როგორ ვიშოვოთ ფული?!
(მეორე სახლის მმართველები სახლებში და შემოსავალი)
(როცა მეორე სახლი იწყება, მაგალითად, ვერძით, გამოდის რომ მარსი არის მეორე სახლის მმართველი და თუკი მარსი არის მეშვიდე სახლში, მაშინ მეორე სახლის მმართველი ყოფილა მეშვიდე სახლი)
მეორე სახლის მმართველი პირველ სახლში:
ფულის შოვნაზე წუხილი ადრეულ ასაკში ისახება, შესაძლოა ოჯახის ხელშეწყობით. თქვენი შემოსავალი მთლიანად თქვენს ძალისხმევაზე, საკუთარი ტალანტების გამოხატვასა და ფიზიკური სხეულის უტილიზაციაზეა დამოკიდებული, თუმცა მემკვიდრეობიდანაც შესაძლოა იხეიროთ. თუკი მმართველი პლანეტა დაზიანებულია შესაძლოა ბევრი მუშაობა მოგიწიოთ ცოტა ფულის დასაგროვებლად.
მეორე სახლის მმართველი მეორეში:
ფულის შოვნა შეგიძლიათ მუყაითობით. ფინანსური უსაფრთხოების მოპოვებას მოთმინებით და დაჟინებულობით შესძლებთ. პრაქტიკულობითა და რეალობის შეგრძნებით ნებისმიერ პროფესიას გაართმევთ თავს. აუცილებელია ჯანსაღი ღირებულებების ჩამოყალიბება, რადგან კომპენსაცია ზუსტად ამაზეა დამოკიდებული. თუკი ძლიერია სახლი და მმართველსაც კარგი ასპექტები აქვს, ფინანსური წარმატების მანიშნებელია და თუკი პირიქით, მაშინ დიდი ფინანსური დანაკარგების, განსაკუთრებით ამ პლანეტის ციკლის დროს.
მეორე სახლის მმართველი მესამეში:
თუკი პლანეტა დაზიანებული არ არის, შემოსავალი გექნებათ პროფესიიდან რომელიც დაკავშირებული იქნება ვერბალურ თუ არავერბალურ კომუნიკაციასთან, სწავლებასთან, ბეჭდვასთან, სტამბასთან, ინფორმაციის გაცვლა გამოცვლასთან, ვაჭრობასთან, ან სულაც და ძმებთან ან ნათესავებთან ერთად სამსახურისგან. შესაძლოა სულაც ისინი დაგეხმარონ სამსახურის პოვნაში. ვედები თვლიდნენ, რომ ასეთი ადამიანები დაინტერესებული იყვნენ მატერიალიზმით, მაგრამ მდაბალი მატერიალიზმით, ანუ ეს ვაჭარის პოზიციაა, ფული ნაკლებად ჭირდებათ ქველმოქმედების ან სხვა კეთილშობილური მიზნებისთვის.
მეორე სახლის მმართველი მეოთხეში:
ეს კარგი მდებარეობაა ადამიანისთვის რომელიც გაყიდვებით არის დაკავებული, ან ზოგადად აიწყობს კარიერას, საიდანაც შემოსავალი დამოკიდებული იქნება გაყიდვებზე. თქვენ ჯიბეზე კარგად აისახება საქმიანობა რომელიც დაკავშირებული იქნება თქვენს სახლთან, ქალაქთან, რომელშიც ცხოვრობთ, ზოგადად სამშობლოსთან. შესაძლოა უბრალოდ სახლში მუშაობდეთ სხვადასხვა პროექტებზე, ან ინტერიერის დიზაინერი იყოთ, მებაღე, ფერმერი. წარმატებებია უძრავ ქონებაშიც, დაცვის სამსახურებში, უსაფრთხოებაში. მოკლედ, ყველაფერი რაც სახლთან არის კავშირში. დამგროვებლის პოზიციაცაა ეს და ცხოვრების მეორე ნახევარი უფრო უზრუნველყოფილია მატერიალურად.
მეორე სახლის მმართველი მეხუთეში:
შემოსავალი დაკავშირებულია კრეატივთან, გართობასთან, ხელოვნებასთან ან სპორტთან, ინვესტიციებთან რომელსაც ცოტა რისკი და სპეკულაცია ჭირდება, ან სულაც ბავშვებთან. ფულს იოლად იშოვით თუ იქნებით დაკავებული საქმიანობით რომელიც სიამოვნების წყაროა – კაზინოები თუ ბავშვთა გასართობი ცენტრები, თეატრი თუ ლატარია… არჩევანი თქვენია.
მეორე სახლის მმართველი მეექვსეში:
შემოსავლის წყარო შეიძლება გახდეს: დიეტები, ჯანმრთელობა, ჰიგიენა, მედიცინა, სანიტარია, სხვებზე ზრუნვა… შესაძლოა ხელქვეითადაც მუშაობდეთ მნიშვნელოვან კომპანიაში, ან სულაც ცხოველთა დაცვისა თუ მოვლის სფეროებით იყოთ დაკავებული. ვინაიდან მეექვსე სახლი ვალსაც გამოხატავს რუკაზე, შესაძლოა ბევრი დანახარჯებისა თუ დანაკარგების მანიშნებელიც იყოს ეს პოზიცია, განსაკუთრებით თუ მმართველი სუსტია ან დაზიანებული.
