდად ადევნებს თვალს ყველა თვალისმომჭრელ, მიმწოლ, მომხიბლავ, აგრესიულ და შესანიშნავ პიროვნებას, თავის გარშემო. მოგეჩვენებათ, რომ ჯგუფში ყველა წევრი უმაღლესი აღჭურვილობით არის მომზადებული შეჯიბრისთვის – ნებისმიერი სახის შეჯიბრისთვის. ბევრი მათგანი იტყუება, ზოგიერთს ეშინია, მაგრამ ისინი, ყველა უმაღლესად დახვეწილები არიან და თხის რქას, თითქოს, შანსი არ აქვს მათ წინააღმდეგ. და მაინც, ის გაიმარჯვებს.
პირადი რუკის შესადგენად მოგვწერეთ >> piradihoroskopi@astrologia.ge
რამდენიმე წლის წინ, ნიუ იორკის ასტროლოგის წიგნების მაღაზიაში შევიარე. მას შემდეგ, რაც დაუდევრად ვაფრქვიე ჩემი სიბრძნის მარგალიტები, მივეცი რჩევა, რომელიც არ უთხოვია, თუ რომელი წიგნები შემოეტანა გასაყიდად და ასტროლოგიურ თეორიებზე ვეკამათე, მივხვდი, რომ ის თხის რქა იყო, ის კი მიხვდა, რომ მე ვერძი ვიყავი. დიდი თვითკმაყოფილებით, მივხვდი მის ასცენდენტს, უფრო ჩქარა ვლაპარაკობდი, უფრო სწარაფად ვმოძრაობდი და ისე ჩანდა, რომ სიტუაციასაც მე ვფლობდი. სანამ წავიდოდი, მომხიბლავად, მშვიდად გამიღიმა და არაჩვეულებრივი უნგრული აქცენტით, სასაცილო რამ მითხრა. „თხის რქა ყოველთვის აჯობებს ვერძს. თხა მოუგებს ყოჩს.“ ეს სიტყვები მსუბუქად ითქვა, მაგრამ საკმაოდ სერიოზული იყო, როცა ამბობდა. ნახე, რამხელა წარმოდგენა აქვს თავზე-მეთქი, ვიფიქრე. არავის შეუძლია, ორმაგ ვერძს აჯობოს-მეთქი. იცით, რა? როდესაც მე ვერ ვშოულობ იმ წიგნებს, რომლებიც მჭირდება და რაც ნოემ თავის კიდობანი ააშენა, იმის მერე აღარ იბეჭდება, თხის რქა ყოველთვის პოულობს მათ. თანდათანობით, იძულებული გავხდი, საკადრისი პატივი მიმეგო მისი აღმატებულობისათვის. ახლა, აი აქ, ვაღიარებ ამ მზის ნიშნის თვისებებს, რომლებიც მშურს, მაგრამ მე არ მაქვს. ხედავთ? თხის რქამ მოიგო.
მორიგი აღიარება. როგორც ვერძი, ვერ ვიტან მითითებებს. ვერც ერთი ვერძი მწერალი ვერ აიტანს, მისი ნაშრომის ჩასწორებას ვიღაც სხვის მიერ. ბოლო დროს, შემომთავაზეს რომ თხის რქა ქალი გადაავლებდა თვალს იმას, რაც დავწერე. გავცოფდი. გარეგნულად დავთანხმდი, მაგრამ ჩუმად გადავწყვიტე, რომ ის ჩემს გონებრივ პროდუქტში, ერთ სიტყვასაც ვერ შეცვლიდა. მხოლოდ თავს მოვაჩვენებდი, რომ ვეთანხმებოდი. ჩუმად, თითქმის მოკრძალებულად მომაწოდა რჩევები და ჩემი სურვილის წინააღმდეგ, ძალზე ცხადად დავინახე, რამდენად ჭკვიანურნი იყო ისინი. რატომ მე თვითონ ვერ მოვიფიქრე იმ ფრაზის შემოკლება და იმ სიტყვის შეცვლა? მას შემდეგ, რაც უხალისოდ მივყევი მის მითითებებს უკანასკნელ ასომდე, მტკივნეულად აშკარა იყო ნაშრომის გაუმჯობესება. თხის რქამ ისევ მოიგო.
საბოლოოდ, ჩემი აგრესიული ვერძული ტვინით დავასკვენი, რომ მათთან ბრძოლა არ ღირს. შეგიძლიათ, თქვენც იგივე გააკეთოთ. შეიცოდეთ დაჟინებული გამყიდველი, რომელიც თავის უეშმაკო თხის რქა მყიდველს აფასებს და ფიქრობს: „ეს კარგი გამოუცდელი ვინმეა. ბრუკლინის ხიდსაც კი მივყიდდი.“ მას ჯერ კიდევ ბევრი აქვს სასწავლი.
რადგანაც თხა ასე ფრთხილად ერევა ადამიანთა ჯგუფებში, ქვეცნობიერად ინიღბება უკანა რიგებში, ყოველთვის იოლი არაა ამ მზის ნიშნის ფიზიკური მახასიათებლებით ამოცნობა. თხის რქები შეიძლება ჩაფსკვნილი და დაკუნთულები, გამხდრები და ამტანები, ან ფუმფულები და მშვიდები იყვნენ. თუმცა, მათი აღნაგობის მიუხედავად, თხაზე შთაბეჭდილება დაგრჩებათ, რომ იმ წერტილზეა მიჯაჭვული, სადაც დგას, სანამ სხვა ადგილას გადასვლას არ გადაწყვეტს. საერთოდ, სატურნიანელებს სწორი, თხელი, მუქი თმა აქვთ, მუქი, მტკიცე თვალები და შავგვრემნები არიან, ნამზეურის ფერის კანით. ნახავთ ქერა ხვეულთმიან და ლურჯ თვალებიან თხის რქებსაც, მაგრამ კარგად დააკვირდით. ახლა გულწრფელად თქვით, სინამდვილეში, ისე არ გამოიყურებიან, თითქოს მუქი თმით, თვალებითა და კანით უნდა იყვნენო დაბადებულნი? დელიკატური შტრიხია, მაგრამ მართებული. ავიღოთ მარლენ დიტრიხი, მაგალითად. დრეზდენის ფაიფურის ფერის კანი, მწვანე თვალები და ხორბლისფრად მბზინავი თმა. კიდევ შეხედეთ. დააკვირდით მის მშვიდ, ფრთხილ, წინასწარ მოზომილ მოძრაობებს. მოუსმინეთ მის ღრმა, ხორხისმიერ ხმას. მხედველობაში მიიღეთ მისი ლეგენდარული ძლიერი საქმოსნის თავი და მიწიერი ამბიცია. ეს ყველაფერი უფრო მტკიცე, დასაყრდნობი შავგვრემნის გამოსახულების სინონიმები არაა? დახელოვნდით ამ პატარა ხრიკში და თხის რქის გარეგნობა აღარასდროს მოგატყუებთ.
პირადი რუკის შესადგენად მოგვწერეთ >> piradihoroskopi@astrologia.ge
სატურნიანელ პიროვნებას, ყოველთვის მელანქოლიისა და სერიოზულობის, რაღაც გაურკვეველი აურა აკრავს. ვერც ერთი ვერ ახერხებს მთლიანად გაექცეს სატურნის მკაცრი დისციპლინისა და თვითაღკვეთის გავლენას. ბევრ თხის რქას ძლიერი ტერფები აქვს და პრაქტიკულ ფეხსაცმელს ატარებს. მარჯვე ხელები აქვთ, ხმა, ჩვბეულებრივ, წყნარი და დამამშვიდებელი და შეიძლება შეამჩნიოთ მაამებელი და დამარწმუნებელი სირბილე საუბრისას. თხის რქები, შესაძლოა ბუმბულის საბანივით უწყინრებად გამოიყურებოდნენ და იქცეოდნენ, მაგრამ ლურსმნებიანი ყუთივით არიან. ისინი დაჟინებით, დაუღალავად უტევენ, შეურაცხყოფას, წნეხს, იმედგაცრუებებსა და ვალდებულებას ისევე მშვიდად იტანენ, როგორც თხა ინელებს ჟანგიან თუნუქის ქილებს, მინის ნამსხვრევებსა და მუყაოს. მასსავით, თხის რქებსაც რკინის მუცელი და საშიში რქები აქვთ. სანამ მხიარული, მოცინარი ექსტროვერტები თავიანთ ძალებს აქეთ-იქეთ ფლანგავენ, თხის რქები ერთი ინჩითაც არ გადაიხრებიან არც ერთ მხარეს. ხშირად გავლილი გზის უსაფრთხოებაში დაბადებიდანვე დარწმუნებულები, მტკიცედ მიჰყვებიან აღმართს და არად აგდებენ მაცდურ გადასახვევებს, რომლებიც გზას მოკლეზე ჭრიან და რომლებიც იციან, რომ სავსენი არიან მახეებით.
თხის რქები უზარმაზარ პატივს სცემენ მათ, ვინც მთის მწვერვალზე ასვლა დაასწროთ და ვინც ამ მოგზაურობისას წესებს ემორჩილებოდა. ისინი წარმატებას ეძიებენ; პატივს სცემენ ზემდგომებსა და აფასებენ ტრადიციებს. ბევრი ენერგიული, იმპულსური ადამიანი, მათ სნობისა და შეზღუდულის იარლიყს აკრავს. თხას თავისი კრიტიკოსები შეუძლია აქეთ დაახასიათოს სულსწრაფებად და სულელებად, მაგრამ, ჩვეულებრივ, საკმაოდ ბრძენია, რომ თავს აჰყვეს და ამგვარი თავდაცვით, არასაჭირო მტრები შეიძინოს. სატურნით მართულები ემორჩილებიან. თანხმდებიან. თმობენ. თუ უბრალოდ თავს აჩვენებენ ასე?
