Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!
ასტროლოგიური მაღაზია

რეტროგრადული მარსი სახლებში

მარსიმ. ცაგარელი

მარსი რეტროგრადული ხდება ორ წელიწადში ერთხელ და ეს პერიოდი გრძელდება ექვს კვირამდე. ამ დროს ადამიანები ვერ არკვევენ, თუ საით უნდა მიმართონ თავიანთი ძალისხმევა და როგორ გამოიყენონ თავიანთი ენერგია. ხშირად ამ დროს თავიდან ღვივდება ძველი კონფლიქტები. თანაც აღსანიშნავია, რომ ამ ორთაბრძოლის წამომწყები ყოველთვის წაგებული რჩება.

ამ დროს არაა სასურველი სამსახურის დაწყება ან გამოცვლა, სამაგიეროდ, თუ დიდი ხანია მოგბეზრდათ სამსახური და გსურთ კარის გამოჯახუნება და წამოსვლა, ეს დრო ამისათვის საუკეთესოა.

რეტროგრადული მარსი იძლევა საშუალებას დაემშვიდობოთ ყველაფერ იმას, რაც მოძველდა და დაკარგა თავისი აზრი, რაც მოგბეზრდათ ან მიხვდით, რომ აღარ გჭირდებათ. ასევე ეს დრო ხელს არ უწყობს ახალი პროექტების დაწყებას, რადგან ამაზე ძალიან ბევრი ენერგა დაგეხარჯებათ და მარსის მოძრაობის გამოსწორების შემდეგ აღმოაჩენთ უამრავ შეცდომას. რეტროგრადული მარსის დროს დაბადებულ ადაიანებს გააჩნიათ თავიანთი ენერგიის სწორად გამოყენების პრობლემა. ეს ადამიანები ადვილად ღიზიანდებიან ცვლილებებზე და არასასურველი პირობების შემთხვევაში ვეღარ მოქმედებენ. ისინი ზედმეტად დიდ სიფრთხილეს იჩენენ ყველაფერში, რაც შველით უსიამოვნებებისაგან დაცვისას, მაგრამ ამ დროს ისინი უმოქმედობით იცავენ თავს. ეს ადამიანები გარეგნულად უფრო მშვიდები გვეჩვენება, ვიდრე სინამდვილეში არიან.

აგრესიისა და სიბრაზის ხელოვნურად ჩაკვლის შემთხვევაში მათ უჩნდებათ ავტოაგრესია: აგრესია თავისი თავის მიმართ, და თუ მათი ენერგია სათანადოდ ვერ დაიხარჯა, მაშინ იწყებენ საკუთარი თავის განადგურებას. მათ შეუძიათ დახარჯონ ბევრი ძალა და ენერგია, მაგრამ ამ დანახარჯის ადეკვატური შედეგი ვერ მიიღონ. ამის გამო, შემდგომ, მოქმედების აუცილებლობის შემთხვევაში უარს ამბობენ ამაზე და მთელ თავის ენერგიას ბრაზით მიმართავენ, ოღონდ გარეგნულად არ ამჟღავნებენ და ეს პროცესი მთლიანად მათ შიგნით, მათ სულში ვითარდება და ანგრევს მათ სულსა და ფსიქიკას.

უნდა აღინიშნოს, რომ ამ ადამიანებს ასევე ახასიათებთ უეცარი მოქმედებაც და საკითხის ძალზედ გააზრებული და ჩახლართული მიდგომა, რაც ძირითადად, სწორედ ამ შემთხვევაში აღწევენ ისინი მიზანს და მათი მოქმედებაც შედეგიანი და ეფექტურია. მიუხედავად იმისა, რომ რეტროგრადული მარსის მქონე ადამიანებს ურჩევნიათ პასიურობა, ისინი ადვილად ახერხებენ სხვა ადამიანების სამოქმედოდ დარაზმვას და მათი აქტიურობის საქმეზე მიმართვას. ამ თვისებების გამო ეს ადამიანები კარგი მხედარმთავრები, სპორტში მწვრთნელები ან ორგანიზატორები არიან.