მეორე სახლის მმართველი მეშვიდეში:
თქვენი შემოსავალი დაკავშირებულია ქორწინების, დიპლომატიის, სამართლის სფეროებთან და ზოგადად საზოგადოებასთან, ჯგუფურ მუშაობასთან. ეს ნიშნავს რომ შესაძლოა მუშაობდეთ როგორც კანონშემოქმედებისა თუ კონფლიქტების მოგვარების კუთხით ასევე მარტოხელა წყვილების გაცნობისა და დაკავშირების კომპანია გქონდეთ ჩამოყალიბებული და მეორე ნახევრების პოვნაში ეხმარებოდეთ ადამიანებს. ასეა თუ ისე, ნებისმიერ შემთხვევაში ეს ნიშნავს რომ ადამიანთა ურთიერთობების დახვეწაზე მუშაობა შემოსავლის წყარო შეიძლება გახდეს. თუმცა ისიც უნდა ითქვას რომ არც ისე სახარბიელო მდგომარეობაა, ერთგულების კუთხით, შესაძლოა რამდენიმე პარტნიორზე ან მეორე ქორწინებაზე მიუთითებდეს.
მეორეს მმართველი მერვეში:
შემოსავალი დაკავშირებულია სხვა ადამიანის რესურსების მართვაზე, ბანკირი, ბუღალტერი, ბროკერობა, დაზღვევა, პოლიტიკა. მემკვიდრეობის მიღების შანსიც არის და შემოსავლიან ქორწინებაზეც მიუთითებს, თუმცა თუ მმართველი დაზიანებულია პირიქით შესაძლოა ძალიან დიდ დანაკარგებზეც მიუთითებდეს, მერვე სახლი არც ისე იღბლიანი სახლია, ამიტომ ფრთხილად იყავით ინვესტიციებთან.
მეორე სახლის მმართველი მეცხრეში:
შემოსავალი დაკავშირებულია სხვა ქვეყნებთან უცხოელებთან ურთიერთობებთან. შესაძლოა ტურიზმით, მოგზაურობით, იმპორტ- ექსპორტით ან უბრალოდ სხვა ქვეყანაში მუშაობით იშოვოთ ფული. კარგი მდებარეობაა მეცნიერის, ფილოსოფოსის, რელიგიური პირის ან უნივერსიტეტში ლექტორის თანამდებობაზე მუშაობისთვისაც. შესაძლოა ცხოვრების საწყის ეტაპზე ფინანსების კუთხით არც ისე სახარბიელო მდგომარეობა გქონდეთ, მაგრამ ასაკის მატებასთან და უმაღლესი განათლების მიღებასთან, მოგზაურობასთან, სულიერ ზრდასთან ერთად ყველაფერი გვარდება.
მეორე სახლი მმართველი მეათეში:
შემოსავალი დაკავშირებულია კარიერასთან და პროფესიასთან, რომელიც აირჩიეთ. შესაძლოა ასევე პოლიტიკაში, მთავრობაში მოღვაწეობით შოულობდეთ ფულს ან მოიპოვოთ კარგი სოციალური სტატუსი. ამ ადამიანებს მრავალმხრივი ნიჭი აქვთ ხოლმე.
მეორე სახლის მმართველი მეთერთმეტეში:
შემოსავალი დაკავშირებულია მეგობრებთან, სოციალურ ჯგუფებში აქტივობებთან. შესაძლოა გავლენიანი მეგობრები გყავდეთ, რომლებიც შემოსავლის გაუმჯობესებაში გეხმარებოდნენ. სხვადასხვა სახის ადმინისტრაციული, პოლიტიკური თუ სოციალური ორგანიზაციის წევრობაც დაგიმძიმებთ ჯიბეს. როგორც წესი, ფულის შოვნის ნიჭი აქვთ, განსაკუთრებით ცოტა მოგვიანებით.
მეორეს მმართველი მეთორმეტეში:
თქვენი შემოსავალი დაკავშირებულია ქველმოქმედებასთან, ნაკლებად წარმატებული და იღბლიანი ადამიანების დახმარებასთან. შესაძლოა იყოს საკუთარი ღირსების გრძნობის მოპოვების პრობლემა, რაც შესაძლოა თქვენ ჯიბეზეც აისახოს. აუცილებელია ბუნებრივი ნიჭის დაფასება, რათა უკეთესი ფინანსური შესაძლებლობები გაგეხსნათ. ამ მდებარეობამ შესაძლოა მოგიტანოთ კონფიდენციალური ფინანსური მხარდაჭერა, მაგრამ ასევე ფარულ ან არალეგალურ ბიზნესშიც გაგხვიოთ. ეცადეთ აირიდოთ იოლი ფული, რომელიც რისკთან და დანაშაულთან შესაძლოა იყოს დაკავშირებული.
მოამზადა დოჩი გოგოხიამ
7 Comments
დატოვეთ კომენტარი
You must be logged in to post a comment.
veraeri gavige,mapa,tiet,amixsenit,hemi planeta mtvarea,ra heizleba mitxrad konkretulad.
uagresad magar abda ubdas wer ratqmaunda specialurad
რისთვის სპეციალურად ქალბატონო ნონა? : )
ნესტან, http://astrologia.ge/%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%98%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98/ – ეს სტატია ნახეთ და მიხვდებით სახლები რას ნიშნავს 🙂
ნონა, თქვენ რატომ კარგავთ თქვენს ძვირფას წუთებს ამ აბდაუბდის კითხვაში და მერე კომენტარების წერაში? :)))))
პირადი რუკა უნდა შეადგინოთ, რომელზეც მეორე სახლის მმართველები უნდა ნახოთ რომელ სახლებში მდებარეობს 🙂
მერვე სახლის მმართველებზე თუ დევს ასეთი განმარტებები..?