თხის რქა აცლის სხვებს მის წინ მიდიოდნენ, მაგრამ ხშირად თვითონ აღწევს პირველი დანიშნულების ადგილამდე, ყველანაირი ლოგიკის საწინააღმდეგოდ. ფრთხილად ერიდება დაბრკოლებებს, ბასრ ქვებს. სულ ერთია, იგი იშვიათად თუ წაიფორხილებს. მისი თვალები ვარსკვლავებზე არაა მიჯაჭვული. იგი წინ იყურება და მიწაზე მყარად დგას. შური, ვნება, იმპულსები, რისხვა, ქარაფშუტობა, მფლანგველობა, სიზარმაცე, უყურადღებობა – დაბრკოლებების სრულ სიას წარმოადგენს. დაე, სხვები წააწყდნენ და დაეცნენ მათ წინაშე. მაგრამ არა თხის რქა. შესაძლოა, ცოტა ხნით უკანაც მოიხედოს მარცხის გამო სიბრალულით, ან მადლიერებით წარსული რჩევისა და დახმარებისათვის, მაგრამ ისევ მალე განაგრძობს მაღლა მტკიცედ ცოცვას მანამ, სანამ მიზანი არ მიიღწევა.
პირადი რუკის შესადგენად მოგვწერეთ >> piradihoroskopi@astrologia.ge
არიან საკმაოდ რომანტიკული თხის რქებიც, რომელთაც ესმით მთვარის უცნაური სინათლის და პეპლის ფრთების ბრწყინვალე ფერების. თუმცა, ისინი საკუთარ ემოციებს არ მისცემენ უფლებას ფაქტების დანახვისას დააბრმავონ. არ მისცემენ თუ ტიპური სატურნიანელები არიან. თუ თხის რქა სასიყვარულო ლექსს წერს, წარმოსახვითა და ილუზიით სავსეს, თემა, რასაც ის შეეხება, სოლიდური იქნება და პუნქტუაციაც სათანადოდ დაცული. ზუსტად მოხვდება საჭირო წერტილში და გრძნობებსაც არასდროს მიეცემათ საშუალება კიდეებიდან გადმოხეთქონ. ნუ უგულვებელჰყოფთ მიღებულ ჩვეულებებს, თუ თხის პატივისცემის მოპოვება გინდათ. უფრო მეტად გამბედავებიც კი, და ისინი გამონაკლისები არიან, დააკვირდებიან საზოგადოებაში დაშვებულ, სულ ცოტა, გარეგნული მხარის სახეს მაინც. საზოგადოებრივი სცენები და უხეში, შიშველი, უკონტროლო ვნებები აცბუნებთ მათ.
რიგითი თხის რქა დაივიწყებს ამბიციების დამალვის ტაქტიკას და უარს განაცხადებს მუშაობაზე, თუ საქმის სათავეში არაა. შემდეგ ჯიუტ თხად გადაიქცევა, რომელიც დაჟინებულია კიბის უმაღლესი საფეხურიდან დაიწყოს, იქიდან, რომელიც მიაჩნია, რომ მისი ადგილია. ჩვეულებრივ, ასეთი მიდგომა მოღუშულ, პესიმისტ, ცივ და ეგოისტ ადამიანს წარმოქმნის, რომლის დაკმაყოფილება შეუძლებელია. თუმცა, რამდენიმე მძიმე შეჯახება, ჩვეულებრივ, საკმარისია ხოლმე მის სწორ გზაზე დასაყენებლად.
პირადი რუკის შესადგენად მოგვწერეთ piradihoroskopi@astrologia.ge
ახალგაზრდა თხის რქები, ჩვეულებრივ, უფრო კმაყოფილნი არიან, ვიდრე ხანში შესულები და ამის კარგი მიზეზი არსებობს. სატურნით მართული ახალგაზრდები, წინაპრებსა და უფროსებს თითქმის ისევე სცემენ თაყვანს, როგორც ჩინეთში. ასაკობრივი სიბრძნისა და გამოცდილებისადმი პატივის ცემა ფესვგადგმულია სატურნისეულ ბუნებაში. როცა ისინი ხანში შედიან და „ღირსეული წინაპრები“ და ძველი ხალხი უკვე წასულები არიან, ახალგაზრდა თაობის თავაწყვეტილმა ქმედებებმა, შესაძლოა შეაშინოს და საგონებელში ჩააგდოს კონსერვატორი თხები. დადიან, „ნწ,ნწ!“-ო თავს გადააქნევენ და ძველ, კარგ დღეებზე ბუტბუტებენ ხოლმე. საბედნიეროდ, მიუხედავად ამისა, მათი საკმაოდ დიდი პროცენტი ეჩვევა და წინ უხვდება ხოლმე ამ გამოწვევას. თბილი სანახავია გაჭაღარავებული თხის რქა, რომელიც ახალგაზრდობასთან ერთად მხიარულად დახტის, ცხოვრებაში პირველად რომ სწავლობს ბავშვურ ხალისიანობას, ასე რომ აკლდა მაშინ, როცა სერიოზული ახალგაზრდა იყო. ხანში შესულ თხის რქებს ან ხასიათი უმძიმდებათ და უმჟავდებათ, ან ბედნიერად ერთობიან ჰულაჰუპებით და ბუგალუზე (ლათინო-ამერიკული მელოდია) ცეკვავენ. ზოგიერთი მათგანი, უხერხულ შუალედში გაჩხერილი, შეკავებული აღტაცებით იღიმის, როცა განზე ზის და ფეხს მუსიკის რიტმს აყოლებს, მაგრამ ვერასდროს იკრებს საკმარის გამბედაობას, რათა კარუსელს შემოახტეს.
პირადი რუკის შესადგენად მოგვწერეთ >> piradihoroskopi@astrologia.ge
იშვიათად ნახავთ თხის რქის სწორ, კარგად მოყვანილ ცხვირს სხვების საქმეში გაჩხერილს, ან სატურნისეული ენის ჭარტალს ჭორაობისას. თუ მზის ნიშანთან ერთად, ასევე თევზების ან ტყუპების მავნე გავლენა აქვთ, შესაძლოა ცოტა ყბედობა ახასიათებდეთ, მაგრამ, ჩვეულებრივ, საკუთარი საქმეების მიხედვითაც კმაყოფილად გრძნობენ თავს. ხშირად არ მოგცემენ რჩევას, რომელიც არ გითხოვიათ, მაგრამ როდესაც განზრახ ეძიებთ მათ პრაქტიკულ სიბრძნეს, არ შეყოყმანდებიან მის გადმოცემაზე გამოკვეთილი ობერტონით. ასევე, მოელიან, რომ გაითვალისწინებთ კიდეც. თხის რქას ნასწავლი აქვს მოვალეობასა და პასუხისმგებლობასთან თავის გართმევა და იმედგაცრუებების ატანა. თუ არ შეგიძლიათ მის მაგალითს მიჰყვეთ, დიდ დროს არ დახარჯავს თქვენს სწავლებაზე და მხოლოდ ოდნავ თუ გითანაგრძნობთ.
შესაძლოა წაიკითხოთ, რომ თხის რქები ფულისა ან საზოგადოებრივი მდგომარეობისათვის ქორწინდებიან. ეს გადაჭარბებაა, თუმცა ვიტყვი, რომ ეჭვგარეშეა, თხის რქა იყო ის ადამიანი, რომელმაც აღნიშნა – „ისევე იოლია დირიჟორი შეგიყვარდეს, როგორც მეორე ვილინოსთან გქონდეს მცირეხნიანი რომანი.“ პრაქტიკული თხა იშვიათად გადაეშვება თავით საქმიან ურთიერთობასა თუ ქორწინებაში, თუ პირველისათვის ფინანსურად, ხოლო მეორისათვის – ემოციურად, მზად არაა. ეს ადამიანები უცნაურ რამეებს გააკეთებენ თავის დაზღვევისათვის. მხცოვნობის ასაკი მუდამაა სატურნიანულ გონებაში. ახალგაზრდა თხის რქებსაც კი, ინსტინქტურად ეყვარებათ ბიძია ჯასპერთან ან დეიდა მინერვასთან სტუმრობა. ბოლოს და ბოლოს, მოყვარულ ნათესავებს შესაძლოა რამდენიმე კავშირი ან რაღაც ქონება ჰქონდეთ, გარდა იმ ფაქტისა, რომ სასიამოვნო და ახლობელი ხალხია. ნამდვილად არავის ენდომება, ქონება ანდერძით შინაურ იადონს დარჩეს. თქვენ შესაძლებელია იფიქროთ, რომ მსგავსი დამოკიდებულება ცივი და ანგარიშიანია, მაგრამ თხის რქისათვის, მხოლოდ და მხოლოდ, გონივრულს წარმოადგენს. შანსს არასდროს დასჭირდება თხის კარებზე ორჯერ დაკაკუნება. იგი პირველივე კაკუნის ხმას გაიგებს. სინამდვილეში, კარებს ეყუდებოდა, აყურადებდა და ელოდა კიდეც მას.
ბავშვობაში, თხის რქები მიდრეკილები არიან სისუსტისაკენ უფრო მეტად, ვიდრე სხვა პატარები, მაგრამ ორივე – ძალაცა და ავადმყოფობისადმი გამძლეობაც, იზრდება ასაკთან ერთად. ტიპურ თხას მშვიდი, თავდაჭერილი ბუნება, ისეთ გასაოცარ ამტანობასა და გადარჩენის პოტენციალს ანიჭებს, არც თუ ისე უჩვეულო იქნება, საუკუნის ნიშნულსაც თუ გადააბიჯებს. სატურნიანელებს წესით უნდა შეეძლოთ ექიმებისა და საავადმყოფოებისგან თავის დაღწევა, მაგრამ ამას ვერ ახერებენ, რადგან შიში, გაურკვევლობა, წუხილი და დაღვრემილობა მიკრობებზე უფრო მომაკვდინებელია. პრაქტიკული დიეტის არანაირ დოზას, კონსერვატორულ მეთოდებსა და ჯიუტ წინააღმდეგობას არ ძალუძთ პესიმიზმისაგან მომდინარე საფრთხეების დაძლევა. თხის რქებმა, რომელთაც ავადმყოფობის თავიდან აცილება სურთ, ბევრი უნდა ივარჯიშონ სახლის გარეთ და ჩამოყალიბდნენ უფრო მეტად დადებით, გახსნილ პიროვნებებად. სოფლის სუფთა ჰაერი და შემწყნარებლურობის სუფთა ნიავი, სატურნიანულ ჯანმრთელობაზე ჯადოსნურად იმოქმედებს.
