რეტროგრადული ვენერა მერწყულში
ამ შემთხვევაში ინდივიდი შედარებით უკეთ გრძნობს თავს რეტროგრადული პროცესის პირველ ფაზაში. მას შეუძია გამოიკვლიოს, მიაგნოს იმ მოთხოვნილებებს, რომლებსაც წინასწარ შეიგრძნობს მანამ სანამ ისინი რეალურად განხორციელდებიან მის ცხოვრებაში.
დრო და დრო იგი შეიძლება გახდეს მბრძანებელი თავისი სურვილებისა – დაეხმაროს ადამიანებს, თუმცა ამის ნაცვლად ხშირად, შეიძლება ხელი შეუშალოთ მათ. ასეთი პიროვნება ძალიან დამოუკიდებელია და არ შეუძლია შეზღუდვების მიღება. ძალიან ცვალებადია. ჩვეულებრივ იგი ძალიან მგრძნობიარეა იმ გარემოსადმი, რომელშიც ცხოვრობს, მაგრამ აუცილებელია, რომ შეცვალოს ცხოვრებისადმი დამოკიდებულება, რათა შეინარჩუნოს წონასწორობა, იგრძნოს ბალანსი. იგი შეიძლება იყოს მეამბოხე, თავისუფლების მოყვარე. ვერ ეგუება ადამიანებს, რომლებიც ცდილობენ საკუთარი სურვილების მისთვის თავს მოხვევას.
ასეთ ადამიანს ყველაფერი აინტერესებს და ხშირად ურთიერთობას ამყარებს საკმაოდ უცნაურ ადამიანებთან. ყველაფერი საყოველთაოდ აღიარებული და ტრადიციული მისთვის მოსაწყენი და დამღლელია. ის არ არის საკმარისად დარწმუნებული საკუთარ თავში, თუმცა არ სურს, რომ ეს სხვებმაც იცოდნენ. პირველ და მესამე ფაზაში ეს ინდივიდები ხშირად აქტიურად იკვლევენ ყველაფერ უჩვეულოს. განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენენ უძველესი ცივილიზაციის ან უცნობი დოკუმენტების მიმართ. ასეთი მდებარეობა მიუთითებს ასტროლოგიისა და ეზოთერიკისადმი ინტერესზე. მისი დაუოკებელი სწრაფვა სხვათა დახმარებისა სინამდვილეში საკუთარი თავის ხსნაა, უფრო სწორად კი, საკუთარი თავის დაბრუნებაა ადამიანებთან. ( დამკვიდრება ადამიანურ გარემოში). წარსულ ცხოვრებაში ამ ინდივიდისთვის მთავარი იყო ოჯახი და შვილები, ხოლო მეგობრებს მხოლოდ იყენებდა. ამ ცხოვრებაში აუცილებელია, პიროვნებამ პირველ ადგილზე დააყენოს მეგობრები და ამით გამოისყიდოს წარსულის შეცდომები. მოამზადა მანჩო ნიჟარაძემ