ასტროლოგიური მაღაზია

როგორ დავგეგმოთ ქორწინების დღე?!

ქორწილიწელიწადი, როდესაც თქვენი დაბადების დღე დაემთხვა ორშაბათს, სასიკეთოა ქორწინებისათვის, რადგან ორშაბათს მართავს მთვარე, რომელიც დაკავშირებულია საოჯახო და სანათესავო კავშირებთან , თუმცა აუცილებელია საკუთარ გრძნობებში გარკვევა, რადგან მთვარე არა მარტო ანვითარებს ნათესაურ კავშირებს, არამედ ასევე ანვითარებს სენტიმენტალურობასა და მგრძნობიარობას, ამიტომაც შესაძლებელია შეცდომის დაშვება და ისეთი ადამიანის პოვნა, რომელიც ქორწინებაში ვერ გაგიგებთ.

თუ თქვენ დაქორწინდით იმ წელიწადს,როდესაც თქვენი დაბადების დღე დაემთხვა სამშაბათ დღეს, მოემზადეთ, საოჯახო ცხოვრება აღსავსე იქნება, ცეცხლოვანი ექსპრესიისა და მაღალი დუღილის ტემპერატურით :)) კონფლიქტები და შერიგებები მონაცვლეობით შეცვლიან ერთმანეთს. თქვენ ვერასდროს მოიცლით მოსაწყენად. რაც არ უნდა ძლიერი და ვნებიანი იყოს პლანეტა მარსის მიერ შექმნილი სიყვარული, მეუღლეები მაინც ხშირად გააღიზიანებენ ერთმანეთს, ამიტომ სიმშვიდე და სიწყნარე ასეთ ქორწინებაში მხოლოდ დაგესიზმრებათ. :)))))

 

წელიწადი, რომლის მსვლელობისას დაბადების დღე უკავშირდება ოთხშაბათს, ეს წელი მაინც და მაინც არ იქნება მეტად იღბლიანი ოჯახის შექმნისათვის. ოთხშაბათის მფარველი პლანეტა მერკურია, რომლის ცვალებადი ხასიათი კარგადაა ცნობილი– დღეს იგი იწვის ვნებისაგან ხვალ კი გაურკვეველი მიმართულებით უჩინარდება. სწორედ ამიტომ, შესაძლებელია ქორწინება განპირობებული იყოს მოულოდნელი იმპულსით და არა ღრმა, გააზრებული გრძნობით. ეს არის თავისუფალ, თანასწორუფლებიან პარტნიორთა კავშირი, ამიტომ პატრიარქალური ოჯახის მოყვარულებს ასეთ ქორწინებაში არაფერი ესაქმებათ, თუმცა ადამიანებს, რომელთაც იზიდავთ ქორწინება- თანამეგობრობის ან შემოქმედებითი კავშირის სახით, ამგვარი “მერკურიანული” კავშირი დიდ სიამოვნებას მოჰგვრის.

 

პლანეტა იუპიტერს, რომელიც მფარველობს ხუთშაბათს, უწოდებენ მეფეთა ვარსკვლავს ან გამარჯვების პლანეტას. თუ თქვენ განიზრახეთ ოჯახის შექმნა, ოთხ კედელს შორის “ჩაჯდომა”, მაშინ უმჯობესია ქორწინება შემდეგი წლისათვის გადადოთ. სამაგიეროდ ლიდერული თვისებების მქონე წყვილთათვის ასეთი ქორწინება მეტად სასიკეთოა, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ განსაკუთრებული სინაზე ამგვარ ცოლ-ქმრულ ურთიერთობაში არ გამოვლინდება, რადგან სინაზისთვის  მათ დრო არ ექნებათ :))

 

მათ, ვინც დაიწყო საოჯახო ცხოვრება იმ წელიწადს, როდესაც დაბადების დღე დაემთხვა პარასკევს, რომელსაც მართავდა სიყვარულისა და სილამაზის მმართველი პლანეტა ვენერა, შეიძლება მივულიცოთ! თქვენ გეყოლებათ იდეალური სექსუალური პარტნიორი, რომელიც არ მოგაკლებთ სასიამოვნო შეგრძნებებსა და შთაბეჭდილებებს. ყურადღება, საჩუქრები, სითბო და სიყვარული იქნება თქვენი ყოველდღიური ცხოვრების თანამდევი. ამასთანავე, ასეთმა ქორწინებამ შესაძლოა ხელი შეუწყოს ფინანსური სირთულეების მოწესრიგებასაც, რადგან პლანეტა ვენერა მფარველობს არა მარტო სიყვარულს, არამედ მატერიალურ კეთილდღეობას.

როდესად დაბადების დღეს შაბათს გადაიხდით, სთხოვეთ მეგობრებს, რომ მათ არ გისურვონ იმ წელიწადს ქორწინება. ასეთი ქორწინება მხოლოდ მათთვის არის სასურველი, ვინც მზადაა სრულად დაუთმოს საკუთარი თავი ოჯახს, პარტნიორს, შვილებს. სატურნი, შაბათი დღის მბრძანებელი, ხელს უწყობს შეზღუდვებს, მსხვერპლის გაღებას ოჯახის გამო, ვალდებულების შესრულებას, ერთგულებას.

 

მას, ვინც ოჯახს შექმნის მზის წელიწადში, ანუ მისი დაბადების დღე დაემთხვევა კვირას, ასევე შეგვიძლია მივულოცოთ, რადგან მზის ენერგია სიხარულის მომტანია. თქვენი პარტნიონი გახდება თქვენთვის სიცოცხლის წყარო, (როგორ მიყვარს ეს სიტყვები) შემოქმედებითი ნიჭისა და უნარის გამომხატველი და დამხმარე. იგი ხელს შეუწყობს თქვენი სურვილების რეალიზაციას. ამ წელიწადს ყველა მისთვის განკუთვნილ ბედნიერების ლუკმას მიიღებს! :))

მოამზადა მანჩო ნიჟარაძემ

ავტორი

მსგავსი ფოსტები

დატოვეთ კომენტარი