პირადი რუკის შესადგენად მოგვწერეთ piradihoroskopi@astrologia.ge
ორივე სქესის თითქმის ყველა თხას მგრძნობიარე კანი აქვს. შესაძლოა ჰქონდეთ ნერვებისაგან გამოწვეული გამონაყარი, ალერგიები, დახორკლილი და დამსკდარი კანი, ოფლიანობის ზოგიერთი თავისებურებები, გადიდებული ფორები და აკნე. კუჭ-ნაწლავის სისტემის მოშლილობა, შეუფერებელი საკვებისაგან და მენტალური დაძაბულობაც გავრცელებულია. შესაძლებელია, ასევე ხელისა და ფეხის მოტეხილობები. სუსტი ადგილებია კვირისთავი, სახსრები და ძვლები, ფსიქოსომატური (სოციალური, ფსიქოლოგიური და ქცევითი ჩვევების გავლენა ადამიანის ორგანიზმზე) დამბლა, მძაფრი თავის ტკივილები და თირკმლის ინფექციები, სატურნისეული მელანქოლიის დამატებითი ნაყოფებია.
მათ ან ლამაზი, თეთრი, ძლიერი კბილები ექნებათ ან გამუდმებული პრობლემები და დაუსრულებელი ვიზიტები კბილის ექიმთან, ან ერთი ან მეორე. საერთო ჯამში, თუ ხანგრძლივ ავადმყოფობებს იცილებენ თავიდან, გამოწვეულს ხანგრძლივი დეპრესიებისაგან, თხის რქის შეუპოვრობა სიცოცხლის მიმართ აღსანიშნავია. თუმცა, სულაც არაა აღმაფრთოვანებელი, უკანასკნელი ფოთოლი იყო ხეზე, თუ ართრიტისა და რევმატიზმებისაგან იტანჯები. თხამ მზის სინათლე და სიცილი უნდა ეძიოს წვიმაში, რათა ჯანმრთელობა შეინარჩუნოს.
ისეთი მორცხვი, საყვარელია, ოდნავ ჯიუტი შეიძლება, მაგრამ ამისათვისაც მორიდებული. ისე უწყინარი ჩანს. რაოდენ უსაფრთხო ადამიანია, რომ ენდო და გაენდო – რა სასიამოვნოდ გიმაგრებს ეგოს. ვინ დასწამებს, ან ეჭვს მიიტანს, რომ ამბიციურია? მთელი ამ ხნის მანძილზე, თხის რქა თქვენს საკუთარ სისუსტეებს, პატივმოყვარეობასა და ეჭვებს იყენებს, რათა თვითონ უფრო გაძლიერდეს. იგი გამოსადეგარი და საბოლოოდ იმდენად აუცილებელი ხდება, რომ სთხოვთ სადავეები თვითონ აიღოს. შემდეგ მოკრძალებულად დაიწყებს მართვას კუთხიდან, ძალაუფლების სიმების თავმდაბლად მოქაჩვას. თხა მალავს თავის ეგოს, რათა მიიღოს ის, რაც მის მეს სინამდვილეში სურს – ნამდვილი წინამძღოლის ადგილი. კეთილმოსურნე, მაგრამ თანდაყოლილი ფრთხილი სიბრძნით, იგი წარსულს უარყოფისგან, ხოლო აწმყოს გაურკვევლობისაგან იცავს, ასე რომ, შეგიძლიათ ხვალინდელი დღე მშვიდად აშენოთ.
მას არ სჭირდება აღლუმს გაუძღვეს ჩასაბერი საკრავების დიდ ჯგუფთან ერთად. იგი აღლუმის ჩატარების ნებართვას გასცემს და მის მარშრუტს სცენის უკანა მხრიდან გეგმავს. ყოველ გაბედულ, სარისკო საქმიანობას სჭირდება ძლიერი, სანდო თხის რქის მიერ მაჩვენებლის დადგენა, როცა რაიმეს არასწორად გაიანგარიშებენ და წაფორხილდებიან. კუპრივით შავის დისციპლინა და ფორმალურობა, ყავისფრის – სოლიდური პრაქტიკულობა, მუქი მწვანის – ღრმა, გულწრფელი ოცნებები – ესაა მისი გამძლე ცისარტყელის შემადგენელი ფერები. ნელა მიდის თავის ჩუმ ტყეში, რბილი ხავსით მოფენილში და სუროზე მიცოცავს, სატურნის რვა დამალულ საგანძურს ეძიებს. ძვირფასი, წითელი ლალებია დამარხული თხის რქის მტირალა ტირიფის ძირში, წმინდა, გლუვი ონიქსის გამძლე და სადა მარადიული სილამაზე. თხის რქის მისწრაფება მყარია და მისი ქვანახშირი გამძლე ცეცხლის ენებად იწვის.
პირადი ასტროლოგიური მინერალების სამაჯურის შესაკვეთად გადადით ბმულზე >>
თხის რქა კაცი
„არ ალოდინო, შვილო! რატომ, როცა მისი დრო, წუთი ათასი ფუნტი ღირს! და მთელი დრო უსაქმოდაც ნუ იყიალებ… უმჯობესია, საერთოდ არაფერი თქვა. ენაში ერთი სიტყვა ათასი ფუნტი ღირს!“
მას გარშემო თვითნაკეთი აგურის კედელი არტყავს. მორცხვია, მაგრამ ძლიერი და მტკიცე. სასიამოვნოა, მაგრამ უკიდურესად ამბიციური. ისე ჩანს, თითქოს ლეგენდარული, ჩუმი, მიწიერი კოვბოივით, თხის რქა კაცს მარტო ყოფნა ურჩევნია. არაფერიც არ ურჩევნია. სულაც არა.
ჩუმად თხის რქას აღფრთოვანება სწყურია. სიამოვნებით გააოცებდა ხალხს მფრინავ ბაგირზე. პირად ოცნებებში, თხა გამოუსწორებელი რომანტიკოსია, მაგრამ სატურნი ბორკავს მის ბუნებას. დისციპლინის მკაცრი პლანეტა მისგან მშვიდ ქცევას, პრაქტიკულ მოქმედებებს და სერიოზულ განზრახვებს მოითხოვს. ეს მისი ჯვარია და ხშირად სატარებლად მძიმეც. ზოგჯერ, თავის იმედგაცრუებას უხეში ქცევით დაფარავს და ზოგჯერაც, მოულოდნელი და შეუსაბამო იუმორით გაგაოცებთ, ხუმრობის ხასიათი ყოველთვის ირონიული იქნება. თუმცა, ეს ხშირად ყველაზე სასაცილო სახეა ხოლმე და თხის რქები საკმაოდ სახალისოებიც შეიძლება იყვნენ, როცა სარკასტულ და მშრალ იუმორს იყენებენ და ხუმრობებს ისვრიან.
მყარი, დასაყრდნობი თხის რქა კაცი გადმოაბრუნეთ შიგნიდან გარეთ და მხიარულ, ნაზ მეოცნებეს აღმოაჩენთ, რომელიც იმ თავისუფალ ქარს ეძებს, თმაში რომ გაუვლის, ქათინაურების ტკბილი სურნელი დამათრობლად ეჩვენება, რომელიც ამაღელვებელი რამეებისკენ ისწრაფვის და თავგადასავალი სწყურია. მხოლოდ რამდენიმე რჩეულს თუ შეუძლია, ამ ეული სულის გათავისუფლება თავისივე საიდუმლო ციხიდან.
პირადი რუკის შესადგენად მოგვწერეთ piradihoroskopi@astrologia.ge
მზის ნიშნები, არაჩვეულებრივად გამოსადეგი შეიძლება იყოს, თუკი მიდრეკილი ხართ, წიგნი მისი ყდის მიხედვით შეაფასოთ. აი, ფიქრობდით, რომ თხის რქა ყმაწვილისგან, სკოლის მასწავლებელი შესანიშნავი დადგებოდა, მაგრამ საყვარელი – საცოდავი. აქვე გადაწყვეტდით, რომ მას ერჩივნებოდა პრეზიდენტი გამხდარიყო, ვიდრე თქვენი. ისეთი კაცის შთაბეჭდილება დატოვა თქვენზე, რომელიც არჩევდა თავისი სახელი სოციალურ რეგისტრში ჩაწერილი ენახა, ვიდრე თქვენს დღიურში. ახლა აღმოაჩინეთ, რომ ისევე თბილი და მეგობრული გული აქვს, როგორც ზამთრის ღამეს დანთებული მყუდრო კოცონია. ვიცი, რომ ეს გამამხნევებელია, მაგრამ ერთი წუთით მაინც მოიცადეთ, ვიდრე მასთან ძალიან მაგრად ჩასახუტებლად გაქანდებით და მოლოდინს შეიქმნით, რომ მთვარეზე გაგაფრენთ. ის მოულოდნელობები, რომლებიც მე აღვწერე, მისი შინაგანი ბუნების ნაწილია. აღფრთოვანებული და მოხიბლული დარჩება, თუ ამოიცნობთ, მაგრამ შინაგანი ბუნება ზუსტად ამას ნიშნავს – შინაგან ბუნებას. დიდი შანსია, რომ უზრუნველი გატაცების იმ მთელ თხელ ოცნებებს, არასდროს მისცემს გაქცევისა და თავისუფლად პარპაშის საშუალებას. უბრალოდ, იცოდეთ, რომ ისინი მის შინაგანშია. ეს უკვე საკმარისია. ნუ დაელოდებით, როდის დაიწყებს თქვენი თხის რქა ბაიებზე ფეხშიშველა სირბილს. მის ძირითად, სატურნიანელ პიროვნებას ვერ შეცვლით.