როგორც უკვე ავღნიშნეთ, თუ ადამიანი დაბადებულია რომელიმე პლანეტის რეტროგრადულობის დროს, მაშინ იმის მიხედვით, თუ რამდენ ხანში შემობრუნდება თავის ჩვეულ ტრაექტორიაზე, მის ცხოვრებაში დგება მნიშვნელოვანი პერიოდი, როდესაც ეძლევა შანსი გამოასწოროს თავისი უარყოფითი თვისებები, რეტროგრადული მარსის მქონე ადამიანებისთვის ასეთ მნიშვნელოვან პერიოდში მათი ცხოვრება შესაძლოა სულ საპირისპიროდ შეიცვალოს. ეს ადამიანები უეცრად ძალზედ აქტიურები ხდებიან, ან ერთვებიან რომელიმე საქმიანობაში, ან ტკბებიან იმით, რომ არ ჩამორჩნენ სხვებს. თუ ამის საშუალებას იძლევა ასაკი, მაშინ შესაძლოა სერიოზულად მოჰკიდონ ხელი სპორტს, შეცვალონ თავიანთი ცხოვრების წესი და ბევრად უფრო საინტერესო და აქტიური ცხოვრებით იცხოვრონ. რეტროგრადული მარსი სახლებში მ. ცაგარელი იმისათვის, რომ უკეთ ჩავწვდეთ რეტროგრადული მარსის ზემოქმედებას ადამიანზე, განვიხილოთ, თუ რას იძლევა იგი ადამიანის პირად ჰოროსკოპში თითოეული სახლის დაკავებისას.

პირველ სახლში
თუ რეტროგრადული მარსი მოხვდება ჰოროსკოპის პირველ სახლში, მაშინ საქმე გვაქვს მოუსვენარ ადამიანთან რომელიც დიდი ხანი ვერ ეგუება ვერცერთ სიტუაციას. ცუდი ასპექტირებისას ეს შეიძლება იყოს ბაქია და მკვეხარა, დაუმორჩილებელი, უხეში ადამიანი. მათ აუცილებლად უნდა გამოუცხადონ ბრძოლა არა სხვის, არამედ საკუთარ უარყოფით თვისებებს და ამით გამოისყიდონ თავიანთი კარმული ვალები. ამისათვის მთელი სამოქმედო და სექსუალური ენერგია დადებითისა და კეთილისაკენ უნდა მიმართონ.

მეორე სახლში
მეორე სახლში დაბინავებული რეტროგრადული მარსის მქონე ადამიანი უნდა ერიდოს მომხვეჭველობას, მეშჩანობას, მატერიალიზმს. მან ფული უნდა გამოიყენოს ქველმოქმედებისათვის და ხელოვანი ხალხის დახმარებისა და მეცენატობისათვის.

მესამე სახლში
მესამე სახლში განლაგებული რეტროგრადული მარსის არსებობისას ადამიანი უნდა დაემორჩილოს საზოგადოების მოთხოვნებს, არ უნდა თესოს შუღლი და არ უნდა გადაამტეროს ადამიანები ერთმანეთს. დებთან და ძმებთან არსებული კონფლიქტის დროს უნდა გარკვეულ დათმობებზე წავიდეს, რათა აღადგინოს მათთან ურთიერთობა. მან უნდა გამოიმუშავოს დისციპლინა და განსაკუთრებით მიაქციოს ყურადღება თავის გამონათქვამებს, რათა არავის ატკინოს გული და არ გადაიმტეროს ადამიანები.

მეოთხე სახლში
რეტროგრადული მარსი მეოთხე სახლში მიუთითებს რთულ კარმულ წარსულზე. წინა ცხოვრებაში ამ ადამიანის ოჯახიცა და ყველა ახლობელიც მისი ტირანიის და დესპოტიზმის ზეგავლენას განცდიდნენ და ამის გამო საშინლად იჩაგრებოდნენ. ამით არავინ შეიძლება იყოს კმაყოფილი და ბედნიერი, არც ჩაგრული და არც დესპოტი. ამგვარი კარმა იგივე მეთოდებით საჭირიებს განწმენდას. ამიტომ ეს ადამიანი შესაძლოა ახლა განიცდიდეს მშობლების ზეწოლას და მათთან სერიოზული კონფლიქტიც ჰქონდეს. კარგი იქნება, თუ დაარეგულირებს ურთიერთობას დედ-მამასთან და შეეცდება მათი კავშირი მეტად მეგობრული გახადოს.

