ასტროლოგიური მაღაზია

რეტროგრადული ვენერა თხის რქაში

ვენერაასეთი განლაგება მიანიშნებს ასაკით უფროს პარტნიორთან ქორწინებაზე, ან პარტნიორზე, რომელიც სიმბოლიზდება წარსულის ავტორიტეტთან. შედარებით ჰარმონიულია მესამე ფაზის პერიოდი, რომელშიც მეორდება ძველი დრო, რომელიც ინდივიდს ურთიერთობების დამყარებისას ანიჭებს დამაჯერებლობის და სანდოობის განცდას.

ასეთი პიროვნების ცხოვრება საკმაოდ მრავალსახოვანია. იგი ვერ ეგუება და შინაგანად გამუდმებით აპროტესტებს ყოველგვარ შეზღუდვებს. მას შეუძლია ფიქრისა და გრძნობების დიდი ხნის მანძილზე შეკავება. ხშირად უკეთესი პერსპექტივის იმედით უარს ამბობს საკუთარ სიამოვნებაზე ანდა ბედნიერებაზე, მაგრამ წლების მატებასთან ერთად იწყებს საკუთარი შეცდომის გაცნობიერებას და გამოსწორებას.

იგი იცვლება, ხდება უფრო პრაქტიკული. ადრეულ ასაკში ვერ ეთავსება თავის ტოლებს. მას მიჰყავს თავისი ცხოვრება საწინააღმდეგო მიმართულებით – ახალგაზრდობაში ცხოვრობს მოხუცივით, ხოლო მოხუცებულობაში, პირიქით, ახალგაზრდასავით. ‎ მოამზადა მანჩო ნიჟარაძემ

ავტორი

მსგავსი ფოსტები

  1. Doc Houze

    "ახალგაზრდობაში ცხოვრობს მოხუცივით,ხოლო მოხუცებულებში პირიქით" რეტროგრადული არაა და მაინც ეგრეა )))))))))

დატოვეთ კომენტარი