რეტროგრადული ვენერა მორიელში
ეს რეტროგრადული ვენერას ძალზე რთული მდებარეობაა, რადგან მორიელის განზრახვა აგრძელებს ინდივიდის წარმართვას მისი მოთხოვნილებების მიღმა. ასეთი პიროვნება ვერასდროს გრძნობს დაკმაყოფილებას და მალევე აცნობიერებს, რომ ყველაფერი, რასაც ეძებს, მდებარეობს ძალიან ახლოს, მომდევნო კუთხეში, ან დაფლულია მისსავე ცნობიერებაში.
პირველ ფაზაში ის აგრძელებს ძიებას, მაგრამ სამწუხაროდ, თავის იდეალს ეძებს სხვა ადამიანებში. ძალიან ეჭვიანი და ჩაკეტილია სიყვარულში, თუმცა თავად მუდმივად აინტერესებს სხვა ადამიანების პირადი გრძნობები. ის გადის ხანგრძლივ პერიოდს იმის რწმენაში და გარკვევაში, რომ მისი დაუკმაყოფილებლობის, სიცარიელის განცდა სექსუალური ცხოვრებიდან იღებს სათავეს ( სექსუალური დაუკმაყოფილებლობიდან), რაც სინამდვილეში ასე არ არის, რადგან მის უკმარისობას გაცილებით ღრმა ფესვები აქვს.
ასეთ ადამიანს ხშირად ეჭვი ეპარება და სათანადოდ ვერ აფასებს საკუთარ ღირსებებს. ასეთი მდგომარეობის გახანგრძლივება მხოლოდ აძლიერებს უიღბლობის შინაგან გრძნობას და აშორებს მას ყველაფრისგან, რაც რეალურად სჭირდება. ზოგიერთ შემთხვევაში პრობლემის სათავე შეიძლება იყოს წინა ცხოვრების სიყვარულში, რომელსაც იგი მიენდო, მაგრამ იმედი გაუცრუვდა. თუ ეს ასეა, მაშინ ეს გამოცდილება მეორდება ახალი ცხოვრების საწყის ეტაპზეც. ამ ადამიანებმა უნდა ისწავლონ მიტევება და გააცნობიერეონ, რომ არ არსებობს პატიება დავიწყების გარეშე. მოამზადა მანჩო ნიჟარაძემ