როგორ შევინარჩუნოთ პოზიტიური ენერგია, როცა დეპრესია გვიტევს…
თითოეული ადამიანის ცხოვრებაში დგება სასოწარკვეთის მომენტი. ასეთ დროს გვეჩვენება რომ სამყარო ინგრევა ჩვენს გარშემო.ამ შეგრძნებების ფონზე წარმოიქმნება ხანგრძლივი დეპრესია, რომელიც ჩვენს ცხოვრებას მოსაწყენს და აუტანელს ხდის. თუ თქვენ გსურთ რომ ცხოვრება გაიხალისოთ, დეპრესია არ გაწუხებდეთ და ყოველთვის პოზიტიურ განწყობაზე იყოთ აუცილებელია სხვაგვარად ცხოვრება ისწავლოთ.
თქვენ უნდა გაათვითცნობიეროთ თუ როგორ იყოთ ოპტიმისტი და როგორ შეინარუნოთ პოზიტივი , მიუხედავად იმ სირთულეებისა და პრობლემებისა რომლებსაც განიცდით.უნდა მიხვდეთ რომ პოზიტიური განწყობა პირველ რიგში თქვენ გჭირდებათ იმისათვის რომ შეინარჩუნოთ ჯანმრთელობა, ნერვული სისტემა, ფსიქოლოგიური სტაბილურობა. ყველანაირი დაავადება ხომ თქვენს გონებაში იღებს სათავეს, სტრესების, ნეგატივის და ნერვიულობების ნიადაგზე. ტყუილად როდი ამბობენ ექიმები რომ ყველანაირი დაავადების საწყისი ნერვებია. იმისათვის რომ ვიყოთ ოპტიმისტები და შევინარჩუნოთ პოზიტივი უნდა ვეცადოთ რამოდენიმე მარტივი წესი დავიცვათ:
1. ისწავლეთ პლიუსების დანახვა ნებისმიერ სიტუაციაში. ელეონორ პორტერს დაწერილი აქვს მშვენიერი ნაწარმოები “Pollyanna”. ეს არის ისტორია გოგონაზე რომელიც ყველანაირი გაგებით შეგვეძლო უბედურად ჩაგვეთვალა,მაგრამ მას ყველაფერი ახარებდა და სხვებსაც ასწავლიდა სიხარულს ერთი თამაშის დახმარებით,რომელიც მას მამამ ასწავლა. თამაშის არსი მდგომარეობდა იმაში რომ მოთამაშეს უნდა ეპოვნა რაღაც რაც მას გაახარებდა.როდესაც გოგონას დეიდამ ის სხვენში შეასახლა,ის სიხარულს მისი ფანჯრიდან გადაშლილ ხედში ჰპოვებდა.როდესაც თოჯინას მაგივრად საჩუქრად ხელჯოხი გამოუგზავნეს მაშინაც გაიხარა ,რადგანაც მისი გამოყენება არ დასჭირვებია. მას შეეძლო ეპოვნა დადებითი მხარე ნებისმიერი უსიამოვნებისათვის.იცოდა როგორ ყოფილიყო ოპტიმისტი,როგორ ყოფილიყო პოზიტიური მასინაც კი როდესაც არავის არ უყვარდა და მისი ცხოვრება პრობლემებითა და იმედგაცრუებებით იყო სავსე.თქვენც სცადეთ და ითამაშეთ პატარა პოლიანნას თამაში.ისწავლეთ ნებისმიერი სირთულისათვის დადებითი განწყობით მიდგომა.ჰკითხეთ თქვენს თავს,რა გასწავლათ პრობლემამ? მადლობა გადაუხადეთ თქვენს ბედს რომ ამ პრობლემასთან შეგაჯახათ ახლა, და არა მოგვიანებით, როდესაც მას უფრო სერიოზული გართულეებების მოტანა შეეძლებოდა.
2.მიიღეთ ცხოვრება როგორც საჩუქარი. გაიხსენეთ გამოთქმა: “რაც ხდება, ყველაფერი ხდება უკეთესობისთვის”. ზოგჯერ ძნელია ამის დაჯერება და ოპტიმიზმის შენარჩუნება, მაგრამ საჭიროა მონდომება. იმის განცდა რომ ეს სიტუაცია თქვენთვის დადებითის მომტანია, დროთა განმავლობაში ხდება. მაგალითისთვის ერთ ისტორიას მოგიყვებით. ერთ ქალს ძალიან უნდოდა შვილები, დაორსულდა კიდეც თუმცა 3 თვის ორსულობა შეუწყდა… რთული წარმოსადგენია, როგორ ტკივილს განიცდიდა იგი იმ მომენტში. დიდი ხნის მანძილზე განიცდიდა ამ დანაკარგს. მისი მეუღლე ყურადღებას არ აქცევდა, მშვიდად გადაიტანა დანაკარგიც და მომხდარშიც ქალს ადანაშაულებდა. ერთი წლის შემდეგ მათი ოჯახი დაინგრა. მაგრამ იცით რა არის აქ მთავარი? ის ქალი დღეს ბედნიერია… არ ჰყავს შვილები იმ კაცისგან.. მაგრამ ახალი ოჯახი ჰყავს, მოსიყვარულე ქმარი და სულ მალე დედაც გახდება.. არადა იყო დრო, როცა ის ფიქრობდა, რომ მისი ცხოვრება დასრულდა..
