რეტროგრადული ვენერა მშვილდოსანში
ასეთი ადამიანისათვის უფრო მნიშვნელოვანია პირადი თავისუფლება, ვიდრე სიახლოვე. ის დიდხანს ვერ ჩერდება ერთ ადგიზე, მუდმივად მოძრაობაშია. მისთვის აუცილებელია ცვლილებები, მრავალფეროვნება.
არ იღებს სხვა ადამიანთა რჩევებს. საკმაოდ გამოცდილია, მაგრამ იმავდროულად გრძნობს, რომ რაღაცას კარგავს. ხშირია განქორწინება. ძნელია ყველა გრძნობის თუ ფიქრის ისე დაკმაყოფილება, როგორც მას სურს. ხშირად ასეთი ადამიანი დაუდეგარია და დაბნეულობაში ამყოფებს სხვებს. არ უყვარს მდგომარეობის გართულება, ურთიერთობებში სერიოზულად და ღრმად შეჭრა. სამყაროს უყურებს, როგორც გართობის საშუალებას, როგორც ექსპერიმენტს, რომელშიც ყოველი შემოთავაზება საინტერესო და მისაღებია, რადგან ადამიანმა ყველაფერს უნდა გაუსინჯოს გემო…
ასეთი ადამიანისათვის უფრო მნიშვნელოვანია რაოდენობა, ვიდრე ხარისხი. მისი წინა ცხოვრებისეული იდეალები საკმაოდ მაღალია და მიუხედავად იმისა, რომ მას ყოველთვის არ შეუძია მათ მიხედვით ცხოვრება, ის აგრძელებს ისეთი ადამიანების, გარემოსა და ადგილის ძიებას, რომლებიც აგრძნობინებს მას წარსულის იდეალთან სიახლოვეს. ის გრძნობს საკუთარ ღირსებებს და ინარჩუნებს მათ. მოამზადა მანჩო ნიჟარაძემ