როგორ დავამუშავოთ ლილიტი კირჩხიბში
აქ შავი მთვარე დედასთან დამოკიდებულებაზე გვეკითხება. ეს არის კარმის სიგნალი – სული დედას ირჩევს ევოლუციისთვის. რასაც არ უნდა წარმოადგენდეს იგი ამ ასპექტით დაბადებული ადამიანებისთვის მაინც ყველაზე მნიშვნელოვანია. შესაძლოა მისი ყურადღების ნაკლებობას განიცდიდეთ: მიგატოვათ, ძალიან დაკავებულია და თქვენთვის არ სცალია, გარდაცვლილია, ან კიდევ ზედმეტად ზრუნავს თქვენზე, ზედმეტად გმფარველობთ. ადამიანი ამბივალენტურია დედის სიყვარულში – დედა სჭირდება, მაგრამ ამავდროულად არ სურს მთლიანად მის მიერ იყოს შთანთქმული. მისთვის სიყვარული უკვე დამოკიდებულებაა. მთელი ცნობიერება ერთ ნაჭუჭშია გამომწყვდეული და ოჯახის იდეითა და დამოკიდებულებებით საზრდოობს.
ევოლუცია ამ ემოციური გეგმის მიხედვით მიმდინარეობს – ,,ოჯახო, მიყვარხარ! ოჯახო, როგორ ვერ გიტან!“. იყო ტომის, მოდგმის, საგვარეულოს, სანათესაოს წევრი თუ უარყო წინაპართა ისტორია, თავად იყო თუ არ იყო დედა ან მამა, იპოვო თუ არ იპოვო ოჯახი: ეს ის შიშებია, რომლითაც კირჩხიბი ლილიტი გვასაჩუქრებს.
ამ დილემებიდან თავის არიდებას სიმბოლური ოჯახის პოვნით შეიძლება შეეცადოს ადამიანი, მაგალითად იპოვოს ხალხი, რომელთა შორისაც ის მიიღებს ფიზიკურ თუ ფსიქოლოგიურ საზრდოს და ახალ უსაფრთხო ნაჭუჭს აღმოაჩენს საარსებოდ. ხალხის პატივისცემა ყოველთვის არსებითია მისთვის. ნებისმიერ შემთხვევაში, მან უნდა შეინარჩუნოს დამოუკიდებლობა, გაარკვიოს სურს თუ არ სურს იყოს ოჯახის წევრი, ეძიოს წარმომავლობა, ფესვები, მაშინაც კი, თუ ჯგუფისგან უარყოფილად გრძნობს თავს.
არის მიდრეკილება რომ ადამიანის წარმოსახვა ამახინჯებდეს რეალობას და მერე ამის გამო იტანჯებოდეს; შესაძლოა ცხოვრების დასაწყისში სულაც არ ჰქონდეს ისეთი დაცული და საყვარელი სახლი, როგორზეც ოცნებობს; შესაძლოა ჰქონდეს პრობლემები სახლში ან საერთოდ არ ჰქონდეს სახლი, ან ჰქონდეს და ვერ შეინარჩუნოს; შესაძლოა სხვები ავალდებულებდნენ იმის მიღებას, რაც არ სურს; შესაძლოა იტანჯებოდეს ეჭვით, რომ არ გააკეთა მაქსიმუმი – ნებისმიერი ამ პრობლემის მიუხედავად მას მაინც სურს დაიცვას ისინი, ვინც უყვარს, შეინარჩუნოს ალალმართალი სიცოცხლე, საკუთარ თავზე აიღოს ოჯახური მოვალეობების პასუხისმგებლობა. მუდამ პრინციპების ერთგული რჩება და ეშინია შეცდომების დაშვების. ბავშვური ბექგრაუნდის გამო უსაფრთხო ემოციურ გარემოს ვერ ელევა, რადგან დამოუკიდებლობის ეშინია. ,,გაზრდა“ , მომწიფება სირთულეებთანაა დაკავშირებული. ის ტრადიციულ ღირებულებებს უნდა დაეყრდნოს და ისე წავიდეს წინ.
თხის რქა – კირჩხიბის ოპოზიცია – ყოველთვის ამ დილემების გადაწყვეტას დაავალდებულებს. ის ღრმა კავშირი, რომელიც საყვარელ ადამიანებთან გაქვთ, უნდა დარჩეს, მაგრამ ხელფეხი არ უნდა შეგიკრათ. აუცილებელია ურთიერთობებში სტაბილურობის პოვნა, უნდა დაეყრდნოთ ოჯახს, დაეხმაროთ მას, მაგრამ თქვენი უფლებების ხელყოფის, თავისუფლების შეზღუდვის, საკუთარი თავის მსხვერპლად გაღების ხარჯზე არა.
პოზიტივს რაც შეეხება, თქვენმა შავმა მთვარემ შესაძლოა ადამიანის ქვეცნობიერში შეღწევის, გამოკვლევის ნიჭი, მისი ემოციურ პრობლემების გაგების უნარი დაგანათლოთ, რომელთა ფესვები ხშირად ბავშვობაშია საძებნი. ლილიტი შესაძლოა უსახლკარო ბავშვებზე ზრუნვით, მათთვის თავშესაფრის პოვნაშიც გამოიხატოს, შესაძლოა იყოთ მასწავლებელი, ოჯახურ საკუთრებას იცავდეთ, ოჯახური ბიზნესს უხელმძღვანელოთ ან წამოიწყოთ.
არის შანსი, რომ წარსულ ცხოვრებაში სული ეგოისტურ გარემოში ცხოვრობდა ან ერთ ნაჭუჭში იყო გამომწყდეული და გარეთ გამოსვლის ეშინოდა. ასეა თუ ისე, იგი იტანჯებოდა მფარველობის ნაკლებობით ან ზედმეტობით. ასევე შესაძლებელია, რომ საკმარის ყურადღებას არ აქცევდა ოჯახს, განსაკუთრებით კი ბავშვებს.
თუკი ლილიტი კირჩხიბის 0° და 2° შორისაა, ადამიანი შინაგანი ქვეცნობიერი ძალების კარნახს უნდა მიჰყვეს, რათა გახდეს ადამიანი, რომელიც ქმედებაზე პასუხისმგებლობას თავის თავზე იღებს და განაგებს თავის მომავალს. ცვლილებების განხორციელება სირთულეებთანაა დაკავშირებული და მოტყუების შიშმა შესაძლოა გადაწყვეტილებების სრული პარალიზება გამოიწვიოს.
თუკი ლილიტი 28 ° და 30° შორისაა ადამიანი ,,დაბადებულია საკუთარი თავისთვის“ და დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის.
ცნობილი ადამიანები კიბო ლილიტით: მერლინ მენსონი, ჯენის ჯოპლინი, მერლინ მონრო, პრინცესა დაიანა, ელვის პრესლი, მიკ ჯაგერი, პოლ მაკარტნი, ანტონიო ბანდერასი, ჯიმი ჰენდრიქსი, ეშტონ კატჩერი, შონ პენი, პოლ ნიუმენი, კარლოს კასტენადა, შოპენი, ალ კაპონე, მარგარეტ ტეტჩერი, ჰიუ გრანტი, ოსკარ ვაილდი, დიეგო მარადონა, ბობი ბრაუნი, მადამ დე პომპადური, რემბრანტი, ერიხ მარია რემარკი და სხვები.
მოამზადა დოჩი გოგომ