Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!
ასტროლოგიური მაღაზია

რეტროგრადული ვენერა სახლებში

ვენერამ. ცაგარელი

პლანეტა ვენერა მერკურისთან შედარებით იშვიათად ხდება რეტროგრადული. ეს შეიძლება მოხდეს წელიწადში ერთხელ. 2008 წელს კი ვენერა რეტროგრადული საერთოდ არც ერთხელ არ ყოფილა. ჩვეულებრივ ყოფიერებაში ვენერას რეტროგრადულობის პერიოდში სიმპათიების გადანაწილება დამახინჯებულად ხდება. ძნელდება პრიორიტეტების გამოყოფა, ან პრიორიტეტები, სიმპათია-ანტიპათიის გადანაწილება შეცდომითია. კნინდება ფასეულობები. ეს პერიოდი არ არის ხელსაყრელი ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ახალი ადამიანის გაცნობისას კი ეს ურთიერთობა არ იქნება ხანგრძლივი და მყარი.

საქმე ისაა, რომ ამ დროს ადამიანებს ებინდებათ გონება და უჭირთ განსაზღვრა ვინ და რა მოსწონთ, ან ვინ და რა სჭირდებათ. და თუ ამ პერიოდში ჩამოყალიბდა ურთიერთობა, ორივე პარტნიორი დრო და დრო იწყებს ფიქრს იმაზე, სწორი არჩევანი გააკეთა, თუ ეს მას სრულებით არ სჭირდებოდა. რეტროგრადული ვენერას დროს არაა სასურველი ლამაზი, ძვირფასი და მოდური ნივთების, ტანსაცმლისა და სამკაულების ყიდვა. ყოველივე, რაც ესტეთიური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას, სიამოვნებასა და გართობას ეხება ან ემსახურება სჯობს ამ დროს გადავდოთ მანამ, სანამ ვენერა არ გამოასწორებს მიმართულებას და არ გახდება დირექტული. მხოლოდ მას შემდეგ, რაც ეს მოხდება, გამოგისწორდებათ გემოვნებაც და შესაძლოა აღმოაჩინოთ, რომ შეიძინეთ ნივთი, რომელიც სრულებით არ მოგწონთ და რომელსაც არასდროს იხმართ. როგორც წესი, პირად ჰოროსკოპში რეტროგრადული ვენერას მქონე ადამიანების სიმპათია მიმართულია შინაგანი ჰარმონიისაკენ.

ეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ის, რომ მოსწონდეთ სხვებს. მათი გრძნობები დამოკიდებულია შინაგანი მდგომარეობის ფაქტორებზე. ამ ადამიანებს მუდამ ეპარებათ ეჭვი იმაში, რომ ისინი ვინმეს უყვართ. მათ სირთულეები აქვთ საწინააღმდეგო სქესის ადამიანებთან ურთიერთობაში. უჭირთ თავიანთი სიმპათიის განსაზღვრა და ადეკვატურად ვერ პასუხობენ სხვა ადამიანების მხრიდან მათ მიმართ გამოხატულ სიმპათიაზე. ამის გამო რთულდება ხანგრძლივი და ძლიერი სასიყვარულო კავშირის ჩამოყალიბება. ყველა სასიყვარულო ურთიერთობაში უშვებენ ერთსა და იგივე შეცდომას და მუდმივად ამ ჩაკეტილ წრეზე მოძრაობენ.

ამ ადამიანებს ძალიან უჭირთ მარტოობა. ისინი ავადმყოფურად მიილტვიან სიყვარულისაკენ, მაგრამ საკუთარი თავის სიყვარულში რეალიზება ვერ ხერხდება. ამის გამო მათ უჭირთ გათხოვება და ცოლის მოყვანაც. სავარაუდოდ ეს ადამიანები წინა ცხოვრებაში უარყოფდნენ სიყვარულს, რის გამოც ახლა უწევთ მისი მუდმივად ძებნა. ქალებიცა და კაცებიც ძალიან ეჭვიანები არიან. მათ უჭირთ საკუთარი გამორჩენის გარეშე რაიმე ქმედება. მუდმივი ეჭვის გამო ხშირად ამბობენ უარს სიყვარულზე და ამით კარგავენ საკუთარ ბედნიერებას. რადგან ფულიც ვენერას უკავშირდება, რეტროგრადული ვენერა ფინანსურ შეზღუდვებსა და პრობლემებს ქმნის ადამიანის ცხოვრებაში. მიუხედავად ამ თვისებებისა, რეტროგრადული ვენერას მქონე ადამიანები თავიანთი მეგობრებისთვის, ნაცნობებისა და ახლობლებისათვის ძალიან კარგი მაჭანკლები არიან.

