რეტროგრადული პლანეტების ცნება
მიხეილ ცაგარელი
კლავდიოს პტოლომეუსის გეოცენტრული სამყაროს სისტემის მიხედვით, პლანეტები დრო და დრო საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრაობენ. ამგვარ მოძრაობას რეტროგრადული (უკუსვლითი) მოძრაობა ეწოდება.
რეტროგრადული მოძრაობისას პლანეტა თავის თვისებებს არაადეკვატური ხერხებით ავლენს. იმის გამო, რომ ისინი, ძირიადად , სწორად მოძრაობენ, ადამიანებზე რეტროგრადული მოძრაობისას მათი ზეგავლენა შედარებით იშვიათად შეიგრძნობა. ნიშანდობლივია, რომ ასეთ შემთხვევაში ხდება ადამიანის ქვეცნობიერი მდგომარეობის, შეფარდება იმ ძველ კრიტერიუმებთან და ხერხებთან, რომლებიც წარსულმა უკვე შთანთქა. ნათქვამია, ყოველი ახალი, კარგად დავიწყებული ძველიაო და ამიტომაც რეტროგრადულ პლანეტას თან სდევს, არამარტო პრობლემები, არამედ პროგრესიც. ჰელიოცენტრული სისტემის მიხედვით, რეტროგრადული პლანეტები დედამიწასთან სწორადმოძრავზე უფრო ახლოს არიან, რის გამოც, განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევენ. ამა თუ იმ პლანეტის რეტროგრადული მოძრაობისას ჩვენ ვიხსენებთ ამ კონკრეტული პლანეტის გავლენის სფეროსთან დაკავშირებულ წარსულ მოვლენებს და დაუსრულებელ საქმეებს, ხოლო როცა მისი მოძრაობა სწორდება, ჩენ კვლავ ვუბრუნდებით უწინდელ მდგომარეობას. ნიშანდობლივია, რომ მზე და მთვარე არასდროს არ არიან რეტროგრადულები.
რეტროგრადული პლანეტა მერკური – ადამიანი საუბრობს უჩვეულოდ, განსაკუთრებულ ყაიდაზე, რაც ბევრისთვის მიუღებელია. მსმენელს უჭირს გაგება. იმისა, თუ რისი თქმა უნდა, ან უბრალოდ იღლებიან, მისი მოსმენით.
ამ შემთხვევაში პიროვნებას ვურჩევთ, იყოს უფრო გულახდილი, გულწრფელი მსმენელის მიმართ.
რეტროგრადული პლანეტა ვენერა – კარგავს თავის მთელ მიწიერ მომხიბვლელობას და იძენს ყველაფერ იდეალურს. ადამიანი გარეგნულად არ ამჟღავნებს , რომ სიყვარული სურს, რის გამოც იქმნება პრობლემები. ასეთ ადამიანს ვურჩევთ, ყოველმხრივ ეცადოს, დაანახოს და დაარწმუნოს მეგობრები და ახლობლები, რომ ჭეშმარიტად უყვარს ისინი.
რეტროგრადული პლანეტა მარსი – ადამიანს ეჭვი ეპარება საკუთარ ძალებსა და ქმედითუნარიანობაში. გარშემომყოფნი შემთხვევით იგებენ მისი გრძნობების შესახებ. შინაგანი „მე“ კი იმდენად ძლერდება, რომ გრძნობისა და ემოციების გამოვლენის პასიურობა კომპენსირდება აგრესიულობით.
რეტროგრადული პლანეტა იუპიტერი – ადამიანი ძნელად ეთვისება საზოგადოებას, სოციალურ სისტემას, უჩნდება განსაკუთრებული თვალსაზრისი და უყალიბდება განსხვავებული მსოფლმხედველობა, ამიტომ საჭიროებს ისეთ სფეროს, სადაც ყველაფრის ბატონ-პატრონი თავად იქნება. ამგვარი გარიყულობის გამო, იგი ადგილს საზოგადოების ჩრდილში იკავებს და ცდილობს თანამოაზრენი შემოიკრიბოს.
