რიცხვი 3 (სამი, სამიანი, ტრიადა, ბუნა)
რიცხვი სამი გრაფიკულად გამოისახება სიპრტყეზე განლაგებული სამი, ერთმანეთთან შეკავშირებული წერტილით, რომელიც პირველ გეომეტრიულ ფიგურას – სამკუთხედს ქმნის.
არსებობს სხვა სამმაგი გეომეტიული ფორმებიც: ტრისკელიონი (სამსხივიანი სვასტიკა), სამყურა, იაპონური ტრიგრამა, სამკბილა, სამი ელვა, ჰერალდიკური ლილია, სამი თევზი საერთო ცენტრის ირგვლივ (ქრისტიანული სამების სიმბოლო), სამთათიანი მთვარის არსებები, სამი გადაჯაჭვული რგოლი ან სამკუთხედი (ერთარსი წმინდა სამების განუყრელობის სიმბოლო).
სამიანის გაყოფის შედეგად ნარჩუნდება ცენტრი, ამიტომ სამიანი პირველი სრულყოპილი რიცხვია. წარმოადგენს კეთილს და იანურ საწყისს. სიმბოლური მნიშვნელობით სამიანი განასახიერებს: მრავლობითობას, შემოქმედებით ძალას, განახლებას, ზრდას, წინსვლას, შინაგან გამოსახულებას, სინთეზს; იმდენად, რამდენადაც სამიანი მრავლობითის ექვივალენტია, მას შეუძლია სიმრავლის სიმბოლიზირება. ხშირად წარმოგვიდგება, როგორც წარმატების ნიშანი.
პითაგორელებისათვის სამიანი სისრულის გამომსახველი რიცხვია. პითაგორა სამს ჰარმონიის სიმბოლოდ მიიჩნევდა, არისტოტელე კი დამამთავრებლად: ,,ტრიადა ეს არის სრული რიცხვი, შეიცავს საწყისს, შუას და ბოლოს’’. ორფოლოგიური სიმბოლიკა ტრიადაში ყოფას, ცხოვრებას და მოღვაწეობას აერთიანებს.
სამიანი თავისთავში ატარებს დარწმუნებლობის ძალას, ვინაიდან ერთხელ ან ორჯერ რამე ცხოვრებისეული მოვლენა ან ფაქტი შეიძლება დაემთხვეს, თუმცა სამჯერ – ეს უკვე კანონზომიერია. შესაბამისად ეგვიპტური ღვთაება ტოტი სამგზის გაბრწყინებულად, ტრისმეგისტად იწოდება.
სამიანი ,,ციური,, რიცხვია – სულის სიმბოლო ანუ მეოთხე ტანი. ჯამში სამი და ოთხი გვაძლევს შვიდს, განასახიერებს წმინდა შვიდეულს. მათი გადამრავლება გვაძლევს 12-ს, გასრულებული ციკლის სიმბოლოს (მაგ: 12 სიმბოლოსგან შედგენილი ზოდიაქოს წრე, 12 თვისგან შემდგარი ერთი მზის წელიწადი).
სამიანი ოთხიანი და მათი ჯამი – შვიდი ესადაგება აფროდიტეს (ვენერას), როგორც სამი სამყაროსა და ოთხი ელემენტის დედოფალს.
სამიანს გააჩნია უნივერსალური ძალა და განასახიერებს სამყაროს აზრობრივ სამნაწილიან ბუნებას ცა, მიწა და წყალი; ესა ადამიანი – ტანი, გული და სული; დაბადება, ცხოვრება და სიკვდილი; საწყისი, შუა და ბოლო; წარსული, აწმყო და მომავალი.
საზოგადოებრივ და სამართლებრივ პრაქტიკაში სამი გვაროვნული ერთობით შემდგარი ყველაზე დაბალი ხარისხია. სამი უმცირესი ხალხის ოდენობაა განსაკუთრებული გადაწყვეტილების მისაღებად, მსგავსად რომაული ტრიუმვირატისა (გნეუს პომპეუსი, იულიუს კეისარი და ანტონიუსი).
სარიტუალო პროცესიების დროს რიგი ქმედებები სამჯერ სრულდება: სამი ყოველდღიური ლოცვა ისლამში, სამი მისალმება, მართმადიდებლური ლიტურგიული ლოცვების ფორმულების ,,სამგზის,, განმეორება (მაგ: ალილუია, ალილუია, დიდება შენდა ღმერთო).
სექსუალურ პლანში სამი კონფლიქტის სიმბოლოა, ჩნდება მესამე პირი და იქმნება სასიყვარულო სამკუთხედი.
ოკულისტების ვარაუდით სამიანი სულიერი სამყაროს უმაღლესი აღქმაა.
ალქიმიურ პირველწყაროდ სამი პრინციპი გვევლინება: გოგირდი, ვერცხლისწყალი და მარილი სიმბოლო სულის, გულისა და სხეულის.
თავად სიტყვა კაბალის ეტიმოლოგია ემყარება სამ თანხმოვანს კ ბ ლ აღნიშნავს მიღებას, აღქმას. ივრითის სამი ასო ალეფ, მემ და შინ დაკავშირებულია სამ პირველელემენტთან: ჰაერთან წყალთან და ცეცხლთან.