მეხუთე სახლში
მეხუთე სახლში განლაგებული რეტროგრადული მარსის მქონე ადამიანებს აქვთ გარყვნილებისადმი მიდრეკილებისა და სიყვარულში უხეშობისა და ეგოიზმის გამოვლინებები. შესაძლოა ისინი სისასტიკესაც კი იჩენდნენ ბავშვებთან, რის გამოც შვილებმა შესაძლოა უარი თქვან მასზე. ამ ადამიანებმა უნდა ისწავლონ თავიანთი მოთხოვნილებებისა და ფანტაზიების ხელოვნებაში გადატანა და ხორცშესხმა. უნდა ეცადონ უფრო თბილები და სათნოები იყვნენ საყვარელ ადამიანებთან, პატივი სცენ რჩეულისა და შვილების პიროვნულ თვისებებს და ბავშვებთან დაამყარონ მეგობრული ურთიერთდამოკიდებუება.

მეექვსე სახლში
უკან მავალი მარსის მეექვსე სახლში განლაგება ადამიანს უნგრევს ჯანმრთელობას გადაჭარბებული მავნე ჩვევების გამო. ეს ადამიანები ხშირად უხეშები არიან თანამშრომლების, მათთვის დაქვემდებარებული კოლეგების მიმართ და ფარსიევლობენ ხელმძღვანელ პირებთან. ამის გამო, კარგი იქნება, ერთნაირად პატივისცემით მოეპყრობიან ყველა რანგისა და თანამდებობის ადამიანს და ზომიერების დაცვით გაუფრთხილდებიან საკუთარ ჯანმრთელობას.

მეშვიდე სახლში
მეშვიდე სახლში განლაგებული რეტროგრადული მარსი განაპირობებს უკიდურესი ეგოიზმის გამოვლენას საქორწინო და საქმიან-პარტნიორულ ურთიერთობებში, რასაც შეიძლება მოყვეს ამ კავშირების რღვევა და განქორწინება. ამის გამოსასწორებლად ეს ადამიანები მეტად ლოიალურები უნდა გახდნენ და ისწავლონ თანამშრომლობა, დაიცვან კანონი და ყურადღება გაამახვილონ პარტნიორის გრძნობებსა და სურვილებზე. მათ უნდა გააცნობიერონ, რომ არ შეიძლება დაქორწინება ადამიანზე მხოლოდ იმიტომ, რომ იგი ვიზუალურად, თავისი სილამაზით გიზიდავს და რომ უხეშობთ სხვა ადამიანებში კეთილგანწყობა იკარგება.

მერვე სახლში
უკუმავალი მარსი მერვე სახლში იმ ადამიანებს აქვთ, ვინც თავისივე მიზეზით სხვებზე ხშირად ხვდება ყველანაირი სახის კატასტროფებში. ამ ადამიანს თან სდევს პროფესიული უსიამოვნებები და განცდები, ქონების დაკარგვა, გაკოტრება, მეგობრებთან ან საყვარელ ადამიანებთან უეცარი დაშორება. ამის მიზეზი იმპულსურობა, დამანგრეველი მისწრაფებები, სიმკაცრე და მძიმე ვნებებია. აუცილებლად უნდა გააკონტროლონ ემოციები და შეიკავონ თვაი მათი გამოვლენისაგან. იცხოვრონ პატიოსნად და ერიდონ ტყუილის თქმას. ურთიერთობებში და ფინანსებში სინდისიერად მოიქცნენ და მხოლოდ საკუთარ გამორჩენაზე არ იფიქრონ.