რეტროგრადული პლანეტა სატურნი – ადამიანს ბავშვობიდანვე უჩნდება გაუბედაობის, მორიდებულობის კომპლექსი, რომლის გადალახვა, მხოლოდ ზრდასრულ ასაკშია შესაძლებელი. პიროვნება ამ ნაკლს საგულდაგულოდ მალავს, გარეგნულად შეუმჩნეველს ხდის, მაგრამ სულის სიღრმეში იგი საკუთარ თავს უარყოფს, ექმნება პრობლემები და ხელი ეშლება კარიერულ წინსვლაში. ამ შემთხვევაში მას ვურჩევთ, არ შეუშინდეს საკუთარ შეგრძნებებს. იწამოს, რომ იგი არავისზე ნაკლები არ არის.
რეტროგრადული პლანეტა ქირონი – ადამიანს სიტუაციის არაადეკვატური აღქმის გამო, ექმნება სირთულეები ურთიერთობისას, ამიტომ, ასეთ შემთხვევაში ადამიანებს ვურჩევთ, სიტუაცია შეაფასონ სხვისი თვალით, არ განუდგნენ მოვლენებს, პირიქით, მიიღონ აქტიური მონაწილეობა, რადგან სასურველ ჰარმონიის მიღწევა სწორედ მათ ქმედებაზეა დამოკიდებული.
რეტროგრადული პლანეტა ურანი – ადამიანში აძლიერებს გაუცნობიერებელი აზრის ამუშავების ტენდენციას, რასაც უცნაურ შედეგებამდე მივყავართ. ეს აღმაფრენა ქვეცნობიერი სიღრმიდან მომდინარეობს და გენიალურ იდეებს გვაწვდის. ამის კარგი მაგალითია დიმიტრი მენდელეევის ქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემა, რომელიც მეცნიერს დაესიზმრა. ინფორმაციის მიღების ამგვარი მეთოდი, რაოდე საოცრადაც უნდა მოგვეჩვენოს, საკმაოდ ხშირია მეცნიერთა შორის, მაგრამ ამ შემთხვევაში აუცილებელია ვისწავლოთ გონების მართვა მისი, ამავდროულად, ანარქიულობის დროსაც.
რეტროგრადული პლანეტა ნეპტუნი – ადამიან ცდილობს ცხოვრების დინების საწინააღმდეგოდ „გაცუროს“, ამიტომ მისთვის საუკეთესო რჩევაა, ისწავლოს იმ სამყაროს რიტმის შეგრძნეა, რომელშიც ცხოვრობს. გარდა ამისა, რეტროგრადული ნეპტუნის დროს ადამიანს გააჩნია თავისებური შეხედულებანი ყოველივე იდეალურის და რელიგიის მიმართ. მას უჩნდება შიში იმისა, რომ მის სულიერებას ვერავინ გაიგებს და მათ არავინ შეიწყნარებს, რადგან უჭირთ ამის გადმოცემა. როგორც ამბობენ მელოდიის დამახსოვრება გაცილებით იოლია, ვიდრე მისი თუნდაც ნოტებზე გადატანა. ამ შემთხვევაში ადამიანებს გვინდა ვურჩიოთ, არ შეუშინდნენ ამაღლებულ თემებზე საუბარს, რათა ირგვლივ მყოფთ არ შეექმნათ აზრი, თითქოს ისინი ჩამოყალიბებული მატერიალისტები არიან.
რეტროგრადული პლანეტა პლუტონი – ადამიანი ურთიერთობისას ზედაპირულია. ასეთ პიროვნებას ვურჩევთ, არ დამალოს და ღიად გამოამჟღავნოს საკუთარი ემოციები, რათა მის მიმართ ფორმალური დამოკიდებუება არ ჩამოყალიბდეს.
რეტროგრადული პლანეტა პროზერპინა – ადამიანებს უბიძგებს თავშეკავებისაკენ, საკუთარი და სხვისი სურვილის დათრგუნვისაკენ.
One Comment
დატოვეთ კომენტარი
You must be logged in to post a comment.
ес квелапери саинтересоа роца ици шенс гороскопши планетебис мдебареоба…исе зогади мимохилваа