რიცხვების სიმბოლიკა. რიცხვი 5 (ხუთიანი, გებურა)
რიცხვი 5 ადამიანის, მიკროკოსმოსის სიმბოლოა. გრაფიკული გამოსახულება ადამიანის სხეული, რომლის თავი, აღმართული ხელები და ფართოდ გაშლილი ფეხები განასახიერებენ ხუთქიმიან ვარსკვლავს ანუ პენტაგრამას (წესიერ ხუთკუთხედს).
პენტაგრამას თუ თავი ზემოთ აქვს მიმართული ეს სულიერი ინდივიდუალიზმის, სულიერი ზრდის სიმბოლოა; თუ თავი ქვემოთ აქვს მიმართული ეს ჯადოსნობის და შავი მაგიის სიმბოლოს წარმოადგენს.
ხუთი განასახიერებს მედიტაციას, რელიგიას, აქტიურ შემადგენლობას, მრავალსახიერებას. რიცხვი 5 უკავშირდება ჯანმრთელობას, სიყვარულს, მგრძნობიარობას, ანალიზს, კრიტიკას, ძალას, ურთიერთდამოკიდებულებას, ორგანულ ზრდას, გულს.
ხუთი ციკლური რიცხვია, იგი მიიღება წინა ორი წყვილი რიცხვების ჯამით (4+1; 3+2); სიმბოლოა რიცხვების ცენტრის, მიწისა და ცის შეხვედრის ადგილის, აგრეთვე სამყაროს მხარეებისა ცენტრთან ერთად. აგრეთვე ის სამყაროს შექმნის ოთხი დიადი ძალის ცენტრში დგას.
თვლის პირველყოფილ სისტემებში შედიოდა 5 რიცხვი. მაგ. სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე მცხოვრებ მუნდურაკუს ხალხის პირაჰას ტომს დღემდე 5 ციფრისაგან შემდგარი თვლის სისტემა აქვთ.
მცენარის ყვავილი ხუთი ფურცლითა და ფოთლით, მაგალითად ვარდი, ლილია, ვაზი… განასახიერებს მიკროკოსმოსს.
ალქიმიაში ხუთფურცლიანი ყვავილი და ხუთქიმიანი ვარსკვლავი განასახიერებს კვინტოესენციას – მეხუთე ელემენტს.
პითაგორას მისტიციზმის დოქტრინის მიხედვით, რიცხვი 5 ისევე, როგორც 7 გვევლინება წმინდა რიცხვად. აერთიანებს თავისთავში სამიანს (ცის ნიშანს) დდა ორიანს (მიწის ნიშანს). მათზე დაფუძნებულია ბუნებისა და ხელოვნების კანონები.
ანტიკურ სამყაროში რიცხვი 5 დაკავშირებული იყო სიყვარულის ქალღმეთ აფროდიტასთან (ვენერასთან). რიცხვი ასოცირდებოდა სიყვარულთან და სექსთან. ტრადიცია შესაძლოა ეფუძნებოდეს რიცხვი 2-ისა (ქალური საწყისი) და 3-ის (მამაკაცური საწყისი) ჯამს. სხვა მოსაზრების მიხედვით კავშირები შესაძლოა მესოპოტამიური ფესვებისა იყოს. ვინაიდან ხუთქიმიანი ვარსკვლავი ქალღმერთი იშთარის სიმბოლოა, მისი პერსონიფიკაცია კი პლანეტა ვენერასთან, პირველი ღამისა და უკანასკნელი დილის ვარსკვლავთან ხდება.
იშთარი როგორც სიყვარულის ასევე ომის ქალღვთაებაცაა, ამიტომ ხუთქიმიანი ვარსკვლავი დღემდე საომარი არმიების სიმბოლოდ გვევლინება.
გარდა ამისა ბერძნულ-რომაულ კულტურაში ხუთიანი შუქის და თვითონ სინათლის ღვთაების აპოლონის სიმბოლოა. იგი ლობს ხუთ ხარისხს: ყოვლისშემძლე, ყველგანმყოფი, ყველაშიმყოფი, მუდმივი და ერთიანი.
ზოროასტრელ სპარსელებთან და მიდიელებთან ყოველდღიურ ცხოვრებაში რიცხვვი 5 თამაშობს დიდ საკრალურ როლს. ზოროასტრიზმის მიხედვით კვირაში კეთილი და და წმინდა დღეების რიცხვი 5-ია. დღეში ხუთჯერ სრულდება ლოცვა.
იუდაიზმში ბიბლიის პირველ წიგნს ხუთტომეული თორა წარმოადგენს: დაბადება, გამოსვლათა, ლევიტელთა, რიცხვთა და მეორე რჯულის.
კაბალაში 5 განასახიერებს შიშს.