მეცხრე სახლში
მეცხრე სახლში განლაგებული რეტროგრადული მარსი რელიგური დოგმების შემქმნელებს, მომხრე და მიმდევარ ადამიანებს აქვთ. ამ ადამიანებს შეუძლიათ სიკვდილითა და წამებით დასაჯონ ყველა ის ადამიანი, ვინც არ იზიარებს და არ იცავს მათ ვიწრო რელიგიურ შეხედულებას. ეს შეიძლება იყოს როგორც ინკვიზიტორი, რომელიც ნებისმიერ დარღვევაზე საზღაურს ახდევინებს ადამიანებს, ისე ათეისტიც, რომელიც მუსრს გაავლებს ყველა მორწმუნე ადამიანს. ამ ადამიანება უნდა ისწავლონ ადამიანის არჩევანის, სულისა და რელიგიის თავისუფლების აღიარება. თავიანთი ფილოსოფია და მსოფლმხედველობა მეტად ფართო და ყოვლის მომცველი, ჰუმანური უნდა გახადონ და უნდა ეცადონ იყვნენ მომთმენნი და შემწყნარებელნი.

მეათე სახლში
მეათე სახლში რეტროგრადული მარსი კარიერულ ზრდას უშლის ხელს. იმისათვის რომ ამ მონაცემებით დაბადებულმა ადამიანმა გამოასწოროს თავისი მდგომარეობა, აუცილებელია დაიცვას კანონი და დისციპლინა, მხოლოდ თავისი ინტერესების დაკმაყოფილებაზე არ იზრუნოს, წინააღმდეგობა არ გაუწიოს ხელმძღვანელ და თანამდებობის პირებს. ნებისმიერი კანონდარღვევა შეიძლება შემჩნეული იყოს. ამ ადამიანებმა უნდა განივითარონ ღირსების და მოვალეობების შეგრძნებები. უარი უნდა თქვან ამბიციებზე და ახსოვდეთ, რომ ყველაფერი, რაც ემართებათ, მხოლოდ საკუთარი სქციელისა და ქმედებების შედეგია.

მეთერთმეტე სახლში
რეტროგრადული მარსი მეთერთმეტე სახლში ყოველთვის მიუთითებს ცუდ მეგობრულ ურთიერთობებზე. ეს ადამიანები კავშირს ამყარებენ საეჭვო პირებთან, დამნაშავეებთან, ცდილობენ გამოიყენონ მეგობრები თავიანთი მიზნებისთვის. ისინი მუდმივად ცდილობენ დაამცირონ და გააკრიტიკონ თავიანთი მეგობრები, გამოაჩინონ მათი უარყოფითი თვისებები, რათა დაფარონ საკუთარი. მუდმივად უკმაყოფილოები არიან მეგობრების საქციელით თუ მათ შეუთანხმებლად რამე მოიმოქმედეს. მარსის ასეთი განლაგების მქონე ადამიანებმა უნდა ყურადღებით აირჩიონ მეგობრები და ეცადონ არ განსაჯონ ისინი. თვითონ ისწავლონ უანგარო მეგობრობა და მეტი პატივი სცენ მეგობრების არჩევანსა და სურვილებს.

მეთორმეტე სახლში
მეთორმეტე სახლში განლაგებული უკუმავალი მარსის მქონე ადამიანებმა ყურადღება უნდა მიაქციონ თავიანთ ჯანმრთელობას, რადგან ისინი ყველაფერს აკეთებენ ორგანიზმის საზიანოდ. ეს შეიძლება იყოს ალკოჰოლი, ნარკოტიკები, სხვადასხვა სახის ქიმიური პრეპარატები თუ წამლები. ასევე აუცილებელია იყვნენ მორჩილნი ყველაფრის მიმართ, რათა არ შეექმნათ პრობლემები. თავიანთ თავზე არ უნდა დაიკისრონ ყველაფერი და არ უნდა დაეჭიდონ იმ საქმეებს, რომელთა დასრულებას ვერ შეძლებენ. კარგი იქნება, თუ ისინი მეტს იზრუნებენ სხვებზე ან მოუვლიან გაჭირვებულ ან ავადმყოფ ხალხს.

ავტორი

მსგავსი ფოსტები

დატოვეთ კომენტარი