ასტროლოგიური მაღაზია

რეტროგრადული მერკური სახლებში

მერკურიმ. ცაგარელი

პლანეტა მერკური წელიწადში რამოდენიმეჯერ ჩამორჩება დედამიწას და შესაბამისად, რამოდენიმეჯერ ხდება რეტროგრადული. ეს ყველაზე ხშირი რეტროგრადული პლანეტაა. როგორც ვიცით, მერკური განსაზღვრავს ადამიანის კომუნიკაბელურობას, მის აზროვნებას, ლოგიკას, მოკლე გადაადგილებებს და ინფორმაციის მიღებისა და გამოყენების საშუალებას. ყოველდღიურ ცხოვრებაში მერკურის უკუსვლა იწვევს ინფორმაციის მიღებისა და გადაცემის არასტაბილურობას.

ადამიანები მძმედ აზროვნებენ და უამრავ შეცდომებს უშვებენ. გამეფებულია „გაფუჭებული ტელეფონის“ პრინციპი. მოლაპარაკება და საბუთების მოგვარება რთულდება და გაურკვეველი დროით იწელება. ყოველდღიური მოხმარების საგნები, ელექტრონიკა, კომპიუტერები, ტელეფონები ამ პერიოდში არ უნდა შევიძინოთ, რადგან მათ აუცილებლად აღმოაჩნდებათ წუნი და მალე გაფუჭდება. ასევე არაა სასურველი მანქანების შეძენაც. მათი გაფორმება ძალზედ იწელება.

