რეტროგრადული ვენერა ლომში
ასეთ დროს ინდივიდი უფრო კარგად გრძნობს თავს რეტროგრადული პროცესის მიმდინარეობის პირველ ფაზაში. როდესაც იგი შთაგონებულია მას შეუძია, გადასცეს დიდი ოდენობით ენერგია სხვებს. ასეთი ადამიანი დიდი ძალის მქონეა. თუმცა იგი ყოველთვის არ არის დარწმუნებული ადამიანთა გულწრფელობაში და ხშირად ჩუმად აფასებს მათ. ხანდახან ის ამოწმებს სხვებს, რათა დარწმუნდეს, იმსახურებენ თუ არა ისინი მასთან მეგობრობას. ამის გამო უფრო მეტს იღებს საკუთარ თავზე, ვიდრე რეალურად სჭირდება, მაგრამ ამავდროულად, ეს ხელოვნური დატვირთვა, უფრო მეტის საკუთარ თავზე აღება ზრდის მის პატივმოყვარეობას, საკუთარი თავისადმი პატივისცემის გრძნობას. ”ტანჯულას” როლის შესრულებით, მას შეუძია დაარწმუნოს არა მარტო სხვები, არამედ საკუთარი თავიც იმაში, რომ იტანჯება, რადგან გასცემს სიყვარულს, რომელსაც ვერ უფასებენ. ასეთი ადამიანის ყველაზე დიდი პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ აქვს წარმართვის და დასწრების სურვილი, მაგრამ რეტროგრადული ვიბრაცია სხვა ადამიანებში ყოველთვის არ ახდენს იმ ეფექტს, რომლის მიღწევასაც ის ცდილობდა. ხოლო, როდესაც საკუთარი გადაჭარბებული ქმედებების საპასუხოდ ხედავს უარყოფით რეაქციას, – უფრო განერიდება იმ ადამიანებს, რომლებთანაც ყველაზე მეტად სურდა სიახლოვე, ვიდრე აღიარებს საკუთარ დანაშაულს. ამგვარი მდებარეობა მიუთითებს იმაზე, რომ წინა ცხოვრებაში ადამიანი იყო ძალაუფლების მოყვარე, აგრესიული სასიყვარულო–ინტიმურ ურთიერთობებში. აუცილებელია, რომ ასეთმა ადამიანმა გაუნაწილოს ძალაუფლება პარტნიორს, მისცეს მას პირადი და სულიერი თავისუფლება. მოა,ზადა მანჩო ნიჟარაძემ