პირადი რუკის შესადგენად მოგვწერეთ >> piradihoroskopi@astrologia.ge
თუმცა, შეგიძლიათ იცინოთ, მის უთავბოლო უაზრო ხუმრობებზე მანამ, ვიდრე საკმარის გამბედაობას არ მოიკრებს, უფრო რთული ხუმრობების მოსაყოლად. შეგიძლიათ მიანიშნოთ, რომ თქვენი აზრით, მისი კონსერვატორული ქცევის მიღმა, დაგროვილი ცეცხლი იმალება, ვიდრე ერთ-ორ ალს გარეთ გამოსვლის საშუალებას არ მისცემს. შეგიძლიათ უთხრათ, რომ მისი ოცნებები თქვენთვის უფრო ფერადია, რადგანაც არც ერთი ოცნება არაა ისე ნათელი, ვიდრე ის, რომელიც მართლაც ხდება, ასე წააქეზებთ უფრო მეტი მათგანი შეთხზას. ერთ დღესაც, იგი თავისი განსაკუთრებული მთის მწვერვალზე იდგება და თქვენც მის გვერდზე იქნებით, უსაშველოდ ამაყი თქვენი მიზანდასახული თხით და უსაშველოდ გახარებული, რომ მისი პრაქტიკული ოცნებების ირწმუნეთ.
თხის რქები თავს აჩვენებენ, თითქოს ქათინაურების გარეშეც შეუძლიათ ცხოვრება და როდესაც მას იღებენ, მათი ქცევა საკმაოდ დამაჯერებელი საბუთია. რამე სასიამოვნო გითქვამთ თქვენი თხის რქა კაცისთვის და შეგიმჩნევიათ, რომ ისევე უემოციოდ მიიღო, როგორიც თავისივე სახეა? ნუ აჩქარდებით. უბრალოდ იმიტომ, რომ თხა ასეთი ექსპერტია საკუთარი თავის მოტყუებაში, არ ნიშნავს იმას, რომ თქვენც უნდა მოტყუვდეთ. სინამდვილეში, უზომოდ სჭირდება ეუბნებოდნენ, რომ ის კარგია, ჭკვიანი, სიმპატიური, სასურველი და საინტერესო, მაგრამ რადგანაც თავის საჭიროებას იშვიათად გახდის შესამჩნევს, ცოტა ორქიდეას იღებს. შედეგად, შესაძლოა ცოტა მოუქნელი იყოს და ზუსტად არ ეცოდინება რა გააკეთოს, როცა ვინმე ღიად გამოხატავს მის მიმართ აღფრთოვანებას, ასე რომ, თავის შეცბუნებას ან ირონიული ხუმრობით ფარავს, ან მისთვის ყურადღების არ მიქცევით, ესაა რეაქცია, რომელიც ხალხს ყინავს და გადააწყვეტინებს აღარასდროს გარისკონ ამ არაფრის გამომხატველი სახის შექება.
პირადი რუკის შესადგენად მოგვწერეთ piradihoroskopi@astrologia.ge
შთაბეჭდილება იქმნება, რომ ქათინაურები ეზიზღება და შესაბამისად კიდევ უფრო ცოტას იღებს. მანკიერი წრეა. შესაძლოა ეს თქვენი ბრალი უფროა, ვიდრე მისი. მომდევნო ჯერზე, როცა თქვენს თხის რქას სიტყვიერ თაიგულს უძღვნით, ყურებზე შეხედეთ. ხედავთ, როგორი ვარდისფერები არიან? ხედავთ იმ მკრთალ ნაპერწკალს მის თვალებში და როგორ ოდნავ უტოკავს ცხვირი? ძალიან ნასიამოვნებია. უბრალოდ იმიტომ, რომ ჯიგის ცეკვას არ იწყებს, ან ბალახში არ კოტრიალობს ლომივით, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ღრმად გახარებული არაა და რომ ათი ფუტი სიმაღლე არ მოემატა. ისეთივე უნდა დაინახონ, როგორი მაგარი ბიჭიცაა სინამდვილეში. ბუნება და ვარსკვლავები საკუთარი თავის რეკლამისგან შორს აყენებენ. თქვენ უნდა იყოთ მისი პრეს-აგენტი.
ეს კაცი ისაა, რასაც მებაღეები გვიან მოყვავილეს უწოდებდნენ. ახალგაზრდობაში ისევე სერიოზულია, როგორც ბუ, მაგრამ ასაკის მატებასთან ერთად თანდათან ეშვება და თუ ტიპური თხის რქაა, შესაძლოა, საბოლოოდ, ჯგუფში ყველაზე ახალგაზრდული გარეგნობისა და ქცევის კაცადაც დაამთავროს. აი, ეს კარგად დაფიქრებას იმსახურებს. სხვა კაცებთან, წლების მანძილზე უნდა იტანდეთ ჭირვეულ სისულელეებს და შემდეგ სასტიკ სიბერეს ელოდეთ. თხის რქასთან, შესაძლოა თავიდან ცოტა ენთუზიაზმი შეგეკვეცოთ, მაგრამ დაფიქრდით, რას უნდა ელოდოთ წინ! თხის რქა საყვარელი, თქვენი რომანის გაზაფხულზე, თქვენთან ერთად პარიზის სანახავად არ გამოიქცევა, მაგრამ ორმოცი ან ორმოცდაათი წლის შემდეგ, შესაძლოა ტაჯ მაჰალის მთვარის შუქზე სანახავად წაგიყვანოთ მაშინ, როცა სხვა კაცები სახსრების ტკივილზე წუწუნებენ. ცუდი გარიგება არაა. თუ ის ტიპი ხართ, ვისაც ჯერ მდიდრული ცივი, მსუბუქი კერძებით გიყვართ დატენვა და შემდეგ მორჩილად შეექცევით ბოსტნეულს, მაშინ იგი თქვენთვის არაა. თხის რქა კაცთან სასიყვარულო კავშირი, თუ ის ქორწინებით ბოლოვდება, დესერტის ბოლოს მირთმევას ჰგავს, ზუსტად იქ, სადაც მისი ადგილია.
ბუნებრივია, თხის რქის დაბერების შებრუნებულმა პროცესმა შესაძლოა გაფიქრებინოთ, რომ მათი ერთგულების განყოფილებაში რაღაც მახეა. არის. სიმართლეს შეესაბამება ის, რომ ცოტა სადარდებელი გექნებათ იმასთან დაკავშირებით, თქვენმა თხამ გზას არ გადაუხვიოს, როცა რომანი ახალი და ცინცხალია. ასევე სიმართლეს შეესაბამება ისიც, რომ რაც ასაკი მოემატება, შეიძლება ცოტათი აიშვას დროის სატარებლად. მაინც, ამის მერეც, ერთგულებაზე დადებულ უფრო უსაფრთხო სანაძლეოს წარმოადგენს, ვიდრე სხვა მზის ნიშნების უმეტესობა, რადგანაც თხის რქა კაცი პრაქტიკულად გუნდრუკს უკმევს ოჯახურ საკურთხეველს. რა პატარ-პატარა გაუფრთხილებლობებიც არ უნდა განიზრახოს, როცა მისი გვიანი ყვავილობის ხანა იწყება, ისინი ვერასდროს დაიკავებენ კერიის ცეცხლის, ბავშვების და თქვენს ადგილს. თითქმის მოწიწებას გრძნობს ოჯახური კავშირების მიმართ. ეს მოიცავს იმ ოჯახსაც, რომელიც თქვენთან შექმნა და საკუთარსაც, რომლისთვისაც ბავშვობიდანვე თავდადებული იყო.
დედამისის შეურაცხყოფა ან მის ძმასთან ცივად მოპყრობა არ გამოვა. მზად იყავით თქვენი შეძენილი ნათესავების სიყვარულისთვის, ეკლიანი კაქტუსივით საყვარლებიც რომ იყვნენ. არა მარტო დაიცავს მათ, არამედ თუ უთანხმოებებს დიდ უსიამოვნებამდე მიიყვანთ, ორი ოჯახის ერთგულებიდან ერთ-ერთის არჩევის დაძაბულობა, პირქუშსა და მოღუშულს გახდის. (თუ რამეა ამქვეყნად ისეთი, რისი გაკეთებაც არ გიღირთ, ეს თხის რქის დაღვრემილობისა და მოღუშულობის გამოწვევაა).
შესაძლოა გადააწყდეთ თხის რქას, რომელიც ღიად არაფრად აგდებს თავის ნათესავებს, ან რომელმაც დაუნანებლად გაწყვიტა ოჯახური კავშირები და უკან არასდროს მოუხედავს, მაგრამ გადაქექეთ მისი დამოუკიდებლობის ზედაპირი და წარსულში ღრმა, ემოციურ ჭრილობას უპოვნით, რომელმაც გამოიწვია მსგავსი არადამახასიათებელი საქციელი. ბევრი თხის რქა კაცი ატარებს დროს სახლში, კარგა ხანს იმ ასაკის მერეც, როცა მათი მეგობრები გარეთ მარტოხელობის სიამოვნებებით ტკბებიან. ასევე, ჩვეულებრივ, კაცების უმეტესობასთან შედარებით, გვიან უყვარდებათ და იშვიათად ქორწინდებიან მანამ, ვიდრე კარიერას არ აიწყობენ.