ფოსტა ამ დროს ცუდად მუშაობს, იკარგება ამანათები და გზავნილები, ინტერნეტ საიტები და სერვერები ფუჭდება. თუ ამ პერიოდში ვინემს გაიცნობთ და რამეზე მოელაპარაკებით, სავარაუდოდ ამ ადამიანს კიდევ დიდი ხნის მანძილზე ვერ დაინახავთ, ჩანაფიქრის განხორციელება კი გადაიდება, ან სრულიად არ მოხდება. რეტროგრადული მერკურის დროს დადებული ხელშეკრულებები ვერ სრულდება, ხოლო სამსახურებსა და ფირმების მუშაობაში ძალისხმევის გამოჩენა, უმრავლეს შემთხვევაში ფუჭია. ამავდროულად, რეტროგრადული მერკურის დროს ადამიანეს აურაცხელი ოდენობით არაორდინალური იდეა უჩნდება, რომელთა დამახსოვრება და შემდგომ, დირექტული მერკურის დროს განხორციელება, შესაძლოა ძალზე სასიკეთო და მომგებიანი აღმოჩნდეს. ასევე, ამ პერიოდში ძლიერდება ინტუიცია, ადამიანებს იზიდავს ყველაფერი საიდუმლო და საოცარი. ადამიანები იწყებენ ძიებასა და ძებნას და უამრავ შემთხვევაში, პოულობენ კიდეც გზებს იმ საქმეების მოგვარებისათვის, რომლლებსაც ვერას გზით ვერ ძრავდნენ ადგილიდან, ან რომელიც განადგურების პირას იმყოფებოდა. თუ ადამიანი დაბადებულია რეტროგრადული მერკურის დროს, მას კრიტიკული აზროვნება გააჩნია, რომელიც უმთავრესად სწავლობს არა მომავალსა და ახალს, არამედ წარსულსა და ძველს. იგი აანალიზებს უკვე დაგროვილ ინფორმაციას. ამგვარი ადამიანი ნაკლებადაა ორიენტირებული ახალი კავშირების დამყარებასა და ახალი შთაბეჭდილებების მიღებაზე. იგი მთელ ინფორმაციას თავისი შინაგანი სამყაროს შიგნით ამუშავებს და მოიხმარს საკუთარი გამოცდილებისათვის. ამ ადამიანებს უჭირთ სწავლა, გააჩნიათ სხვებთან შედარებით ნელი აზროვნება. მათი განწყობა საკმაოდ არასტაბიულურია, ხასიათდებიან ნევროზულობითა და არაპრაქტიკულობით. უჭირთ ახალ გარემოსთან და სიტუაციებთან შეგუება, გარშემომყოფებთან ურთიერთობა. მათ ეჩვენებათ, რომ ვერავინ უგებს. ასეთი ადამიანები ყველაზე ხშირად აწარმოებენ დღიურებს და ხშირად განმარტოვდებიან ხოლმე. ასევე ამ ადამიანებში ხშირია მეტყველების დეფექტებიც, ენაბლუობა, ჩლიფინი. ყოველივე ეს წინა ცხოვრებაში ქაოტურობისა და მოუწესრიგებლობის გამოძახილია. ძალზედ იშვიათად ხდება ისეც, რომ რეტროგრადული მერკურის მქონე ადამიანი ზედმეტად, პათოლოგიურად მოლაპარაკეა და შეუძლია საათობით ელაპარაკოს ნებისმიერ ადამიანს. ასევე, ზოგიერთი მათგანი ანცვიფრებს გარშემომყოფებს თავისი ცოდნითა და ერუდიციით. მათ იციან ისიც კი, რაც არასდროს არავის უსწავლებია მათთვის და გააჩნიათ ძალზედ არაოდინალური საკითხებისადმი წვდომა და სწორი გადაწყვეტის უნარი. ეს ადამიანები კარგი პედაგოგები არიან, რამეთუ მშვენივრად ესმით ინფორმაციის ათვისებასთან დაკავშირებული სირთულეები და ხარვეზები და შეუძლიათ მასალის სრულიად განსხვავებული სახით მიწოდება, რაც აადვილებს ბავშვებში ამ საკითხის აღქმას. მიუხედავად იმისა, რომ რეტროგრადული მერკური თავის ძირითად თვისებებს სამუდამოდ ანჭებს ადამიანს, არსებობს ცხოვრების გარეკვეული პერიოდები, როდესაც ეს თვისებები მცირდება და ზოგიერთი უარყოფითი თვისება, სამუდამოდ ქრება. ამ პერიოდებს რეტროგრადული პლანეტის შემობრუნების პერიოდი ეწოდება. ვთქვათ, ადამიანი დაიბადა რეტროგრადული პლანეტით. ეს პლანეტა რაღაც პერიოდი იქნება კიდევ რეტროგრადული და მერე ისევ დირექტული, ანუ სწორად მავალი გახდება. თუ, ვთქვათ, პლანეტის მიმართულების გასწორება მოხდა დაბადებიდან 12-ე დღეს, ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანის ცხოვრებაში 12 წლის ასაკში მოსალოდნელია მნიშვნელოვანი მოვლენები, უარყოფითი თვისებები კი გამოსწორებას დაიწყებს. მერკურის შემთხვევაში ადამიანი მისი რეტროგრადულობის ტყვეობიდან გამოსვლისას მეტად აქტიური ხდება, ადვილად ეკონტაქტება ადამიანებს, სწრაფად აზროვნებს, არ იმალება, ცდილობს მეტად წარმოაჩინოს თავისი თავი და სხვა. თუ ეს პერიოდი ემთხვევა პროფესიის არჩევის ასაკს, შესაძლოა მან მერკურისეული პროფესია აირჩიოს, ვთქვათ, ჟურნალისტიკა. იმის მიხედვით, თუ რომელ სახლშია განლაგებული რეტროგრადული მერკური, შეგვიძია ვისაუბროთ ადამიანის შესაბამის თვისებებზეც.

პირველ სახლში
თუ რეტროგრადული მერკური პირველ სახლშია განლაგებული, – ეს მერყევი ცნობისმოყვარე ადამიანია. მოქმედებს დაუფიქრებლად, ერთდროულად ცდილობს დაკავდეს რამოდენიმე საქმით. ეგოცენტრულია, კრიტიკული და მოუთმენელი. ასეთმა ადამიანმა უნდა ეცადოს დასძლიოს თავისი ეგოცენტრულობა, რათა არ გაიჩინოს აურაცხელი არაკეთილმოსურნე და მტერი.