ბიბლიაში სამს განსაკუთრებული საკრალური მნიშვნელობა აქვს. შესაქმის სამი პერიოდი: პირველყოფილი ქაოსი, ადამიანისა და სამყაროს შექმნა 6 დროში და შაბათის წმინდა დღედ გამოცხადება. წმინდა სამების ქრისტიანულმა დოქრტინამ, შესაძლებელი გახადა განუყოფლად გაერთიანებულიყვნენ მამა ღმერთი, ძე ღმერთი და სულიწმინდა. შესაბამისად რიცხვი სამი შეიძლება შეიცვალოს რიცხვი ერთით, მრავალმხრივი და ძლიერი კავშირით.
სამი ხშირად გვევლინება სახარებაში: მამლის სამჯერ ყივილი გათენებამდე, პეტრეს სამჯერ უარყოფა, გოლგოთაზე აღმართული სამი ჯვარი, იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომა სამი დღის შემდეგ, სამი გამოვლინება სიკვდილის შემდეგ, სამი მარია, სამი მართმადიდებლური სიკეთე – რწმენა, იმედი და სიყვარული.
ინდუიზმში სამი გუნა ანუ ხარისხია. ესაა ბუნების დაკავშირება საგნის არსების აღქმაში ( სატუა -ჰარმონია, რაჯასი – ტრამვა, ტამასი – მატერია). სატუა – სიკეთე, ბედნიერება; რაჯასი – აღგზნება, სიამოვნება, აღშფოთება; ტამასი – ინერცია, აპათეა, არაკეთილისკენ მიმავალი.
ადამიანურ სულში სატუა – ესაა განმანათლებლობის, წონასწორობისა და მოთმინების ფუძე. რაჯას – მოძრაობა, აქტიურობის და ვნების წყარო. ტამას – ინერტულობა და მასთან დაკავშირებული ყველა ნიშანი, სიზარმაცის წყარო, გადახრილობა და არაკეთილისმსურველობა.
ტრიმურტი მთავარი ინდუისტური სამეულია. მასში სამი ღმერთი ბრახმა, ვიშნუ და შივა ერთიანდება. სამმაგი ძალის შემცველი – შემოქმედი, დამცველი და დამანგრეველი.
მაორებისთვის მაღალი სული ესაა განუყოფელი სამება – მზე, მთვარე და მიწა. ბუნების ღმერთი აერთიანებს წარსულს, აწმყოსა და მომავალს.
ჩინელებისთვის სამი პირველი კენტი, იანური, დადებითი რიცხვია. კანონიერების, სიწმინდის, დახვეწილობის სიმბოლო. სამი საწყისი ცა, მიწა და ადამიანი. სამი ჭეშმარითი გზა ცის, მიწისა და ადამიანის. ჩინური ტრაიციის თანახმად ცას სამი ძმა მართავს.
იაპონელების სამს წმინდა განძეულად თვლიან და მასში სარკეს, ხმალს და ძვირფას ქვებს მოიაზრებენ. სიმბოლური შესაბამისობა ჭეშმარიტებასთან, მამაკაცურობასთან და დარდთან.
რიცხვს 3 ერთ-ერთი დომინანტი ადგილი უჭირავს არა მარტო სიმბოლიკასა და რელიგიურ აზროვნებაში, არამედ მითოლოგიაში, ლეგენდებსა და ზღაპრებში. ყველა ზემოთაღნიშნულში ფიგურირებს ,,მესამე წარმატება’’. ხალხურ ზღაპრებში გმირებს გააჩნიათ სამი სურვილი, მათი ასრულების შესაძლებლობა ეძლევათ მესამე ცდაზე: უნდა გაუძლონ სამ ცდას ან სამ გამოცდას. ფოლკლორში ხშირად გვხვდება სამი უფლისწული, სამი ქაჯი, ფერიები (ორი კეთილი და ერთი ბოროტი).
სამთავიანი ან სამტანიანი ღმერთებს, მაგ: ძვ. საბერძნეთში ჰეკადა და ბრიჯიტა//ბრიგიტა გააჩნიათ მრავალი ფუნქცია, მართავენ სამყაროს რამდენიმე სფეროს.
ძველგერმანულ მითოლოგიაში მთვარე არის ბედი; მთვარის ქალღმერთი – ხოლდა წარმოდგენილია ორ ქალიშვილთან ერთად. მთვარეზე მცხოვრებ კურდღლებს სამი ფეხი აქვთ.
ინკებს სამი დიდი ღმერთი ჰყავთ: მზის მთვარისა და ქარის.
სამი ქალღმერთის სახით წარმოდგება აფრიკელებისათვის მთვარის ქალღვთაება (ორი შავი და ერთი თეთრი პერსონა). სამი აფრიკაში მამაკაცური რიცხვია (ფალოსი და ორი სათესლე პარკი).
არაბული სამმაგი ქალღმეთი მანატი წარმოდგენილია სამი წმინდა ქალწულის ალ-ითაბის; ალ-უზასა და ალ-მანათის სახით. გამოისახება სამი სტელით, ქვით ან ბოძით, რომლებზედაც მტრედები სხედან.
მოამზადა მათე ახალაიამ