ისინი სიამოვნებას პოულობენ სხვა ადამიანის გაცნობაში, დაახლოვებისა და დაქორწინებაში. ის, რაც უჭირთ თავისი თავისთვის, ეადვილებათ სხვებთან მიმართებაში, ამიტომაც აქორწინებენ ყველას, საკუთარი თავის გარდა. ეს ადამიანები ხშირად ხასითდებიან ხელოვნების სხვადასხვა სფეროში განსაკუთრებული ნიჭიერებით. არიან ძლაზედ ორიგინალურები და არაორდინალურები და გააჩნიათ ყველასგან განსხვავებული მხატვრული ხედვა და გემოვნება. იშვიათად ხდება ისეც, რომ რეტროგრადული ვენერა განაპირობებს არატრადიციულ სექსუალურ შეხედულებას ან სექსუალურ უმცირესობას. ისევე, როგორც მერკურის რეტროგრადულობისას, რეტროგრადული ვენერას მქონე ადამიანებსაც გააჩნიათ ცხოვრების მნიშვნელოვანი ეტაპები, როდესაც ემთხვევა ვენერას შემობრუნების პერიოდი. ამ დროს საგრძნობლად იზრდება ამ ადამიანების პარტნიორული ურთიერთობის რაოდენობა, ყალიბდება სასიყვარულო კავშირი. ამ დროს ყველაზე კარჩაკეტილი შინაბერებიც კი ცდილობენ აინაზღაურონ დაკარგული წლები და თუ ვერ დაქორწინდებიან, დიდ სიყვარულს მაინც ეზიარონ. იმის მიხედვით, თუ პირად ჰოროსკოპში რომელ სახლშია მოქცეული რეტროგრადული ვენერა, შეგვიძლია უფრო დაწვრილებით ვისაუბროთ მის მიერ შექმნილ პრობლემებზე ადამიანის ცხოვრებაში.

პირველ სახლში
თუ რეტროგრადული ვენერა პირველ სახლშია, მაშინ ეს ადამიანი შეიძლება ნარცისიზმით იყოს დაავადებული. იგი შეყვარებულია საკუთარ თავზე და უნდა, რომ ყველას უყვარდეს, მაგრამ თვითონ არავის შეყვარება არ სურს.

მეორე სახლში
რეტროგრადული ვენერას მეორე სახლში არსებობისას ადამიანს აწუხებს მატერიალური და ფინანსური კეთილდღეობა მეტად, ვიდრე სიყვარული. ეს ადამიანები ხშირად თვითონ ქმნიან ხელოვნების ნიმუშებს, მაგრამ ეს ნივთები რაღაცით მაინც მიმართულია წარსულისკენ (მაგალითან ხატავენ ისტორიულ პანოებს). ისინი უნდა ეცადონ გათავისუფლდნენ მატერიალიზმისგან, განავითარონ სიკეთე და ხელგაშლილობა და მეტად იზრუნონ უანგარო სიყვარულზე.

მესამე სახლში
როდესაც რეტროგრადული ვენერა იკავებს მესამე სახლს, მაშინ ადამიანები ხასიათდებიან კამათისადმი მიდრეკილებით, უჭირთ დელიკატურობისა და ტაქტის დაცვა, არიან მოუხერხებლები. თუ ისინი ამ თვისებებს გააკონტროლებენ, აღარ დაკარგავენ ახლო ადამიანებს და გაიუმჯობესებენ ცხოვრებას.

მეოთხე სახლში
მეოთხე სახლში რეტროგრადული ვენერას არსებობისას ადამიანს არ აკმაყოფილებს თავისი ოჯახური ცხოვრება, მეუღლესთან ურთიერთობა. მისი ემოციები ბოლომდე არაა განვითარებული. ის არ უნდა შეუშინდეს ცხოვრებას, მეტად რბილი, თბილი და ნაზი უნდა იყოს ოჯახის წევრების მიმართ და იდგეს თავისი ოჯახის კეთილდღეობის სადარაჯოზე.

მეხუთე სახლში
მეხუთე სახლში უკუმავალი ვენერა აქვთ აზარტულ ხალხს, მოთამაშეებს, რომლებიც მხოლოდ საკუთარ სიამოვნებასა და ზედაპირულ გატაცებებზე ფიქრობენ. ისინი იშვიათად არიან ჭეშმარიტად შეყვარებული, უჭირთ ბავშვებზე ზრუნვა. აუცილებელია, რომ ამ ადამიანებმა ისწავლონ ერთგულება და სიყვარული და აუცილებლად კეთილსინდისიერად შეასრულოდ მშობლის მოვალეობები და ვალდებულებები.

