ასტროლოგიური მაღაზია

რეტროგრადული ვენერა კირჩხიბში

ვენერაამ შემთხვევაში ინდივიდი უფრო კომფორტულად გრძნობს თავს რეტროგრადული პროცესის მიმდინარეობის მე–3 ფაზაში, როდესაც იგი თავიდან( ხელახლა) გადის–განიცდის ადრეულ ბავშვურ როლს მშობლებთან ურთიერთობაში. მამაკაცის შემთხვევაში ეს შეიძლება გამოვლინდეს ძიერი კომპლექსის სახით, განსაკუთრებით დედასთან ურთიერთობაში, როდესაც ადამიანი ვერ აცნობიერებდა და რეალურად არასდროს არ ესმოდა დედისადმი საკუთარი სიყვარული. ასეთ დროს არა აქვს მნიშვნელობა ქალი იქნება ის, თუ მამაკაცი, იგი აგრძელებს იმის მტკიცებას, რომ მას სურს იყოს საკუთარი თავის ბატონ–პატრონი, მაგრამ, ამავდროულად არ იცის, როგორ გათავისუფლდეს დაცულობის მოთხოვნილებისაგან, რომელიც მოჰყვება ბავშვობიდან. ასეთი ადამიანი ახდენს საკუთარი ცხოვრების რეკონსტრუქციას იმ ადამიანებთან ერთად, რომლებიც წარმოადგენენ მთელი მისი ბავშვობის კონფლიქტებს. მან არ იცი, როგორ გათავისუფლდეს ამ კონფლიქტებისაგან. ასეთი ადამიანი უკიდურესადაა მიჯაჭვული წარსულთან – წარსულის განცდებთან, ადამიანებთან, შეცდომებთან. ამ ინდივიდის ერთ – ერთი ყველაზე დიდი პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ალაგებს საკუთარ გრძნობებს და რეაგირებს ადამიანებზე წარსულ მოგონებებზე დაყრდნობით. ქორწინებაში, მეუღლის მიმართ ის ხშირად ახდენს მშობლებისადმი ადრინდელი გრძნობის პროვოცირებას. ხშირ შემთხვევაში თანამგზავრად ისეთ ადამიანს ირჩევს, რომელიც მშობლებს ახსენებს. მოწიფულობის ასაკში მისთვის მთავარია, შეუქმნას შვილებსა და შვილიშვილებს უსაფრთხოება, სიმშვიდე და კომფორტი. ეს მდებარეობა ასევე მიუთითებს იმაზე, რომ წინა ცხოვრებაში ამ ადამიანს აკლდა ნამდვილი დედობრივი სიყვარული, რომელიც ამ ცხოვრებაში უნდა განავითაროს. აუცილებელია, ტრადიციებისა და ოჯახის დაცვა. მოამზადა მანჩო ნიჟარაძემ

ავტორი

მსგავსი ფოსტები

დატოვეთ კომენტარი