3. შეინარჩუნეთ ცხოვრებისაგან გაკვეთილების მიღების უნარი. იმისათვის რომ გავიგოთ როგორ გავხდეთ პოზიტიურები და ოპტიმისტურები საჭიროა ვისწავლოთ ჩვენი შეცდომების გამოსწორება. შეგიმჩნევიათ რომ თქვენი ბევრი პრობლემა ციკლურია? მაგალითად თქვენ გამუდმებით გღალატობენ მეგობრები..ან გამუდმებით პრობლემები გაქვთ პირად ცხოვრებაში.. დამიჯერეთ თქვენი ბედი სულაც არაა თქვენდამი მტრულად განწყობილი.თქვენ უნრალოდ უნდა ისწავლოთ ცხოვრების გაკვეთილებიდან დასკვნების გამოტანა. თუ თქვენს ცხოვრებაში რამე მეორდება მაშინ ცვლილებების დროა. ნუ დაგავიწყდებათ, რომ თქვენ თქვენი ბედის მადლიერნი უნდა იყოთ მსგავსი ცხოვრებისეული გაკვეთილებისათვის.
4. აწარმოეთ დღიური კეთილი საქმეებისა და მხიარული მოვლენების ჩასანიშნად. იმისათვის რომ გავიგოთ როგორ შევინარჩუნოთ განწყობა და ოპტიმიზმი საჭიროა ვაკეთოთ ჩანაწერები,სადაც აღწერილი იქნება თითოეული ბედნიერი დღე და კეთილი საქმე. ასე თქვენ დაიმახსოვრებთ პოზიტიურ მოვლენებს თქვენი ცხოვრებიდან და ამასთანავე აიმაღლებთ თვითშეფასებას კეთილი საქმის მეშვეობით.
5. შეეშვით სხვების დადანაშაულებას. იმაში რაც თქვენს თავს ხდება დამნაშავე მხოლოდ თქვენ ხართ.თუმცა ამის გამო თავს ნუ დაიტანჯავთ. გამოიყენეთ პირველი წესის თამაში და გამოიტანეთ სწორი დასკვნები ყველაფრისგან.
6.გაიღიმეთ. რა სახის პრობლემაც არ უნდა გაწუხებდეთ გაიღიმეთ, დაე თქვენი იმილი მუდამ ამშვენებდეს თქვენს სახეს.თქვენ თავად მიხვდებით თუ რა ადვილად გაუმკლავდებით პრობლემებს თუ მათ ღიმილით შეხვდებით. მაშინაც კი როდესაც ეს ძალიან რთული იქნება , თავს ძალა დაატანეთ და გაიღიმეთ. აზრები თქვენს გონებაში ფერს იცვლის და თქვენ მიხვდებით თუ როგორ გახდეთ ოპტიმისტი.
7. ისწავლეთ. ეცადეთ უყუროთ კარგ ფილმებს, იკითხოთ კარგი წიგნები . ისაუბროთ კარგ ადამიანებთან. ეცადეთ, ყველაფრისგან მიიღოთ ცოდნა და გამოცდილება. გახსოვდეთ, რომ დადებითი განწყობა დაგეხმარებათ პრობლემების, დეპრესიისა და ცუდი განწყობისაგან თავის დაღწევაში. თუ თქვენ ისწავლით, როგორ შეინარჩუნოთ პოზიტივი და ოპტიმისტური განწყობა მაშინ აღმოაჩენთ, რომ ცხოვრება გიღიმით.
და ბოლოს, მხოლოდ ამას დავამატებდი … გაიღიმეთ!… ცხოვრება მშვენიერია!…
მოამზადა კატუშა კატიმ
3 Comments
დატოვეთ კომენტარი
You must be logged in to post a comment.
ეჰ კატუშა ნეტა არ დაფრინავდე 🙂
:* :*
chemi chkviani da azriani gogo darwmunebuli var gvtismshobelma tavis kaltashi shegifara. ushenobis tkivils veraferi gagvinelebs. miyvarxar da uzomon menatrebi ukve