რიცხვი 1
რიცხვები 1-10 ითვლებიან საკრალურად.
კაბალის თანახმად სამყარო დაყოფილია 10 სფეროდ, სფიროტად (სფიროტები შეესაბამება ნატურალური რიცხვების პირველ 10 ციფრს;
სიტყვა სფიროტი კაბალის ანუ ივრითის ენაზე მრავლობითი ფორმაა სიტყვისა ,,სეფირ,, რაც ქართულად რიცხვს ნიშნავს).
ათი სფიროტი
1. კეტერი
2. ხოკმა
3. ბუნა
4. ხესედი
5. გებურა
6. ტიფერეტი
7. ნეტცახი
8. ხოდი
9. იესოდი
10. მალკუტი
რიცხვი 1 (ერთიანი, ერთი, მონადა, კეტერი)
გრაფიკული გამოსახულება წერტილი, ზემოთ მიმართული ისარი, ყველა ანბანური სისტემის პირველი ასო.
ასტროლოგიურად შეესაბამება – მზეს, ცეცხლის სტიქიას.
ნებისმიერი საერთაშორისო საზომების (სიგრძე, მოცულობა, წონა, დრო, ენერგია) პირველი კატეგორია.
პითაგორას მიხედვით განასახიერებს მონადას.
თეოსოფიური მნიშვნელობით 1=4=7=10. რიცხვი 4 – 1+2+3+4=10=1; რიცხვი 7 – 1+2+3+4+5+6+7=28=10=1; იგივეა რიცხვი 145, რომელიც შეგვიძლია წარმოვიდგინოთ 1+4+5=10=1 სახით. შესაბამისად შეგვიძლია შევადგინოთ პითაგორას კვადრატი:
1 2 3
4 5 6
7 8 9
ერთიანი – საწყისი, პირველყოპილი ერთიანობა, შემოქმედი (ღმერთი), პირველმამოძრავებელი, მისტიკური ცენტრი (სახლის ცენტრის- ოჯახის კერის სახით), შემოქმედება, აქტიურობა, იმპულსის განსახიერება, განუყოფელი, ჩანასახი, იზოლირება, აღმასვლა, მამაკაცური საწყისი (იანი). პრინციპი, რომელიც უკავშირდება ხარისხის ზრდას, და ამ სახით ქმნის მრავლობითობას, საწყისი ცხოვრებისა და ყველა რიცხვის.
კანონიზირებულია როგორც ,,მიზნის რიცხვი,,, სიბრძნის სიმბოლო, ერთპიროვნული ლიდერობა, ამბიცია.
ეზოთერულად რიცხვი ერთი არა მხოლოდ ერთიანობის, პირველწყაროს, პირველმამოძრავებელისა და საწყისის, არამედ ესაა შემოქმედი ღმერთის ნების გამოვლინება;
,,სამყაროს ცენტრი,,; წარმოგვიდგება განუვითარეწბელი წერტილის, უცვლელი პირველმამოძრავებელის სახით.
მოამზადა მათე ახალაიამ