ასტროლოგიური მაღაზია

რეტროგრადული ვენერა ვერძში

ვენერაამ შემთხვევაში ინდივიდი უფრო კომფორტულად გრძნობს თავს რეტროგრადული პროცესის მიმდინარეობის პირველ ფაზაში, როდესაც ვერძი ცხოვრობს გრძნობათა წარმოქმნისა და ფორმირების მოლოდინში. გრძნობებისა, რომლებსაც ვერძთათვის საკუთარი თავისადმი პატივისცემა მოაქვთ. ასეთი ადამიანი საკმაოდ მორცხვია და მუდმივად აწუხებს ის, თუ რას ფიქრობს მასზე საზოგადოება. ხშირად იღებს თავდაცვის პოზიციას. განსაკუთრებით კი, მაშინ, როდესაც გრძნობს, რომ სხვები ცდილობენ მის გამოუვალ მდგომარეობაში ჩაყენებას. ასეთი ადამიანები ხშირად მიდრეკილნი არიან მარტოობისაკენ. ასეთი ინდივიდი ძალზე მგრძობიარეა, განსაკუთრებით მისდამი სხვათა აზრებისა და დამოკიდებულების მიმართ. სხივი უარყოფითი შეფასებაც კი საკმარისია იმისათვის, რომ დაფრთხეს და განერიდოს. მისი ერთ – ერთი სირთულე–ტენდენცია მდგომარეობს საკუთარ გრძნობებთან დაკავშირებით ნაჩქარევად მიღებული დასკვნების გამოტანაში. ხშირად, კონკრეტულ სიტუაციაში მოხვედრამდე, იმის მაგივრად, რომ ასეთი ადამიანი მშვიდად მიჰყვეს დინებას და მისცეს მოვლენებს ლოგიკურად განვითარების საშუალება, ის წინასწარ წარმოიდგენს საკუთარ თავს და ახდენს საკუთარი დამოკიდებულების, მიდგომის ფორმულირებას კონკრეტული სიტუაციისადმი. ამავდროულად, თავად ეძებს ასეთ სიტუაციებს, რითაც ამოწმებს წინასწარ შემუშავებული გეგმის სისწორეს. სირთულეებია ქორწინებაში, რადგან ასეთ პიროვნებას უჭირს ვიღაცის ნდობ და ურთიერთობებში გახსნა. მოწყენილობა, რომელსაც ის ხშირად განიცდის, არ მომდინარეობს არც ცხოვრებიდან და არც სხვა ადამიანებისაგან, არამედ საკუთარი შინაგანი “მე”-დან. იმის მაგივრად, რომასეთი ვენერას პატრონმა გააანალიზოს და იმუშაოს ამ პრობლემაზე, ის დროსა და ენერგიას გართობაზე ხარჯავს . მაშინ, როდესაც ადამიანი ისწავლის საკუთარი თავის სიყვარულს, მისი ცხოვრებაც შეიცვლება. უარყოფოთი თვისებებია: მომატებული იმპულსურობა, გადაჭარბებული სიბრაზე, ფეთქებადობა და სიჩქარე. ასეთმა ადამიანმა უარი უნდა თქვას ძალადობაზე, დესპოტიზმსა და ტირანიაზე. მოამზადა მანჩო ნიჟარაძემ

ავტორი

მსგავსი ფოსტები

დატოვეთ კომენტარი