დადგმული აქვთ თვალი რა წარმომავლობასა და სრულყოფილებაზე, ძალიან ფრთხილად დაათვალიერებენ შემოგარენს. თხა იმ ქალს აირჩევს, რომელიც კარგი დედა იქნება. შემდეგ კარგი მზარეული და დიასახლისი უნდა იყოს. ამის მერე, კარგად უნდა იცვამდეს, რომ მის ბიზნეს-მეკავშირეებსა და მეგობრებზე მოახდინოს შთაბეჭდილება და სასურველია მათზე უკეთესი წარმომავლობა, მანერები, ზრდილობა და ჭკუა ჰქონდეს. ყველაზე ბოლოს, უცბად შეამოწმებს ლამაზია ის თუ არა, ან მის ფიზიკურ მოთხოვნებსა და გრძნობებს თუ შეეფერება. აქედანვე შეგიძლიათ შენიშნოთ, რომ დიდი ამბავი არაა თუ თმა ჩამოშლილი, სუნამოს ფლაკონი ცარიელი და ფეხები კი მთლად ისეთი არ გაქვთ (თუ „გექნებათ“), რომ მოქმედ მის სამყაროს თავი შეაძულოთ. უბრალოდ ამოქექეთ ჩემოდნიდან „ამერიკული რევოლუციის ქალიშვილების“ (ქალთა ორგანიზაცია) ქაღალდები და უჩვენეთ ოჯახის ვეჯვუდის ფაიფურის სერვიზი. დედამისი კვირაში ერთხელ ლანჩზე დაპატიჟეთ და საშუალება მიეცით შეამჩნიოს, რამდენად პრაქტიკულად უდგებით თქვენს ბიუჯეტს. მომდევნო შეხვედრაზე, თქვენი ოთხი წლის დაც თან წაიყვანეთ. თუ დედის ერთა ხართ, მეზობლის ახლად ფეხადგმული ბავშვი ითხოვეთ. ნაზად და ხშირად მოწმინდეთ პატარა ცხვირი შესაფერისი ქსოვილის ცხვირსახოცით, ისაუბრეთ მერის სამოქალაქო კეთილდღეობის კომისიაში ყოფნის თქვენს სურვილზე, იარეთ მშვიდად, რამდენიმე ფრანგული ფრაზა ჩააგდეთ და აკრუსუნდით, როცა ბავშვს ეტლში დაინახავთ. აუცილებლად ეცით პატივი მამამისს, როგორც უბრძენეს ჯენტლმენს, რომელსაც კი ოდესმე შეხვედრიხართ და სასხვათაშორისოდ ახსენეთ თქვენი ბებიის ან ბაბუის ძმა, რომელიც კარნეგის თავისი იმპერიის აშენებაში დაეხმარა, ან ვინმე ნათესავი, ვინც ჯორჯ ვაშინგტონის მხარეს იბრძოდა ვალეი ფორჯში თოვლიანობისას (არ აქვს მნიშვნელობა, რომელი იქნება). თუ სანდომიანიც ხართ, კიდევ უკეთესი. მაგრამ გლამური ვერასდროს ჩაანაცვლებს იმ ავღანურ ცხობილებს, მისი ბიძაშვილი ბესისთვის რომ გამოაცხეთ. თითქმის შემიძლია დაგპირდეთ, რომ არასდროს დაქორწინდება თქვენზე, თუ ინსპექციას მის ოჯახთან არ გაივლით. რა თქმა უნდა, გამონაკლისები არსებობს, მაგრამ იმდენად იშვიათები არიან, რომ თქვენი მხრიდან პირდაპირ უგუნურება იქნებოდა სანაძლეოს დადება იმაზე, რომ თქვენი თხის რქა ერთ-ერთი მათგანია.
პირადი რუკის შესადგენად მოგვწერეთ >> piradihoroskopi@astrologia.ge
მას შემდეგ, რაც მისი ოჯახი წინადადებით მოგადგებათ, ან უფრო იმის მერე, რაც თვითონ გთხოვთ ცოლობას, ფეხი დაბლა დადგით. მტკიცედ. აცნობეთ, რომ მისი ხალხი გულით გიყვართ, მაგრამ იგია ის, ვისი საწოლისა და სამზარეულოს გაზიარებაც გადაწყვიტეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბევრი შაბათი ღამის გატარება მოგიწევთ ბიძამისი ჩარლისათვის სადილის მზადებასა ან მისი უმცროსი დის დახმარებაში, მტკივნეული ყმაწვილობის ასაკის სირთულეების გამო.
იქიდან გამომდინარე, რომ თხის რქები ყოველთვის ოდნავ ნერვიულობენ საპირისპირო სქესის გარემოცვაში, ზოგიერთი მათგანი ტლანქად გადაკრავს სიტყვას საჩოთირო ვითარებებზე, ქარაგმული მინიშნებებით იცოდვილებს, ან უხეში და რთული, ან უსულგულო გამოჩნდება. ეს უბრალოდ მისი გზაა ყმაწვილი კაცივით მოიქცეს, ტიპური მეთოდი თავისი შეცბუნებისა და უფრო აგრესიული ხალხის ალისფერი ვნებებისადმი ცნობისმოყვარეობის დასამალად. არასდროს მისცეთ ამას საშუალება გაფიქრებინოთ, რომ მას სურს ბონის როლი ითამაშოთ კლაიდისთვის. მეი ვესტი ან ტექსას გინენი არ ხართ. თქვენ ქალბატონი ხართ და ეს არასდროს დაივიწყოთ. ქურდულად, ინტერესით კი შეიძლება შეავლოს თვალი საღამოს დედოფალს, მაგრამ იგი ნამდვილად არ იქნება ის ქალბატონი, რომელზეც იქორწინებს. ეს შესაძლოა თქვენი შინაბერა დეიდა აბიგაილის მოცემული რჩევასავით კი ჟღერდეს, მაგრამ თუ ფიქრობთ, რომ დროსთან შეუსაბამოა, მიდით და ჩაიცვით პატარა ბიკინი, წაისვით მწვანე ტუში, იბანავეთ სუნამოში და სახალხოდ აკოცეთ. საბოლოოდ შეიძლება საკურთხევლამდეც მიხვიდეთ თეთრ ფატაში, მაგრამ არა სატურნიანელ ნეფესთან ერთად.
თქვენი თხის რქა ქმრისთვის კარგი საჩუქარი იქნება ლექსების წიგნი, რაც მეტად რომანტიკული, მით უკეთესი. თუ თავიდანვე არ გაწვრთნით ალერსიანი გამოხატვის ხელოვნებაში, შესაძლოა კარგად მოვლილი ცოლი აღმოჩნდეთ, რომელსაც აღმერთებენ და თბილად აფასებენ, ქმრად სრულყოფილი საყვარლით, მაგრამ ასევე, ემოციურად დამშეულიც. იმ დროისთვის უკვე არანაირი აზრი არ ექნება წუწუნს იმაზე, რომ არასდროს გეუბნებათ მიყვარხარო. იგი უბრალოდ უდანაშაულოდ შემოგხედავთ გულნატკენი ან ზიზღით ჩაიბურდღუნებს (გააჩნია, რამდენად ძლიერი იყო სატურნი მისი დაბადებისას) და მოთმინებით აგიხსნით: „გიჟი ხარ. გარკვევით მახსოვს, გითხარი მიყვარხარ-მეთქი, როცა ნიშნობის ბეჭედი მოგეცი და მაშინაც, პატარა ქელვერტი რომ დაიბადა.“
ფიქრობს, რომ ისედაც უნდა იცოდეთ, რას გრძნობს თქვენს მიმართ, რადგანაც გარჩენთ და პატივს გდებთ იმით, რომ მისი ბავშვები ატაროთ, მისი იატაკები გავოთ და მისი ჯილდოები აპრიალოთ. თხის რქისთვის ამაღელვებელი, სიტყვიერი გამოტყდომები რომანტიკის შროშანის ზედმეტი შელამაზებაა. შესაძლოა გკითხოთ – „რა გინდა, რიჩარდ ბარტონი?“ ამ დროს თქვენი ჯერია ხმამაღლა უთხრათ – „დიახ“. ამან ცოტა უნდა შეაშინოს. რიჩარდ ბარტონად არ გადაიქცევა, მაგრამ შესაძლოა გაოგნდეს იმის გააზრებით, რომ შესაფერის მომენტებში ნაზად ჩაბუტბუტებული – „საყვარელო“, მის მამაკაცურობას არაფერს ავნებს.
პირადი რუკის შესადგენად მოგვწერეთ >> piradihoroskopi@astrologia.ge
როგორც მამა, იგი იქნება მამა – ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით. ყოველთვის მაგიდის თავში იჯდება და ეს პიკნიკებსაც ეხება. იქნება ეს შხამიანი სუროს, ჭიანჭველების ბუდის ახლოს, თუ ხის ქვეშ მიმოფანტული ქაღალდის ხელსახოცებს შორის – ადგილი სადაც თხის რქა მამიკო ზის, მაგიდის თავია. მოითხოვს პატივის ცემასა და მორჩილებას და რუტინასა და დისციპლინას დაიჟინებს. თუმცა, სამაგიეროს წრფელი თავდადებით გადაიხდის, რისი დამამტკიცებელიც დიდი, ბედნიერი დაბადების დღის წვეულებები და ძალიან მხიარული შობა იქნება. თხის რქა მამებისგან ძალიან ნაკლებადაა მოსალოდნელი, რომ სადავეებს მიუშვებენ და ბავშვებს გააფუჭებენ. შეამოწმებს კბილის ექიმთან თუ დადიან და საშინაო დავალებას ასრულებენ თუ არა, რამდენიმე თანმდევი დასჯითაც, როცა ეს საჭიროა. თავისივე მოწესრიგებულობისა და დასაყრდნობობის თვისებას მყარად ჩაუნერგავს. ეს ნამდვილად არ ავნებს ახალგაზრდებს, ხალისი კი შესაძლოა ცოტათი წაართვას. შეახსენეთ, რომ მშობლობა სახალისოც შეიძლება იყოს, გარდა პასუხისმგებლობისა. ჩარლზ დიკენსისნაირ მამიკოდ აღიქვით. ასწავლეთ ბავშვებს, გულუხვად აკოცონ ძილის წინ და ისიც წააქეზეთ ბურთის სათამაშოდ, სათევზაოდ ან საცურაოდ წაიყვანოს ისინი. თუ ცოტა მკაცრია, დაიმახსოვრეთ, რომ ეს გრძელვადიან პერიოდში ბავშვებს არგებთ, ზედმეტი თუ არ მოსდის. როცა შვილიშვილები ახტუნავდებიან მის მუხლებზე, გამაოგნებლად ყველაფრის უფლებას მისცემს. თხის რქა ბაბუები დიდებული ძიძები დგებიან.
ისეთსაც კი ვიცნობ, რომელიც თავისი შთამომავლების მეორე თაობასთან ერთად, უბნის გარშემო, როლიკებით სრიალებს.
თხის რქა კაცს იშვიათად ახასიათებს ნაჩქარევად ქორწინება და თავისუფალ დროზე დარდი. იგი უფრო თავისუფალ დროს ქორწინებასა და აჩქარებაზე დარდისკენაა მიდრეკილი. თხის რქების უმეტესობის ქორწინება მყარია, მაგრამ თუ თხა შეცდომას უშვებს, დაუხანებლად წავა და მისი ცოლი მეორე შანსს ვერ მიიღებს. თხის რქას განქორწინება ეზიზღება, ასე რომ, ის ხშირად არ მოხდება, მაგრამ როცა მოხდება, საბოლოო იქნება. უბდიშოდ რომ ვთქვათ, თუ ყელში ამოუვიდა, ესე იგი ყელში ამოუვიდა.