ქრისტიანობაში ხუთიანი სიმბოლოა ცოდვაში ჩავარდნილი ადამიანის; ხუთი გრძნობა, ქრისტეს ხუთი ჭრილობა, ხუთი წერტილი (ჯვრის განმასახიერებელი), ხუთი პური, რომლითაც ქრისტემ ხუთი ათასი ადამიანი გამოკვება.
ისლამში ხუთი კეთილისმქმნელი და დამცველი სიმბოლოა. მუსლიმები თვლიან, რომ მათ რელიგიას საფუძვლად უდევს ხუთი ბურჯი: რწმენა, ლოცვა, მოწყალება, მარხვა, ჰიჯრა.
ინდუიზმში ხუთი სამყაროს ჯგუფის სიმბოლოა, მკრთალი და მკვეთრი შემადგენლობის ხუთი ელემენტი; ხუთი ძირითადი საწყისი ფერი; ხუთი განასახიერებს შივას (შივას ემბლემად ინდოეთში ხუთქიმიანი ვარსკვლავი გვევლინება), ორჯერ ხუთი ვიშნუს სიმბოლო. გარდა ამისა ხუთი ინდოეთში გვევლინება მიმართულების სიმბოლოდ (სამყაროს ოთხი მხარე და ცენტრი), რომელშიც მოიაზრებიან ღმერთებიც:
ცენტრში – შივა ტახტზე მჯდომი; ჩრდილოეთში – ვიშნუ; სამხრეთში – ბრახმა; აღმოსავლეთში — შივა-რა; დასავლეთში – მახადევა.
ბუდიზმში გულს აქვს ოთხი მიმართულება, რომელიც ცენტრთან ერთად გამოისახება როგორც 5 და უნივერსალიზმის სიმბოლოა. ეს უკანასკნელი აგრეთვე ოთხი კუნძულის ირგვლივ განთავსებული წმინდა გმირების სახითაც გამოიხატება. არსებობს ხუთი ეზოთერული ბუდა: ვაიროჩანა – ცქრიალა (მისი ატრიბუტია რგოლი/ცენტრი, თეთრი ღრუბელი ან სინათლე, ცენტრი); აკშობხა – მშვიდი (ატრიბუტები – ვაჯრა,
აღმოსავლეთი, ცისფერი ფერი); რატნასამბხავა – ,,ძვირფასმქმნელი,, (ატრიბუტები – ძვირფასი ქვები, ყვითელი ფერი, სამხრეთი); ამიტაბხა – უსაზღვრო შუქი ( ატრიბუტებია – ლოტოსი, დასავლეთი, წითელი ფერი), ამოგხასიდხი – უცვლელი წარმატება (ატრიბუტი – ხმალი, ჩრდილოეთი, მწვანე ფერი).
ტიბეტელებს ხუთი პიველელემენტი აქვთ: მიწა, წყალი, ცეცხლი, ქარი და ცა.
ჩინურ იაპონურ კულტურაში ხუთი ასოცირდება მიკროკოსმოსთან და ადამიანთან. ადამიანის ტანი და ოთხი კიდური – სამყაროს ცენტრი და ოთხი მიმართულება. ამასთანავე თითო კიდურზე ხუთი თითი აქვს (ანომალიური გამონაკლისების გარდა ).
ჩინეთში რიცხვი 5 სამყაროს ცენტრის სიმბოლოა, სამყაროს ხუთი მიმართულებისა და გრძნობის გარდა იგი ხუთი ელემენტის, ხუთი მეტალის, ხუთი მუსიკალური ტონის, ხუთი საწყისი გემოს, ხუთი ატმოსფერული სუბსტანციის, ხუთი შემადგენლობის, ხუთი პლანეტის, ხუთი მთის, ხუთი ფერის, ხუთი მცველი ამულეტის, ხუთი შხამის, ხუთი მარცვლეულის, ხუთი ძირითადი კეთილმოქმედების (კაცთმოყვარეობა, მარადიული რწმენა, რიტუალებში მონაწილეობა, სიბრძნე, დაჯერება), ხუთი გაბრწყინებულის, ხუთი მუდმივი იდეალისა და კაცობრიობის ურთიერთობის ხუთი სახის სიმბოლოა.
აცტეკების ცისკრის ვარსკვლავის ღმერთი კეცალკოატლი ასოცირდება რიცხვ ხუთთან. იგი ხუთი დღით ამოდის მიწიდან და ხუთი დღის შემდე ისევ ჩადის. ხუთი დღის შემდეგ ამოსვლას აცტეკები სიმინდის ჩითილებთან აიგივებდნენ, რადგან დათევსიდან სწორედ ხუთი დღის შემდეგ იწყებს სიმინდის ჩითილი ამოსვლას. აცტეკები თავიანთი ცხოვრების პერიოდს ,,ხუთი მზის ერას,, უწოდებდნენ.
მოამზადა მათე ახალაიამ