როგორ ამოვიცნოთ ტყუპები
„ნეტა სულ ასე უცბად არ ჩნდებოდე და ქრებოდე. ერთი კარგად ახვევ თავბრუს ხალხს! ამჯერად ის საკმაოდ ნელა გაქრა, დაწყებული კუდის წვეროდან, დამთავრებული ჩაცინებით, რომელიც დანარჩენი ნაწილების გაქრობის შემდეგაც გარკვეული დროის განმავლობაში დარჩა.
თუ ზოგჯერ ტყუპები გაფიქრებინებთ, რომ გაორებულად ხედავთ ყველაფერს, არ გავარდეთ და სათვალეები არ გამოცვალოთ. უბრალოდ გახსოვდეთ, რომ მარჩბივი ტყუპების ნიშანია და მის ცვალებად პიროვნებას ყოველთვის გააჩნია ორი განსხვავებული მხარე. ეხლა ხედავთ, ეხლა ვერა.
რა იფიქრეთ, სიყვარული იყო ის, რაც შენიშნეთ, ახლახანს მათ მოძრავ ნაკვთებზე? სიძულვილი? აღტყინება? საზრიანობა? იდეალიზმი? სევდა? მხიარულება? ტყუპების მიმიკების მერკურიანული ცვლილებათა ყურება ისევე შთამბეჭდავია, როგორც დისკოთეკის კაშკაშა განათების ყურება. ძნელია თქვა, სად მთავრდება რეალობა და იწყება ილუზია. ერთმანეთს ერწყმიან – შემდეგ შორდებიან.
იმის განსაზღვრა, თუ სად შეიძლება ამ მრავალფეროვანი არსების პოვნა ცოტაოდენ წინასწარ დაფიქრებას მოითხოვს. დღეს შესაძლოა ერთ ადგილას იყოს, ხვალ მეორეზე. ასევე უცაბედად. ტყუპებს შეუძლია ტანსაცმელი, სამუშაო, სასიყვარულო ცხოვრება ან საცხოვრებელი ადგილი ისევე სწრაფად გამოიცვალოს, როგორც აზრს იცვლის და იგი აზრს საკმაოდ სწრაფად იცვლის. კარგი მაგალითის პოვნისათვის, მათ შესასწავლად, საკმაო სირბილი დაგჭირდებათ.
შეგიძლიათ წიგნის მაღაზია მოსინჯოთ. იგი დამთვალიერებლია, რადგანაც შეუძლია გვერდების უცბად გადათვალიერებით შინაარსის დედააზრის გამოტანა. (შემთხვევითი არაა, რომ ჯონ ფ. კენედი სწრაფი მკითხველი იყო.) მერკურიანელებს ასევე ახასიათებთ პირველად ბოლო გვერდის წაკითხვის საძაგელი ჩვევა. თუ ისეთ ტყუპებს იცნობთ, რომელსაც წიგნი ოდესმე თავიდან ბოლომდე ისე წაუკითხავს, რომ შუა გზაზე არ მოჰბეზრებია, სმითსონიანის ინსტიტუტში გაგზავნეთ უცნაურ და გამორჩეულ ანტიკვარად ( ან შეამოწმეთ პირადი რუკა კურო, თხის რქა ან სხვა უფრო დაჟინებული ნიშანი ხომ არ ჰყავს ასცენდენტზე). ტყუპებს უყვართ წიგნის კითხვისას წინ და უკან ხტომიალი – მოქმედების მოდელი, რომელიც მაშინაც ურჩევნიათ, როცა საქმე სხვა რამეებს ეხება, კითხვის გარდა.
ერთ ან ორივე ტყუპისცალს აუცილებლად იპოვით კოლეჯებში მოსრიალეს და რადიო სადგურებში სხვებთან საკუთარი საზრიანობით შეჯიბრებისას, საზოგადოებასთან ურთიერთობების ფირმაში (პიარი), სატელეფონო მომსახურებაში, ავტო შოურუმსა ან სარეკლამო სააგენტოში – თუ მოახერხებთ და რომელიმე მათგანის გამოჭერას მოახერხებთ დავალებებს შორის.
– როდესაც ამ ვერცხლისწყალივით ადამიანს იპოვით, დაკვირვებით შეისწავლეთ, მისი წინ და უკან დევნით რომ დაიღალოთ მაინც. პირველს რასაც შეამჩნევთ, ის ნერვული ენერგიაა, რომელიც ჰაერში წკარუნობს, ტკაცუნობს და სკდება მის გარშემო. თუ მთვარე მორიელში, სასწორში, კირჩხიბში ან თხის რქაში აქვს, შესაძლოა მთლად ასე აშკარა ტკაცანით არ ხმაურობდეს, მაგრამ წკარუნისა და სკდომის უნარი აქვს და სხვა პლანეტარული გავლენების ქვეშაც იგრძნობთ მის არსებობას. ზოგიერთი ტყუპი შესაძლოა ნელა საუბრობდეს, მაგრამ მათი უმეტესობა სწრაფად ლაპარაკობს. ყველა მათგანი კი სწრაფი მსმენელია.
კაცი თუ ქალი, ტყუპები მოუთმენელია კონსერვატიული ადამიანების წინაშე, რომელთაც აკლიათ წარმოსახვა და პროგრესული აზროვნება, ან მათ მიმართ რომელთაც გარკვეულ საკითხებს რომ შეეხება საქმე, არ იციან სად დგანან. ტყუპებმა იცის სად დგას თვითონ, ყოველ შემთხვევაში ამ მომენტისთვის მაინც.
ლინდა გუდმანი
თარგმანი მოამზადა ნინო მჭედლიძემ
რუბრიკა ეძღვნება Astrologia.geს მკითხველის, ავტორისა და ადმინისტრატორის,
კატუშა კატის ხსოვნას…