თქვენმა სატურნიანელმა ქმარმა სასიყვარულო ცხოვრება შესაძლოა განრიგს შეუთავსოს, საყიდლებზე წასვლასთან, მიმოწერასთან, ფულად ოპერაციებთან, მუზეუმებში ან სამხატვრო გალერეებში სიარულსა ან თავისი თოფისა და ჯილდოების კოლექციის გასუფთავებასთან ერთად. შესაძლოა ცივად და არასენტიმენტალურადაც ჩანდეს, მაგრამ გახსოვდეთ, რომ პრაქტიკული თხის რქა, სიყვარულის ფიზიკური მხარისადმი, მას მერეც კარგა ხანს იქნება დაინტერესებული, რაც სხვა ქმრები თავიანთი გრძნობების გამოსახატად პოეზიას მიმართავენ. განმარტებული, ეს იმავეს ნიშნავს, რაც დასაწყისშივე ვთქვი. დესერტი ბოლოს. პენსიაზე გასვლის შემდეგ, მეტი დრო ექნება თავისი ალერსის ტექნიკის გასავითარებლად. ეს დაზღვევაზე უკეთესია. და თქვენ, ეგეც გექნებათ თხის რქა ქმრის ხელში – დაზღვევა წვიმიანი დღის, დაზღვევა მარტოობის და დაზღვევა ჭუჭყიანი, მახინჯი სამყაროს დარტყმების წინააღმდეგ. ნებისმიერი გონიერი ქალი აფასებს სატურნის თავდადების ღირებულებას. იგი არ იქნება ცეცხლოვანი საყვარელი, რომელიც აციმციმებული თვალებითა და მგზნებარე, ფერადი სიტყვით გამოსვლებით გეფლირტავებათ. თუმცა, ყველა თქვენი ქალური შიშისგან დაგიცავთ. იგი კერკეტი ბიჭია ნაზი გულით. დაჩეხავს შეშას მყუდრო ცეცხლისთვის, შემდეგ თქვენთან ერთად დაჯდება მის წინ და ნაზად ჩაგკიდებთ ხელს. არ აქვს მნიშვნელობა რამდენი ჭაღარა თმა, ზედმეტი კილო თუ ნაოჭი შეგემატათ წლების მსვლელობასთან ერთად, მისთვის ყოველთვის იმ გოგონად დარჩებით, რომელმაც ათქმევინა „მე შენ მიყვარხარ“. რომ დაუფიქრდე, რატომაა აუცილებელი იმეოროს და იმეოროს? ერთხელაც საკმარისია, როცა ის ამდენ ხანს გრძელდება.
პირადი ასტროლოგიური მინერალების სამაჯურის შესაკვეთად გადადით ბმულზე >>
თხის რქა ქალი
ასე რომ, ადგა და გაისეირნა –
ჯერ უფრო გახევებულად,
რადგანაც ეშინოდა, რომ შესაძლოა გვირგვინი დასცურებოდა:
მაგრამ თავი იმ ფიქრით დაიმშვიდა,
რომ არავინ იყო გარშემო, ვინც დაინახავდა,
„და თუ მე მართლა დედოფალი ვარ – თქვა, როცა ისევე დაჯდა,
– მალე საკმაოდ კარგად მოვახერხებ.“
So she got up and walked about-
rather stiffly just at first,
as she was afraid that the crown might come off:
but she comforted herself with the thought
that there was nobody to see her,
“and if I really am a Queen,” she said,
as she sat down again,
“I shall be able to manage it quite well in time.”
თხის რქა ქალი ტიპური არ არსებობს. იგი შესაძლოა მუზეუმის კურატორი იყოს და ბებიების დროინდელ სათვალეს ატარებდეს, ან იყოს მოცეკვავე და გასართობად ბრჭყვიალა ტანგა ეცვას. ნახავთ როგორ უძღვება გარეუბნის „ამერიკის მომავლის მასწავლებლებს“, როგორ ამზადებს ჰამბურგერებს ყავის მაღაზიაში, ან როგორ აწყობს ქალაქში ყველაზე დიდ საქველმოქმედო მეჯლისს. თხის რქა ქალი შეიძლება აფორმებდეს მოდის სვეტს ჟურნალში, მშვიდად იღიმებოდეს პოლიტიკური კანდიდატი ქმრის უკან ან მისტერიულ ხსნარებს ასხამდეს საცდელ მენზურებში. თუმცა, რასაც არ უნდა აკეთებდეს და რაც არ უნდა ეცვას, მისი მოქმედებებისა და საიდუმლო მიზნების წარმმართველი სატურნი იქნება.
მას შეუძლია საკმარისად ულტრა-ქალური, კეკლუცი და მომხიბლავი იყოს იმისათვის, რომ კაცს თავი გოლიათ დათვ გრიზლიდ აგრძნობინოს, რომელიც მას ცივი, სასტიკი სამყაროსგან დაიცავს. ან შესაძლოა ყინულივით ცივი, ჩუმი და გულგრილი იყოს, განცალკევებით იჯდეს თავის მარმარილოს კვარცხლბეკზე და გამოწვევის წინაშე გაყენებდეთ, რათა საკმარისად ჭკვიანი იყოთ, რომ მისი აღმატებული ხელი დაიმსახუროთ. რომელ პიროვნებასაც არ უნდა ირგებდეს, მისი ქალური ეშმაკობებისა ან პრაქტიკული, საზრიანი ქცევის მიღმა, ყოველთვის ერთი და იგივე მიზანი აქვს – რკინისებური მიზანდასახულობა გამოიჭიროს შესაფერისი კაცი, რომელსაც შეეძლება გახდეს მნიშვნელოვანი პიროვნება, იყოს საამაყო და კარგი მამა მისი შვილებისათვის.
პირადი რუკის შესადგენად მოგვწერეთ >> piradihoroskopi@astrologia.ge
იმდენი თხის რქა ქალია კარიერისტი, რომ შესაძლოა იფიქროთ სიყვარული და ქორწინება ყოველთვის მეორეხარისხოვანი არჩევანი იქნება მათთვის. სიყვარულს რაც შეეხება, არ ცდებით. ქორწინებას რაც შეეხება – კი. უნდა გაიგოთ, რომ თხის რქის მიზნებია უსაფრთხოება, ძალაუფლება, პატივის ცემა და თანამდებობაა. მნიშვნელობა არ აქვს ამ მოთხოვნილებებს დაფის წინ იკმაყოფილებს, როგორც მასწავლებელი, მაგიდის უკან, როგორც აღმასრულებელი, თუ ამბიციური ქმრის გვერდზე, რომლის საზოგადოებრივი ცხოვრებისა და ოჯახის წარმართვა ძალდაუტანებელი მოხდენილობითა და ფრთხილი დაგეგმვით შეეძლება. ასეა თუ ისე, თხის რქა ქალი თავის წილ აღიარებას მოიპოვებს. ზოგიერთი მათგანი მას წიგნების წერით, ლექტორობით, ხატვით ან მუსიკის შექმნით აღწევს. გასაოცარია, ორივე სქესის წარმომადგენელ რამდენ თხის რქას აქვს უჩვეულო ნიჭი ხელოვნებაში. შესაძლოა ეს წონასწორობისა და ჰარმონიის შინაგანი გრძნობისაგან მომდინარეობს, იციან რა რა არის სასიამოვნო და რა სწორი ან მართებული.
ცოტა დელიკატური საკითხია, მაგრამ ის სატურნიანელი ქალებიც კი, რომლებსაც მუს-კომედიის თეატრებში ნახავთ, ან რომლებიც მსოფლიოს უძველესი პროფესიით არიან დაკავებულნი (ამ სფეროში ცოტანი იქნებიან), ბოლოს ყველაზე წარმატებულ კომიკოსსა ან თეატრის მეპატრონეზე იქორწინებენ, პირველ შემთხვევაში, ხოლო მეორეში – თავიანთ ყველაზე მდიდარ კლიენტზე. თხა უნდა ცოცავდეს. საწყისი პოზიცია მაღლა იქნება თუ დაბლა, ხედი, უფრო დამაკმაყოფილებელი, მთის მწვერვალიდან ეჩვენება. თხის რქა ქალში არაფერია მყვირალა. ნამდვილად ვერასდროს ნახავთ ხმამაღლა ან აშკარად მიიწევდეს და ძიძგილაობდეს პირველი ადგილისათვის; შეიძლება ისიც კი იფიქროთ, რომ საკმარისად მორჩილია იმისთვის, რომ კმაყოფილებით დასჯერდეს უკანა ადგილს შეჯიბრში.
მოიცადეთ. ნახეთ, ვინ დაწინაურდება.
ნუ შეცდებით და ნუ იფიქრებთ, რომ იგი არასდროს შესწირავს კარიერას თავის ქორწინებას. უბრალოდ, მიეცით ამ გოგოს ნახევარი შანსი მაინც, იყოს საზოგადოებრივი წინამძღოლი და კარგად გამართული ოჯახის ქალბატონი და ნახავთ, რამდენად სწრაფად ეკარგება თავისი საქმის ინტერესი (ერთ-ერთი იმ რამეთაგან, რასაც სწრაფად გააკეთებს). თუ მისგან ეს გჭირდებათ, თხის რქა ქალი მოხარული გააგრძელებს მუშაობას, რომ წარმატების მწვერვალზე აცოცებაში დაგეხმაროთ – ზარმაცი არ იქნება. თუმცა, სხვა შემთხვევაში, იგი უფრო ბედნიერია და თქვენი ცოლის ადგილით დატკბება, თუ ეს ადგილი ურიგო არაა და საკმარისად დაზღვეულია ფინანსურად.
