რიცხვების სიმბოლიკა. რიცხვი 4 (ოთხიანი, ხესედი ****)
ოთხი წერტილისგან შემდგარი პირველი სამგვერდა ფიგურა.
ოთხიანი შეიძლება გამოისახოს ოთხფურცლა ვარდულის (არქიტექტურული დეკორის კატეგორია. ფართოდაა გავრცელებული ანტიკურ სამყაროში. ძირითადად დაკავშირებულია რომელიმე ქალღვთაებასთან. საქართველოში ვანის ანუ ქალაქ სურიუმის ტერიტორიაზე აღმოჩენილ კაპიტელზე გამოსახული ოთხფურცლა ვარდული დაკავშირებულია ღვთაება ნიკესთან. ოთხფურცლა ვარდული აგრეთვე მთვარის სიმბოლოა. წრიული ცენტრი აღნიშნავს მთვარეს, როგორც პლანეტას; ხოლო ოთხი ფურცელი მის ოთხ ფაზას), კვადრატის ან ჯვრის სახით.
ოთხი – ლუწი, ინური რიცხვია, სრულყოფილების, ურთიერთდამოკიდებულების, სისრულის, სოლიდარობის, წესრიგის, ზომა-წონის, რაციონალურობის, დედამიწის სიმბოლო.
რიცხვი ოთხი პითაგორელებთან განიხილება, როგორც წყარო, საწყისი ყველა რაციონალური რიცხვისა, ფუძე ყველა საგნისა. მისი გეომეტრიული გამოსახულება – კვადრატი – აღნიშნავს ღმერთს (კვადრატულ ალტარს) და მის მიერ მატერიალური სამყაროს შექმნას. სამყაროს ოთხი მხარე, წელიწადის დრო, ქარი, ოთხი ზღვა, ოთხი წმინდა მთა, მთვარის ოთხი ფაზა, დასავლურ სამყაროში ოთხი პირველი ელემენტია (აღმოსავლეთში ხუთი).
ოთხკუთხედი – ზეციური იერუსალიმის სიმბოლო. მიუთითებს სულყოფილებაზე, მუდმივობაზე და წერიგზე: ,,და ჩემთან მოსაუბრეს ჰქონდა ოქროს ლერწამი, რათა გაეზომა ქალაქი და მისი ბჭენი და მისი ზღუდენი. და ქალაქი ოთკუთხედად ძევს, სიგრძე მისი, როგორც სიგანე. და გადაზომა ქალაქი ლერწმით თორმეტი ათას უტევანზე. და სიგრძე მისი, და სიგანე მისი და სიმაღლე მისი ტოლნი არიან,, [ აპოკ. 21:15, 16.]
თომას ჰენრი ბურგონის აზრით მთელ სამყაროში ვლინდება ,,მეოთხეულობის კანონი’’. ,,მთელ მსოფლიოში, ყველა საგანს თუ მატერიას, თუნდაც იგი თავის თავში შეიცავდეს ტრიადას, გარეგანი სახით გააჩნია მეოთხე წევრიც’’ :
ამდენად, მიუხედავად იმისა, რომ პირამიდის გვერდები სამკუთხაა, მათი ფუძეები მაინც ოთკუდხედს ქმნის.
სარიტუალო მისტერიული მანტრის ა უ მ -ის შეუწყვეტელი წარმოთქმა მაშინაა შესაძლებელი, როდესაც სამეულს ცხვირისმიერი ,,ნ,, ბგერა ემატება. ამ ფონეტიკური დანამატით მანტრა ,,აუმნ,,-ის სახეს იძენს.
საკრალური ი ხ ვ [იახვე] გარდაიქმნება ტეტრაგრამად ემატება ,,ხ,, და განასახიერებს ქალიშვილს.
ალქიმიაში პირველი ოთხი ელემენტი ერთმანეთისაგან გამოყოფილია მათი ურთიერთდამოკიდებულებით მეოთხე შემადგენლობის მატერიასთან. გოგირდი, ვერცხლისწყალი და მარილი მართავენ და შეადგენენ მეოთხე შემადგენლობის ნივთიერებას – ალქიმიურ ოქროს. შესაბამისად ყველა მყარი სხეული იწოდება – მიწად; თხევადი – წყლად; აირადი – ჰაერად; პლაზმური – ცეცხლად ( ,,სითბოდ,, ან ,,შუქად,,).
ეზოთერიკაში ოთხი განწმენდის, მონანიების, განსჯის, ფიქრის, ფილტრის სიმბოლოა. ხშირად კვადრატული ფიგურები იწვევენ ჩაკეტილობის, ჩაგვრის, პატიმრობის შეგრძნებას. ამდენად, ხშირი განცდა ერთადერთი საშუალებაა განწმენდის.
ეგვიპტეში 4 დროის წმინდა რიცხვია. ცის კამარა ეყრდნობა ოთხ ბოძს, ოთხი დასაკრძალი ურნა (დაკავშირებულია თავისუპალი სივრცის ოთხ მხარესთან. სიმბოლურად მიცვალებული იმარხებოდა ჰროსის ოთხივე ძესთან ერთად, რომლებიც უკავშირდებოდნენ და განაგებდნენ სამყაროს ოთხ მხარეს).
პითაგორელებისათვის საბერძნეთში 4 ჰერმესის წმინდა რიცხვია (ისევე როგორც 8; ორჯერ ოთხი). ჰერმეტიზმში ზებუნებრივი მეოთხედი აღნიშნავს ღმერთს.
