როგორ გავიაროთ ვერძის პერიოდი
მიხეილ ცაგარელი
როგორც ვიცით ვერძს მართავს წითელი პლანეტა მარსი!!! ეს საკმაოდ ძაბავს სიტუაციას და ქმნის საომარი საფრთხის შესაძლებლობებს (როგორც უკრაინასთან ასევე მსოფლიოში)! ეს არ ნიშნავს აუცილებლობას, მაგრამ შესაძლებლობები მეტად გაიზრდება!
მოდით აღვნიშნოთ ამასთან დაკავშირებული მოვლენები, ე.ი. რას გვიქადის ერთი თვის (21 მარტი – 20 აპრილი) განმავლობაში, რადგან ჩვენ ყველანი ვიქნებით ვერძის ზოდიაქოს ნიშნის ზეგავლენის ქვეშ!
კონკრეტულად ამ პერიოდში მაქსიმალურად გვმართებს ყველა ადამიანს მოთმინების გამოვლენა, ანუ აკონტროლეთ იმპულსურობა, აგრესიულობა, სულსწრაფი მოქმედებები, ნუ ჩქარობთ! – ეს იქნება მხოლოდ წამგებიანი ყველასთვის!
პირიქით: მოთმინება წინა პლანზე, თავდაჭერა, თანმიმდევრული მოქმედება და შრომისუნარიანობა!
ვერძმა იცის წაზარმაცება, ამიტომ არ წაიზარმაცოთ, აი ეს თვისებები შრომისუნარიანობასთან ერთად არის წარმატების მომტანი აღნიშნული ერთი თვის განმავლობაში!
და ამ დროს უფრო მეტად იმუშავეთ პერსპექტივაზე, ნუ გექნებათ იმედი, რომ ამ ერთი თვის გასვლის შემდეგ დიდი რაოდენობით შეიძლება შემოვიდეს ფინანსები, აქ გასამახვილებელია ყურადღება სწორედ ვერძის პერიოდში თუ როგორ ინტენსიურად იმუშავებთ პერსპექტივაზე, რათა დაიბევოთ შემდგომი პერიოდების წარმატებები და სამყაროს კოსმიური საჩუქრები, შეიძლება იყოს 2,3.. თვის შემდგომ!
ძალიან მნიშვნელოვანია კარგი ურთიერთობების შენარჩუნება ამ პერიოდში კოლეგებთან, დებთან, ძმებთან, ახლობლებთან, ეს ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვნად ბევრად განაგებს თქვენს სტაბილურობას და წინსვლის პერსპექტივებს ამ თვის განმავლობაში!
მაქსიმალურად ეცადეთ მაქსიმალურად აღადგინოთ ურთიერთობები ვერძი ითხოვს ამას ყველასგან! თუ რა ფორმით აღადგენთ ინტერნეტით თუ ნაცნობების ფორმით თუ მოგზაურობის ფორმით ეს სულ ერთია, მთავრია აღადგინოთ დაკარგული ან ძველი (კლასელები და სხვა) ურთიერთობები!
სასიყვარულო კუთხით ეს პერიოდი უფრო მშვიდია, სტაბილურია. ავღნიშნოთ ისიც, რომ აღმოსავლეთი მხარე თქვენს სახლში იქნება ამ პერიოდში უფრო წარმატების მომტანი! კარგი იქნება თუ ხშირად დაანთებთ სანთელს აღმოსავლეთ მხარეს, რაც უფრო ხშირად დაანთებთ მით უკეთესი, რადგან მოგეხსენებათ ვერძის სტიქია ცეცხლია და შესაბამისად სანთლის ცეცხლი იქნება საუკეთესო განმწმენდი საშუალება (თქვენი ბიოველისთვის, სახლისთვის და ა.შ.) ვერძის პერიოდში!
კარგი იქნება თუ თქვენს ოთახში აღმოსავლეთ მხარეს ოქროს საწმისის სურათს დაჰკიდებთ ან დადებთ ეს უფრო გააძლიერებს თქვენთვის სასიკეთოდ!
ვარჯიშები აუცილებელია, იცით რომ ვერძი ძალიან სპორტული ნიშანია და ძალიან აქტიური! ამიტომ რაც უფრო მეტად ივარჯიშებთ და ივლით ფეხით, მით უკეთეს, ასევე ვარჯიშები კუნთებისთვის, მუცლის პრესის გასამაგრებლად ვარჯიშები აუცილებლად აკეთეთ – ყოველივე ამ ვარჯიშებისთვის საუკეთესო პერიოდია, ოღონდ ვარჯიშები აკეთეთ გადატვირთვის გარეშე! გახსოვდეთ უნდა, რომ შესუსტებულია ადამიანის ენერგოველი გაზაფხულის გამო, თუნდაც ავიტამინოზის ნაკლებობის გამო, ამიტომ გადატვირთვა და გადაღლა ვარჯიშებში არ შეიძლება!!
საკვები რაციონიდან ამოვიღოთ: კვერცხი, კურდღლის ხორცი, ძროხის ხორცი, ნიორი! -აი ეს საკვები ნეგატიურ დაღს ასვავს ამ ერთი თვის განმავლობაში ორგანიზმს!
გაცილებით უკეთესია: ქათმის ხორცი, ზღვის პროდუქტები,მჟავე კომბოსტო, ნიგოზი, ჩაი ლიმონთან ერთად.
ამ პერიოდში სამოგზაუროდ ძალიან კარგია: ახალი ზელანდია, ესპანეთი, მარკო, არგენტინა, ურუგვაი.
არ არის საურველი ურთიერთობა ამ პერიოდში: ინგლისთან, ლონდონთან განსაკუთრებით და ალეოტი კუნძულებთან!
დანარჩენი ქვეყნები მეტ-ნაკლებად საშუალოა.
ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი