რეტროგრადული მერკურის პერიოდი
გაითვალისწინეთ, 28 აპრილიდან 22 მაისამდე მერკური რეტროგრადული ხდება
მერკური პასუხისმგებელია კომუნიკაციაზე, კონტაქტებზე, აზროვნებაზე, მეტყველებაზე, ინფორმაციაზე, ხელშეკრულებებზე, საბუთებზე, მგზავრობაზე, სწავლაზე, ვაჭრობასა და ნათესაურ კავშირებზე, შესაბამისად, ყველა პროცესი, რომელიც ამ თემებთანაა დაკავშირებული გარკვეული შეფერხებებით წარიმართება. ამიტომ, თუ რაიმე მნიშვნელოვანი გაქვთ დაგეგმილი ახლო მომავალში, სჯობს ან 28 აპრილამდე მოასწროთ მათი გაკეთება, ან გადადოთ 23 მაისამდე
ყველაზე მეტი ყურადღება მართებთ ბუღალტერებს, მწერლებს, ჟურნალისტებს, მთარგმნელებს, ასევე ყველას, ვისი საქმიანობაც დაკავშირებულია ქაღალდებთან და ციფრებთან
ამ პერიოდში მაღალია ალბათობა შეცდომების დაშვების, დეზინფორმაციის, არასწორი აღქმისა და გადმოცემის.
გადაამოწმეთ თქვენს მიერ წარმოებული საქმეები, დარწმუნდით, რომ სწორად გაიგეთ ინფორმაცია და ასევე, გადაამოწმეთ, ხომ სწორად გაიგო თქვენმა ოპონენტმა თქვენი ნათქვამი, რათა თავიდან აიცილოთ გაუგებრობები.
შეეცადეთ არანაირ მნიშვნელოვან ხელშეკრულებას ან საბუთებს არ მოაწეროთ ხელი, მით უფრო, თუ ეს შენაძენს, ან ზოგადად ვაჭრობის სფეროს ეხება – დიდია ალბათობა რაღაც ისე არ წავიდეს, როგორც გეგმავდით, იყოს გაურკვევლობები და შეფერხებები, თუ ამის საშუალება არ არის – ათასჯერ გადაამოწმეთ და გაეცანით ხელშეკრულების საგანს, შეისწავლეთ თითოეული პუნქტი სრულყოფილად
გზებზე სიფრთხილე მართებთ მძღოლებს, ვინაიდან შესაძლოა არაადეკვატური ქცევა სხვათა მხრიდან, შესაბამისად, არის მეტი ავარიის ალბათობა და ისედაც, შეამოწმეთ თქვენი ავტომობილი
ასევე, გადადეთ ტექნიკის შეძენა ერთი თვით (ტელეფონი, პლანშეტი, კომპიუტერი და ა.შ.)
თავი შეიკავეთ იმპულსური საყიდლებისგან, თუ მაინც გიწევთ შეძენა, კარგად შეამოწმეთ საქონელი წუნზე
სამაგიეროდ, ამ პერიოდში კარგი იქნება დაუმთავრებელი, გაწელილი საქმეების დასრულება, მოუწესრიგებელი საბუთების მოწესრიგება, მიცემული სიტყვის შესრულება
პერიოდი კარგია იმ სტუდენტებისთვის, ვისაც საგნის გადაბარება სჭირდება
თუ თქვენი სასიყვარულო ურთიერთობის დაწყება მერკურის რეტროგრადულ პერიოდს ემთხვევა, დიდი ალბათობით ეს ურთიერთობა მალე დასრულდება, ნუ გამოცდით ბედს
ამ პერიოდში შესაძლოა ძველმა ნაცნობებმა შეგახსენოთ თავი და ახალი ფურცლიდან დაიწყოს ურთიერთობა
სამაგიროდ, ეს პერიოდი კარგია ადამიანებისთვის, ვისაც ჰოროსკოპში რეტრო მერკური აქვს, მათ უამრავი ახალი შესაძლებლობა მიეცემათ. მათთვის პირიქით, ეს ერთ – ერთი საუკეთესო პერიოდი იქნება
წარმატებები თქვენ! <3
ქეთი ვაწაძე
ჰოროსკოპის შესადგენად მოგვმართეთ:
piradihoroskopi@astrologia.ge