4 აღნიშნავს მიწას, სრულყოფილებას, ჰარმონიულ პროპორციულობას, მიზანმიმართულებას. 4 და 10 – ღვთაება. ტეტრაკტისი 1+2+3+4=10.
ევროპულ ტრადიციაში 4 – ეს არის ზომა/წონა, კეთილმოქმედება, გაგება, თანაგრძნობა. კაბალაში მახსოვრობა. კაბალის ოთხი სამყარო, სივრცეების ოთხი მიმართულება და თორის ოთხი იერარქიული დონე.
შუმერულ-სემიტურ ტრადიციაში, ვარსკვლავური ოთხი ღმერთი გამოვლენილია სამყაროს ოთხ მხარეში.
ქრისტიანობაში 4 სხეულის გამომხატველი რიცხვია; სამოთხის ოთხი მდინარე, ჯვრის ნაირსახეობა, ოთხი სახარება (მახარებელი), ოთხი მთავარანგელოზი (ოთხი ქერუბიმი, ოთხი სერაფიმი), მთავარი დემონი. ეკლესიის ოთხი მოძღვარი, მთავარი ოთხი წინასწარმეტყველი, მთავარი სიკეთეები (სიბრძნე, სიძლიერრე, ღირსება, განსჯა). ოთხი საერთო სულის მატარებელი ქარი, აპოკალიფსის ოთხი მხედარი, ტეტრომორფი, იოანე ნათლისმცემლის წინასწარმეტყველებაში (აპოკალიფსისი) გვევლინება 4 ანგელოზი: ,,და შემდგომ ამისა ვიხილე ოთხი ანგელოზი, ქვეყნის ოთხსავ კიდეზე მდგარი, და ეყრათ ოთხი ქარი მიწისა, რათა არ ექროლა ქარს არც ხმელზე, არც ზღვაზე, და არც რომელიმე ხის მიმართ,, [აპოკ. 7:1]. ეს ანგელოზები მაგალითი, სახეა მსოფლიოს ისტორიის წყნარი განვითარებისა. ეს ზეციური არსებები შექმნილია ოთხივე პირველელემენტისაგან.
ძველ გერმანულ მითოლოგიაში სამყარო დგას ოთხ ქონდრის კაცზე.
სკანდინავიურ ასგარდში მოედინება ოთხი რძის მდინარე.
ისლამურ ოთხეულში შედის შესაქმეს, სამყაროს სულის, სამყაროს გულის და საწყისი მატერიის პრინციპები. ისინი შეესაბამებიან კაბალას ოთხ სამყაროს. არსებობს კიდევ მეოთხე ანგელოზური არსება – სიკვდილის სახლი.
ინდუიზმში ოთხი განასახიერებს სიბრძნეს, სრულყოფილებას, შემოქმედს. ბრაჰმას გააჩნია 4 სახე. ტაძრების გეგმა ჩაწერილია კვადრატში, რომელიც მოწესრიგების და გასრულების სიმბოლოა. ადამიანის ოთხი ტანი, ბუნების ოთხი სამეფო (ცხოველთა, მცენარეთა, მინერალთა, გონების სამეფოები), ოთხი სამხრეთი (ქვეყნის ციკლი). ოთხი კასტა, უკვდავების ოთხი მდინარე. კამათელით თამაშში 4 აღნიშნავს წაგებას.
ტანტრულ ტექსტებში ოთხი – მულადხახრის ყურის ბიბილოების რიცხვია.
ბუდიზმში სიცოცხლის ხის ოთხი სხვადასხვა ნერგი, რომლიდანაც გამოედინება ოთხი წმინდა მდინარე, რომელიც ოთხი უსაზღვო სურვილის სიმბოლოა: განცდა, მიჯაჭულობა, სიყვარული, უვნებლობა. გულის ოთხი განოყოფილება.
ჩინურ ბუდიმში – ოთხი ციური მცველი, რომლებიც სამყაროს ოთხივე მხარეს იცავენ: მო-ლი ცინ (აღმოსავლეთი) იაშმის რგოლით და ცეცხლით; ვირუპაკშა შორსმჭვრეტელი (დასავლეთი) ოთხსიმიანი ბარბიდით (მუსიკ. საკავი); ვირუდხაკა (სამხრეთი) ქაოსის რგოლით, სიბნელით და მიწისძვრით; ვაიშრავენა (ჩრილოეთი) შოლტით, პანტერის ტყავისგან შეკერილი მარგალიტებიანი ტომრით და გველებით. ჩინეთში ოთხი მიწის რიცხვია, რომლის სიმბოლოა კვადრატი.
დაოსური ოთხიანი აღნიშნავს ოთხ ციურ მცხველს. ლი – პაგოდით (ძველი ინდური მონეტა); მა – ხმლით; ჩო – ორი ხმლით; ვენი – წვეტიანი კომბლით გამოისახება. ოთხი სულლიერი და ქვეყნიერებისთვის მებრძოლი არსება: დრაკონი, ფენიქსი, ცილინი (ედინორიგი) და კუ; აგრეთვე განასახიერებენ ქვეყნის მხარეებს.
მაიას ტომელთათვის ცის სახურავი ოთხ ციკლოპს ეკავა.
ამერიკელი ინდიელები ამ რიცხვით სამყაროს ოთხ მხარესის გამოსახატავად იყენებდნენ. გამოისახებოდა ჯვრით ან სვასტიკით.
მოამზადა მათე ახალაიამ