ერთ-ერთი ყველაზე ტიპური და სასიამოვნო რამ, რაც ამ ქალს ახასიათებს, ბუნებრივი ზრდილობიანობა და ქცევის მოხდენილობაა. შესაძლოა შეხვდეთ თხის რქა გოგოს, რომელიც სარკინიგზო ლიანდაგების გასწვრივ მდგარ ერთოთახიან ქოხში გაიზარდა, ან რომლის მამაც ცვლებში მუშაობს ქვა-ნახშირის მაღაროში, მაგრამ ვიდრე თვითონ არ გადაწყვეტს თავისი წარმომავლობა გამოააშკარავოს (რასაც, ალბათ, არ იზამს), დარწმუნებული იქნებით, რომ იგი ტრადიციული ოჯახიდანაა და საუკეთესო დამამთავრებელი სკოლის გამოშვებაა. ასეთია თხის რქის საზოგადოებაში მოხდენილი ქცევისა და კონსერვატორული, ტრადიციული ზრდილობის წესების თანდაყოლილი შეგრძნება.
პირადი რუკის შესადგენად მოგვწერეთ >> piradihoroskopi@astrologia.ge
ნებისმიერმა კაცმა, რომელსაც თხის რქა მდედრთან აქვს ურთიერთობა, ერთი ძირითადი რამ უნდა იცოდეს ამ მზის ნიშნის შესახებ. იგი იმაზე გაწონასწორებული და ემოციურად მყარი ჩანს, ვიდრე სინამდვილეშია. მისმა ქცევამ შესაძლოა დაგარწმუნოთ, რომ კლდესავით მტკიცეა და არაფერს შეუძლია მისი მშვიდი ზედაპირის აღელვება. სიმართლე ისაა, რომ ხშირად უგუნებობა ახასიათებს. თქვენ იტყვით, ყველა ქალს ახასიათებს ხშირი უგუნებობაო, მაგრამ თხის რქა გოგოს შესაძლოა მართლაც მძიმედ და ხანგრძლივად აწუხებდეს. თუ თავს შეურაცხყოფილად ან დაუფასებლად გრძნობს, მოქუფრული იქნება დღეების, კვირების და თვეების მანძილზეც კი. იგი ამას საზრიანობას ან პრაქტიკულობას ეძახის, მაგრამ სატურნისეული მოღუშულობა, პესიმიზმი და დეპრესია, ამაზე გაცილებით ღრმადაა ფესვგადგმული. ზღუდავთ მომავლის შიში, აწმყოზე წუხილი, სირცხვილის გრძნობა წარსულის გამო, ან ეჭვი, რომ დასცინიან, ან რომ რაღაცისთვის შეუფერებელია. ეს ქალები გამოჯავრებას მსუბუქად ვერ იღებენ. რაც შეიძლება შეამცირეთ იგი. გულწრფელად რომ ვთქვა, შეუძლებელია მათთვის ხუმრობის გაგება, როცა მსხვერპლი თვითონ არიან. არაა აუცილებელი გამუდმებით კომპლიმენტებს აყრიდეთ (მაინც იგრძნობს, თუ არაგულწრფელი იქნება), მაგრამ ნუ ემასხრებით მნიშვნელოვან საკითხებზე და საკმარისად ხშირად შეაქეთ, რათა მიახვედროთ, რომ მისი ჭეშმარიტი ფასი იცით.
მისთვის რთულია რომანტიკულ სიტუაციებში მოეშვას. თხის რქის აუღელვებელი ზედაპირის მიღმა ფიზიკური სურვილები უხვადაა, გაცილებით მეტი, ვიდრე ხალხის უმეტესობას აზრად მოუვა და მათ შემთხვევითობების ხარჯზე არ იკმაყოფილებს. უსაქმოდ ჯდომა და სუნთქვაშეკრულ ჩახუტებებსა და კოცნებზე დროის ხარჯვა, ვიდრე მომავალი ჯერ კიდევ გაურკვევლადაა ჰაერში გამოკიდებული, ნამდვილად არაა მისი საყვარელი გატაცება, თუმცა, როგორც კი გადაწყვეტს, რომ შესაფერისი კაცი ხართ და ფინანსებსაც არაფერი ემუქრება, ან თქვენი ამბიციაც საკმარისია, ისევე თბილი გახდება, როგორც სასიამოვნო პანდა, ალერსიანი და ვნებიანიც კი. თხის რქებს არ სჯერათ ბუნდოვანი ოცნებების, რომლებიც უმიზნოდ დაცურავენ ნისლიან, ლურჯ ცაში. მათ სურთ იცოდნენ, სად მიჰყავს რომანის გემს და რომ ის, უსაფრთხო წყლებში ცურავს. მყარი საძირკველი დაუდეთ თქვენს სახლს, თუ მის ზღურბლზე გადასვლას თხის რქა გოგოსთან ერთად გეგმავთ. დარწმუნდით, რომ საკმარისად უსაფრთხოა და თანხაც ბოლომდეა დაფარული, ან მალე დაიფარება.
სავარაუდოდ წვულებების მოყვარული იქნება, ეტიკეტის უკიდურესად კარგად მცოდნე და ისეთი უჩვეულო წეს-ჩვეულებების დაცვისკენ მიდრეკილი, როგორიცაა ხელსახოცების გრავირებული რგოლი და ვიქტორიანული სავარძლები. ყველაფერი სწორად უნდა იყოს და ტრადიციებს ნებისმიერ ფასად უნდა იცავდნენ. შესაძლოა საყიდლებზე სიარულის დაუძლეველი ჩვევა ჰქონდეს ყველაზე ძვირიან, პირველი ხარისხის მაღაზიებში და მაინც მორიგებას ცდილობდეს. არაფრად დაგიდევს კაბის ფასდაკლებებზე ყიდვას, თუკი ის შესაფერისი მარკისაა.
თხის რქა ქალებს თავის მხრივ ცოცხალი სილამაზე აქვთ. იშვიათად იპოვით ისეთს, რომელიც უჩვეულოდ მიმზიდველი არაა. და მაინც, ეშინიათ და საკუთარ გარეგნობაში ეჭვი ეპარებათ და შესაძლოა აღმოაჩინოთ, რომ მუდმივი დარწმუნება სჭირდებათ, რომ ლამაზები არიან. მიუხედავად იმისა, რომ თხის რქა ქალებს უპატიოსნება ნებისმიერი ფორმით ეჯავრებათ, საკუთარ ასაკს რომ ეხება საქმე, ტყუილს არ ერიდებიან. ჩვეულებრივ, ეს გასდით კიდეც, დაბერებასთან დაკავშირებული სატურნისეული უცნაური ოინის წყალობით. ბავშვობაში პატარა ასაკიანი ქალბატონებივით არიან, შემდეგ კი უცბად ახალგაზრდა გოგონებად გადაიქცევიან ხოლმე, როცა ცხოვრების პირველი ნახევარი უკვე გალიეს.
პირადი რუკის შესადგენად მოგვწერეთ >> piradihoroskopi@astrologia.ge
საშინელი შეცდომა იქნებოდა მისი ოჯახის გალანძღვა. კაცი, რომელიც თხის რქა ქალზე ქორწინდება, ქორწინდება მის ნათესავებზეც. აზრი არ აქვს იმის ფიქრს, რომ თქვენი თხა სხვანაირია. არაა. სიდედრზე ხუმრობების რომელიღაც ეტაპზე სიცილს შეწყვეტთ (სანაცვლოდ შეიძლება ტირილი დაიწყოთ). ხშირად სატურნიანელი ქალი თავისი ოჯახის ერთადერთი მარჩენალია, ფინანსურად, მორალურად ან ორივე მხრივ. შესაძლოა ავადმყოფ მშობელს ისეთი თავდადებით უვლიდეს, რომ ქორწინებაზე საერთოდ უარი თქვას. ხშირად ამგვარ მსხვერპლს სიამოვნებით გაიღებს ოჯახის მიმართ თავისი წრფელი სიყვარულის გამო, მაგრამ იმ შემთხვევაშიც კი, როცა ეზიზღება ის, თავისი პასუხისმგებლობისა და მოვალეობის ძლიერი გრძნობა გაქცევის საშუალებას არ მისცემს.
თქვენი სიდედრისთვის შესაძლოა ქების შესხმასაც დამორჩილდეთ და იმედი იქონიეთ, რომ იგი მაგარი გოგოა, რომელიც ამად ღირს. არ ეკამათოთ მამამისს პოლიტიკაზე და თუ მისი და-ძმის გაკრიტიკებას აპირებთ, ყურადღება მაიქციეთ, რომ კრიტიკა მართებული იყოს და დაფუძნებული მათი პოტენციალის წრფელ რწმენაზე. ხშირად თხის რქებს ტანჯული და უუნარო ნათესავები აწევთ ხოლმე ტვირთად და ტიპური თხის რქა, არასდროს მისცემს სიყვარულს უფლებას, ამგვარ ვალდებულებებზე უარი ათქმევინოს. ჯობს ახლავე შეადგინოთ ერთი-ორი სასტუმრო ოთახის გეგმა, სტუმრად მოსული ნათესავებისთვის. თუმცა, უკუსარგებელიც ახლავს ამ ყველაფერს. გეყოლებათ ცოლი, რომელიც კეთილი და მზრუნველია თქვენი ოჯახის მიმართაც. თხის რქა გოგო გაგიგებთ, თუ ყოველ კვირას თქვენი მშობლებისთვის გარკვეული თანხა უნდა გადადოთ და ალბათ, თქვენი და-ძმების ამხანაგი იქნება. იგი იმ სახის გოგოა, რომელსაც დედასთან გასაცნობად წაიყვანთ და რომელსაც დედა იმ წუთშივე მოიწონებს. რადგანაც კაცები ასე წინააღმდეგობის მოყვარულები არიან, მსგავსმა მყისიერმა მხარდაჭერამ შესაძლოა დააფრთხოთ. ყოველთვის უფრო სახალისოა, შეზღუდვებს ებრძოლო შენი ზღაპრული ქალბატონისათვის. თუმცა, მხოლოდ ცხვირს წაიმტვრევთ, თქვენი გულისთვის საზიანოდ, რადგანაც დედათქვენი მართალია. თხის რქა გოგოსგან, თუ ის ტიპური სატურნიანელი ქალია, შესანიშნავი ცოლი დადგება. თხის რქა ქალის სახლი ხშირად ისე ძალდაუტანებლად უნაკლო და კარგად მოწყობილი ჩანს, იფიქრებთ პატარა ფერიები და ელფები იმალებიან კუთხეებში და შუაღამის შემდგომ გამალებით მუშაობენ, რათა ააბზინვარონ, გააპრიალონ, საჭმელი მოამზადონ და დაასუფთავონ. ცდებით.