მეექვსე სახლში
რეტროგრადული ვენერას მეექვსე სახლში განთავსება აყალიბებს გაუმაძღარ და არაჰიგიენურ ადამიანებს. ამის გამო ისინი ხშირად ავადდებიან შესაბამისი დაავადებებით და უწევთ მუდმივად კვების რეჟიმის დაცვა. მათთვის აუცილებელია ჯანსაღი რაციონი. ისინი უანგაროდ უნდა ემსახურონ გაჭირვებულ ადამიანებს.

მეშვიდე სახლში
მეშვიდე სახლში განლაგებული ეს რეტროგრადული პლანეტა აყალიბებს გაზვიადებული ინდივიდუალიზმის მქონე ადამიანებს და ამასთან დაკავშირებულ უსიამოვნებებს როგორც ქორწინებაში, ისე საქმეში. ისინი სიამოვნებით ღებულობენ სხვებისგან მათთვის განკუთვნილ სიყვარულს, მაგრამ საპასუხოდ არავის არაფერს აძლევენ. მათ უნდა განავითარონ მორჩილება და ეცადონ ქორწინებასა და საქმეებში ჰარმონიის მიღწევას. აუცილებლად უნდა სცენ პატივი სხვის აზრებს, გაითვალისწინონ სხვისი სურვილები.

მერვე სახლში
რეტროგრადული ვენერას მერვე სახლში განთავსება მის პარტნიორს სესხისა და ფულის გამო დიდ პრობლემებს უქადის. სიტუაციის გამოსასწორებლად ამ ადამიანებმა სხვისი ფულის მართვისას მაქსიმალური პატიოსნება და სიზუსტე უნდა დაიცვან. მათ უნდა გააკონტროლონ თავიანთი სექსუალური კავშირები და მეტად იზრუნონ სასიყვარულო პარტნიორებზე. კარგი იქნება თუ მათ ეყოლებათ სულიერი მოძღვარი, რათა არ გაუჩნდეთ სიკვდილის შიში.

მეცხრე სახლში
მეცხრე სახლში განთავსებული ეს უკუმავალი პლანეტა ადამიანს აფრთხილებს არამარტო სიტყვაზე დაიცვას კანონი, არამედ უარი თქვას დემაგოგიაზე და თვითონ მისცეს კარგი მაგალითი გარშემომყოფებს. კარგი იქნება, თუ ამ მაჩვენებლის ადამიანი , ასევე, განავითარებს სულიერებას და მოთმინების უნარს.

მეათე სახლში
მეათე სახლში რეტროგრადული ვენერა აკნინებს ადამიანის სოციალურ და კარიერულ წარმატებას. ასეთ ადამიანებს ძალზედ დიდი წარმოდგენა აქვთ საკუთარ თავზე და ხშირად სხვებზე მაღლა აყენებენ, რის გამოც ავადმყოფურად ამპარტავნები არიან. მათ ძალიან უნდათ მაღალი მდგომარეობის დაკავება, წარმატების მიღწევა, პოპულარობა. ამისათვის გარკვეული მონაცემები მართლაც გააჩნიათ, მაგრამ აღიარებისთვის აუცილებლად მოუწევთ მუხლჩაუხრელი შრომა და რაც მთავარია, არავინ არ უნდა დააყენონ თავიანთ თავზე დაბლა.

მეთერთმეტე სახლში
მეთერთმეტე სახლში განლაგებული რეტროგრადული ვენერა გაფრთხილებთ არ გაიჩინოთ უღირსი მეგობრები, რომლებიც ქათინაურებითა და არაკეთილსინდისიერი მოპყრობით არამარტო დაგინგრევენ ცხოვრებას, არამედ ბევრ ტკივილსაც მოგაყენებენ. ეცადეთ ზედმიწევნით აარჩიოთ თქვენი გარემოცვა და უკეთ ჩაწვდეთ ადამიანის შინაგან ბუნებას.

მეთორმეტე სახლში
მეთორმეტე სახლში რეტროგრადული ვენერას მქონე ადამიანები თავს ვერ ანებებენ და ვერ ივიწყებენ ძველ სიყვარულს. ეს ადამიანები ზედმეტად რომანტიულები, არარეალურები და მეოცნებენი არიან. მათ მუდმივად ეცოდებათ საკუთარი თავი, ცხოვრობენ სიყვარულისაგან ნაიარევი გულით, რაც მუდმივად აწუხებთ. მათ უნდა ისწავლონ ძველისა და დრომოჭმულისგან გათავისუფლება და თავიანთი სულიერი სიმძიმე მოახმარონ ხელოვნებას ან უპოვონ რაიმე სხვა ჰუმანური გამოყენება.

მსგავსი ფოსტები

  1. Maikyna Maiko

    ki dzalian sainteresoa magram ar teria aris exla retrograduli venera???

დატოვეთ კომენტარი