ასტროლოგიური მაღაზია

რეტროგრადული ვენერა კუროში

ვენერაამ შემთხვევაში ინდივიდი უკეთ გრძნობს თავს რეტროგრადული პროცესის მიმდინარეობის მესამე ფაზაში, როდესაც მას შეუძლია მთლიანად შთაინთქას წარსულის მონაპოვარში. ხშირად ასეთი ადამიანები კარმულად არიან მიჯაჭვულნი წინა ცხოვრების სიყვარულთან, რომელიც არასდროს ყოფილა ბოლომდე რეალიზებული, რის გამოც სასიყვარულო ურთიერთობების არც რაოდენობა და არც ხარისხი მისთვის, არც ამ ცხოვრებაში არასდროსაა დამაკმაყოფილებელი და სრულფასოვანი. არ არის საკმარისი იმ სიცარიელის შესავსებად, რომელიც პიროვნებას წინა ცხოვრებაში დაუმთავრებელი სასიყვარულო ურთიერთობებისაგან მოსდევს. ეს ადამიანი მიჩვეულია მაქსიმალურ ნდობაზე დამყარებულ გრძობას და არ შეუძლია სხვაგვარი სიყვარულის მიღება. ახალგაზდრობაში ასეთი პიროვნება საკმაოდ მორცხვია, ხოლო მოგვიანებით, მოზრდილ ასაკში საკუთარ თავში იკეტება და უხმოდ სთხოვს სხვებს საკუთარი თავისაგან გათავისუფლებაში დახმარებას. მას სურს, რომ გაუწოდონ დახმარების ხელი, მაგრამ ამის აღიარება არ უნდა. იგი ცდილობს, ჩუმად მიიზიდოს ადამიანები თავისკენ, მაგრამ ამავდროულად ეშინია მათი. მისი ყველაზე დიდი პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ცდილობს, ცხოვრების საწყის ეტაპზე გარკვეული გრძნობების დაწმენდას–კრისტალიზაციას და როდესაც წლები გამოცდილებისა ფუჭად ჩაივლის, სასოწარკვეთილი ცდილობს წარსული გრძნობების შეთავსებას, მორიგებას ყოველ ახალ გრძობასთან. ის, რასაც ის მოითხოვს და ელის საწინააღმდეგო სქესის ადამიანისაგან ( სასიყვარულო პარტნიორისგან) წარმოუდგენლად არარეალურია და საკუთარი თავის მოტყუებაა. ეს ვენერა მიუთითებს იმაზე, რომ წინა ცხოვრებაში ადამიანი იყო ფიზიკური ურთიერთობებისა და მატერიალური ცხოვრების მონა, ეგოისტი და მესაკუთრე და სწორედ ამის გამოსწორება ევალება ამჟამად.

ავტორი

მსგავსი ფოსტები

დატოვეთ კომენტარი