პირადი რუკის შესადგენად მოგვწერეთ piradihoroskopi@astrologia.ge
უკანასკნელი ადგილი, სადაც მსგავს წარმოსახვით არსებებს შეხვდებით, თხის რქის გარშემოა. სატურნის პრაქტიკულობა და მყარი ფაქტებისადმი რწმენა, ჩვეულებრივ, გამორიცხავს ხოლმე, ნებისმიერი სახის თანაგრძნობას, ჯერ არ ხილული რამეების მიმართ. თხის რქა გოგო ლეპრეკონების არსებობას მაინც არ დაიჯერებდა, პირდაპირ მის ცხვირზეც რომ დასკუპებულიყო ერთ-ერთი მათგანი. თუმცა, სამართლიანები რომ ვიყოთ, უნდა ითქვას, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა ხელაღებით მეოცნებე ან ოკულტური მისტერიების მიმდევარი არ გახლდეს, რაკი ერთხელ უეჭველი ფაქტები ექნება, შეეძლება ყველაზე ჩვეულებრივ ვითარებებშიც კი რომანტიკა და პოეზია დაინახოს.
მისეული მიწიერი სილამაზეა, რომელიც ტლანქსა და უშნოსაც კი მთელი ძალით მიმზიდველად წარმოაჩენდა. ჩრდილოეთის ქარის ბოშური წყევლა მისთვის უცხო არაა, არც გაზაფხულის თავსხმა წვიმების ვერცხლისფერი სიმღერისა და მარტოსული ტოროლის გალობის მიმართაა ყრუ. დიდებული მუსიკა ღრმად აღელვებს და თითქმის ნებისმიერი ხელოვნების დარგის აღტაცებული ქომაგია. შესაძლოა ჯადოსნობა უნდა ნახოს და შეეხოს, რომ მისი ირწმუნოს. ლეპრეკონი მასთან ალბათ გაცილებით მეტს მიაღწევდა, ზღაპრებში მინიშნებების დატოვებების მაგივრად, პირდაპირ რომ გამოსულიყო და ეთქვა, ოქროთი სავსე ქოთანი სადაა დამალული.
თხის რქების უმეტესობა თავიანთ ფერად აზროვნებას ისტორიისა და წარსულის საგმირო საქმეებისთვის იტოვებს. რადგანაც ტრადიციებს აღმერთებს და თაყვანს სცემს მათ, ვინც წარმატების მოსაპოვებლად დაბრკოლებები დაძლიეს, გეტისბურგის მიმართვაზე (აბრაამ ლინკოლნის მიმართვა ჯარისადმი) უფრო იოლად ერევა გრძნობები, ვიდრე თქვენი ბოლო შეშლილი გეგმით აღფრთოვანდება. სინამდვილეში, იგი ჭეშმარიტი რომანტიკოსია, იმაზე დიდი წარმოსახვით, ვიდრე გონებაგაფანტულები არიან თავიანთი არარეალური ფანტაზიებით. ყოველ იანვარში დაბადებულ გოგონას შთამბეჭდავი პოეზია აქვს სულში, მაგრამ დიდად არ ეპიტნავება სხვენში მცხოვრები დამშეული პოეტები. ჯერ საკვებსა და ქირას მიხედე და მერე სდიე ოცნებებს, რასაც არ უნდა წარმოადგენდნენ ისინი, თხის რქის დევიზია. ასევე დარწმუნდი, რომ ოცნება ღირს დევნად. მარცხში ვერაფერს ვერ ხედავს მომაჯადოებელსა და ჯადოსნურს.
პირადი რუკის შესადგენად მოგვწერეთ >> piradihoroskopi@astrologia.ge
შესაძლებელია, თქვენი თხის რქა ცოლი, საქმეებში უნდა ჩართოთ. საწყალთა და დაუცველთათვის დაუღალავი მუშაკი იქნება, მაგრამ არჩევს, თავისი გულმოწყალება გუნდურ მცდელობებში გამოიჩინოს, ვიდრე ცალკეული პიროვნებების მიმართ. სატურნიანული თანაგრძნობა ჩვეულებრივ მოწესრიგებულია, გაფანტული იშვიათად. ქალი თხის რქები ქალების კლუბების ბუნებრივი წინამძღოლები არიან ხოლმე.
იგი პატარებს ალბათ მომჭირნეობასაც ჩაუნერგავს და ხარისხისადმი პატივისცემასაც. ასწავლის „ბოლომდე ჭამას, ბოლომდე გაცვეთას, ბოლომდე გაკეთებას ან კეთებას ხელსაყრელი პირობების გარეშეც“ (მეორე მსოფლიო ომის სლოგანი). და მაინც, მათ ხორცის საუკეთესო ნაჭრებით გაუმასპინძლდება და საუკეთესო გამოშვების ფეხსაცმელებს უყიდის. მისთვის არაა აუცილებელი ეკონომია იაფფასიანს ნიშნავდეს. ბავშვებს მოსთხოვენ ნათესავებისა და უფროსების მიმართ ზრდილობა გამოიჩინონ და სავარაუდოდ შესანიშნავ მანერებს ასწავლიან. არ იქნებიან განებივრებულები, ან ჯიუტი დაუმორჩილებლობის უფლებას არ მისცემენ. ბავშვის ფსიქოლოგიაზე წიგნი რომ მისცეთ, შესაძლოა იგი ჯერ თავაშვებული შთამომავლობის მისატყეპად გამოიყენოს და წასაკითხად მერე მიუჯდეს. გაუთავებელი კოცნა შესაძლოა არ მოსწონდეს, მაგრამ ცოტა დედა თუა ქალ თხაზე მეტად თავგადადებული. მისი ბავშვები თავაზიანად გამგონეები იქნებიან.
შესაძლოა ცოტა მკაცრი იყოს და არანაირ თანაგრძნობას არ იჩენდეს ზრდასთან თანმდევი ტკივილების მიმართ, მაგრამ მათი მიღწევების აღტაცებული მაყურებელი იქნება. ბავშვს, რომელიც სკოლიდან სახლში მოირბენს ყვირილით: „აბა, თუ მიხვდები, დღეს რა ვისწავლე“, თხის რქა დედა არასდროს დატოვებს უყურადღებოდ, რომელიც არასდროს იქნება ისეთი დაკავებული, რომ თავის პატარებს თავისი ინტერესი და ყურადღება არ დაუთმოს. რაც გარდატეხის ასაკში შევლენ, შესაძლოა რამდენიმე დაბრკოლება წარმოიქმნას, როცა სატურნის კონსერვატიზმი ახალგაზრდების ლიბერალიზმს ეჯახება. ამ საკითხში კი, შეიძლება გარკვეული დახმარება დასჭირდეს, თავისი ბავშვების ენთუზიზმით სავსე ოცნებების გასაგებად. შესაძლოა ძალიან გაუჭირდეს იმის გაგება, რომ ვერ უკარნახებს მათ, ვისთან იმეგობრონ და „მისაღებ“ ხალხს ვერ მიაჯაჭვავს. თუმცა, საკმარისად ჭკვიანია, რომ თავის რქებს მიხედოს და უკან დახიოს, თუკი ხედავს, რომ იმაზე მეტს დაკარგავს, ვიდრე მოიგებს.
პირადი რუკის შესადგენად მოგვწერეთ piradihoroskopi@astrologia.ge
ბევრ თხის რქა ქალს მგრძნობიარე კანი აქვს და ამიტომ ბევრ მაკიაჟს არ ატარებენ. ბევრ მათგანს მასზე ალერგია აქვს. თუმცა, ბუნებამ ისინი ბუნებრივი სილამაზით დააჯილდოვა, რომელსაც შელამაზება ოდნავ თუ ჭირდება და მას იმის მერეც დიდხანს შეინარჩუნებენ, რაც სხვა ქალების ღაწვებიდან დრო ვარდებს გადაშლის. ზოგიერთი მათგანი მიმზიდველი კანით, მკვეთრი ნაკვთებითა და ნათელი თვალებით გაგაოცებთ, ოთხმოცი წლის ან უფრო დიდ ასაკშიც კი.
მოთმინებით დაეხმარეთ თქვენს თხის რქა ქალს დაძლიოს თვითრწმენის ნაკლებობა. იგი არაა წარმოსახვას მოკლებული უბრალოდ იმიტომ, რომ ილუზიები არ უყვარს. მოიზომეთ მისი რამდენიმე პრაქტიკული ოცნება და გასაოცრად მოსახერხებლად მოგეჩვენებათ. სიჯიუტე მისი ერთ-ერთი ნაკლია, მაგრამ წუწუნა და ნერვოზიანი შარიანი არაა. წარმატებისაკენ გიბიძგებთ, მაგრამ მაინც ნაზი და თავდადებული იქნება. გარდა თავისი მოკრძალებული, ხშირად რბილი ხერხებისა, ეცოდინება როგორ გატრიალოთ თავისი ნეკა თითის გარშემო. მისი სიყვარული ღრმად მდიდარია, რაც უფრო მეტად გამძლეა, ვიდრე სხვა ქალების მყიფე, მწველი, მომთხოვნი სიყვარული. ვინ თქვა, რომ ზღაპრების არ სჯერა? მხოლოდ ბრძენ თხის რქა ქალწულს შეეძლო ღრმად ჩაეხედა უცნაური ბაყაყის თვალებში და მიმხვდარიყო, რომ მასში უფლისწული იმალება. და არა მარტო ეს – მასზე თუ დაქორწინდებით, არასდროს შემოგაკლდებათ სუფთა წინდები.
თარგმანი: ნინო მჭედლიძე
პირადი ასტროლოგიური მინერალების სამაჯურის შესაკვეთად გადადით ბმულზე >>