მეორე სახლში
თუ რეტროგრადული მერკური ადამიანს პირადი ჰოროსკოპის მეორე სახლში აქვს განთავსებული, ეს იმას ნიშნავს, რომ წინა ცხოვრებაში დაკავებული იყო მხლოდ მატერიალური კეთილდღეობის მოპოვებით და არ ზრუნავდა სულიერებაზე. ამ ადამიანის ვალია განავითაროს საკუთარი სულიერება და მეტი ყურადღება მიაქციოს მაღალ ფასეულობებს.

მესამე სახლში
მესამე სახლში განლაგებული რეტროგრადული მერკურის შემთხვევაში, ეს ადამიანი წინა ცხოვრებაში გამოირჩეოდა ზღვარგადასული კრიტიკულობით, რაც ხელს უშლიდა ადამიანებთან ურთიერთობაში. განსაკუთრებით კი – დაძაბული ურთიერთობა ექნებოდა დებთან და ძმებთან. ახლა ამ ადამიანმა უნდა იზრუნოს ახლო ნათესავებთან, მეზობლებთან და ახლობლებთან ახლო კავშირსა და გულითად ურთიერთობაზე.

მეოთხე სახლში
როცა რეტროგრადული მერკური მეოთხე სახლშია, ამ ადამიანის ემოციები ხელს უშლის მას ინტელექტუალურ განვითარებაში. მას არ უნდა გაიზარდოს და ინფანტილურად, მუდმივ მოზარდად რჩება (ამ სიტყვის უარყოფითი გაგებით). ამ ადამიანმა უნდა ისწავლოს წარსულთან განშორება და არ უნდა გამოეკიდოს ძველ დროს. ამ შემთხვევაში იგი მიაღწევს სიმწიფეს და ჩამოყალიბდება როგორც დამოუკიდებელი ინდივიდი.

მეხუთე სახლში
მეხუთე სახლში რეტროგრადული მერკური ადამიანს ანიჭებს ქარაფშუტობას, არასერიოზულობას. ეს ადამიანი არ არის სიყვარულში ერთგული. არ გააჩნია ბავშვების მიმართ პასუხისმგებლობის გრძნობა. ამის გამო მუდმივად ექმნება პრობლემები საყვარელ ადამიანებთან და ბავშვებთან. ეს ადამიანი უნდა ეცადოს გახდეს მეტად თავმდაბალი და სერიოზული. ერიდოს მრავალ ფლირტს და საყვარელი ადამიანის ერთგულება დაიცვას, იპოვოს საერთო ენა ბავშვებთან.

მეექვსე სახლში
თუ რეტროგრადული მერკური მეექვსე სახლშია, მაშინ ადამიანს ტექნიკურ საგნებში დიდი ცოდნა გააჩნია, მაგრამ მას ბევრი სირთულე ელის სამსახურში კოლეგებთან ურთიერთდამოკიდებულებაში. იგი უნდა ეცადოს იყოს ნაკლებად კრიტიკული, სძლიოს თავისი მერყეობა და თამამად გააკეთოს არჩევანი.

მეშვიდე სახლში
მეშვიდე სახლში განლაგებული რეტროგრადული მერკურის დროს შესაძლოა თავი იჩინოს სირთულეებმა მეუღლესთან და ყველანაირ პარტნიორებთან (მათ შორის საქმიანებთანაც) ურთიერთობებში. ამ ადამიანებმა უნდა ეცადონ არ მოიტყუონ და არ გასცენ ფუჭი დაპირებები. მათ უნდა შეასრულონ საკუთარი ვალდებულებები და არ დაარღვიონ კონტრაქტები. და რაც მთავარია, პარტნიორული ურთიერთობის დაწყებისთანავე ზუსტად განსაზღვრონ ყველა მოთხოვნა, ნიუანსების ჩათვლით.

