რეტროგრადული ვენერა თევზებში
ასეთი პიროვნება მარტოსულია. ის უხმოდ განიცდის, რომ მთლიანად მოწყვეტილია იმ რეალობას, რომლისკენაც მიილტვის. წინა ინკარნაციის დროს ის ძალზე რომანტიკული ადამიანი იყო და ახლაც აგრძელებს წარსულის ფანტაზიებთან დაბრუნებას. არასტანდარტული ადამიანია, სანამ აქვს დასაყრდნობი თვლის, რომ დამოუკიდებელია. ბევრი რამ რასაც ის განიცდის სინამდვილეში წარსულის ზღაპრის გადათამაშებაა, რადგან ასეთი ადამიანები ხშირად ცხოვრობენ ტყუილით, ილუზიით, წარსულის თამაშებით. ასეთ ადამინთან ძნელია ურთიერთობის დამყარება, რადგან ილუზიები ხელს უშლიან საკუთარი თავის დანახვაში. ყოველ ჯერზე, როდესაც უკმაყოფილოა რეალობით, ანდა ცდილობს შეზღუდვებისაგან გაქცევას – ქმნის ახალ ილუზიას. მას ეშინია მოექცეს ადამიანების ან გარემოებების გავლენის ქვეშ, რომლებიც გარკვეულ მოთხოვნებს წაუყენებენ მომავალში. ასეთი ადამიანები ხშირად მიდრეკილნი არიან მაზოხიზმისაკენ. უჭირთ სასიყვარულო ურთიერთობების დამყარება და ადამიანებთან ახლო კონტაქტში შესვლა. ეს მდებარეობა მიუთითებს, რომ წინა ცხოვრებაში ადამიანმა დაკარგა სიყვარული (საყვარელი ადამიანი) და ახლა ამ ცხოვრებაშიც ქვეცნობიერად აგრძელებს მის ძიებას. წინა ცხოვრებაში ინდივიდი იყენებდა სხვა ადამიანებს საკუთარი სურვილებისა და მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად, ეწეოდა ამორალურ ცხოვრებას, ცხოვრობდა ილუზიებსა და ოცნებებში. მოამზადა მანჩო ნიჟარაძემ
2 Comments
დატოვეთ კომენტარი
You must be logged in to post a comment.
Momwons zalian saintereso temaa
Momwons zalian saintereso temaa