მერვე სახლში
რეტროგრადული მერკური მერვე სახლში ადამიანს აჯილდოვებს ფსიქოლოგიისადმი მიდრეკილებით, მაგრამ ეს ადამიანი წინა ცხოვრებაში მთელი არსით მატერიალისტი, უხეში და ზედმეტად პირდაპირი იყო, რის გამოც ახლა სწორედ ამ თვისებების კონტროლი და გამოსწორება უწევს. სასურველია იგი მეტად მომთმენი და სულიერი ადამიანი გახდეს.

მეცხრე სახლში
მეცხრე სახლში უკანმავალი მერკური განაპირობებს რელიგიურ ფანატიზმს. ეს ადამიანები ყველაფრის უტრირებას ახდენენ, ართულებენ სიტუაციებს და განდევნიან ყველას, ვინც მათ წარმოდგენებს არ აკმაყოფილებს, რის გამოც ბევრი მტერი ჰყავთ. ამ ადამიანებმა ცხოვრების მანძილზე უნდა ისწავლონ სამართლიანობის, პრინციპებისა და კანონის დაცვა, სხვა ადამიანების წარმოდგენების პატივისცემა, ეძებონ სულიერი გზები და ხშირად არ შეიცვალონ წარმოდგენები, უნდა შესძლონ საკუთარ თავში პრაქტიკულობისა და ორგანიზებულობის გამომუშავება.

მეათე სახლში
მეათე სახლში რეტროგრადული მერკურის მქონე ადამიანებს პრობლემები ექმნებათ მშობლებთან მიმართებაში. პროფესიულ საკითხებში ძალზედ არასერიოზულები და უპასუხისმგებლონი არიან. უჭირთ გადაწყვეტილებების მიღება და ყველაფერში მერყეობენ. მიუხედავად ამისა, მათ კომერციისადმი დიდი მიდრეკილება და უნარი გააჩნიათ. ამ ადამიანებმა ცხოვრების მანძილზე უნდა ეცადონ დაამყარონ მშობლებთან მეტად მჭიდრო, თბილი და გულღია კავშირი, უნდა იყვნენ მეტად პატიოსანნი და არ უნდა მოიტყუონ, რათა არ დაკარგონ სხვების ნდობა.

მეთერთმეტე სახლში
რეტროგრადული მერკურის მეთერთმეტე სახლში განლაგება განაპირობებს მეგობრებთან უსიამოვნებასა და პრობლემებს. შესაძლოა ამ ადამიანებს საერთოდ არ ჰყავდეთ მეგობრები ან ირჩევდნენ შეუფერებელ და ცუდ მეგობრებს, რაც მათ ბოროტების გზისკენ უბიძგებს და შემდგომ განვითარებას უშლის ხელს. ამის თავიდან ასაცილებლად ასეთი ადამიანები უნდა ეცადონ დაუახლოვდნენ მეტად სულიერ ადამიანებს, რომლებისგანაც დადებით თვისებებს გადაიღებენ.

მეთორმეტე სახლში
მეთორმეტე სახლში განლაგებული უკუმავალი მერკური სულიერ სრულფასოვნებას და სიჯანსაღეს არღვევს. ეს ეგოისტი ადამიანები არიან, რომლებსაც სხვებისთვის უანგარო დახმარების უნარი არ გააჩნიათ. ამ ადამიანებმა უნდა გამოიმუშავონ მეტი სულიერება, სათნოება, ქველმოქმედება, ნაკლები იოცნებონ, დააღწიონ თავი ილუზიებს და პრაქტიკულად იმოქმედონ. მათთვის კარგი იქნება, თუ აირჩევენ პროფესიებს, რომლებიც დაუკავშირდება სხვებზე ზრუნვას, მაგალითად მედიცინა. ნებისმიერ შემთხვევაში, რომელ სახლშიც არ უნდა იმყოფებოდეს რეტროგრადული მერკური პირად ჰოროსკოპში აუცილებელია ასეთმა ადამიანემა გამოიმუშავონ დისციპლინისა და წესრიგის უნარი და ყველა საქმე და წამოწყება ბოლომდე მიიყვანონ

ავტორი

მსგავსი ფოსტები